დეპუტატის ინიციატივამ უვიზო მიმოსვლას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას

  •  

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის სანდრო ბარამიძის განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნას.

როგორც ალექსნადრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2015 წლის მაისში, რიგის სამიტზე, საქართველომ უვიზო რეჟიმზე უარი მიიღო, გამოწვეული იყო იმით, რომ მიღებული არ გვქონდა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

„2015 წლის გაზაფხულისთვის იმედი გვქონდა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ რიგის სამიტზე მიიღებდნენ. სამიტამდე, ექსპერტებისაგან შეფასებები მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოსთვის უვიზო უვიზო რეჟიმის დაწესება ნაადრევი იყო, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ არ გვქონდა მიღებული ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ეს უნდა ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან ახლოს მყოფი კანონი. შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელმა სტრუქტურებმა, პარლამენტთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ ეს, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი მიგვეღო. საბოლოოდ, ევროკავშირისგან, უვიზო რეჟიმზე დადებითი პასუხი მივიღეთ“, – აღნიშნა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომლითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელეების ნაცვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ, ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას, ბარამიძის პასუხი შემდეგია: „ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ბრიუსელში დასხდებიან, ამ ფაქტს ხვალვე განიხილავენ და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვან პრივილეგიას ჩამოგვართმევენ, თუმცა ეს გარკვეული სახის რისკებს წარმოშობს“.

მსგავსი თემები