“თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში” – „პატრიოტთა ალიანსის“ ულტიმატუმი ხელისუფლებას

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტული ალიანსის” წევრებმა, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობაში არიან, პროტესტის ნიშნად კომისია დატოვეს და პროკურატურას ულტიმატუმი წაუყენეს, – ან გამოიძიონ ყოფილი ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებები, ან ახალი კომისია შექმნან, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

“ძვირფასო პროკურატურავ, იმის ნაცვლად რომ ბოკერია დაიბაროთ, ის აქეთ გიბარებთ” – ამ სიტყვებით დატოვა დროებითი საგამოძიებო კომისია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ.  

მისი შეფასებით, პარლამენტში ცინიზმისა და უნამუსობის საზღვრები გარღვეულია და “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ერთ ძალად იქცა.

“მინდა ვუთხრა “ქართული ოცნების” ძველ გვარდიას, ბატონებო თქვენი დანამუსების დრო დამთავრდა ამ კომისიის შექმნით. ის დროც დამთავრდა, როცა თქვენ დაინახავთ ქვეყანაში რა ხდება. ძვირფასო პროკურატურავ, იმის ნაცვლად რომ ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ნახეთ რა ხდება, ბატონი ბოკერია თქვენ აქ გიბარებთ პარლამენტში დასაკითხად. აქედან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას” მინდა მივმართო განსაკუთრებით. თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში. თქვენ უკვე ერთი პოლიტიკური ძალა გახდით იმიტომ, რომ მკვლელებს და სადისტებს აფარებთ ხელს და ამ კომისიის შექმნა არის გვირგვინი“,- ეს განცხადება ადა მარშანიამ კომისიის სხდომაზე გააკეთა.

​​რაც შეეხება მის ულტიმატუმს, როგორც ადა მარშანია აცხადებს, მისი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება და ვერ იმუშავებს.

“ან გაფართოვდეს თემა და ყოფილი რეჟიმის დანაშაულებები გამოიძიონ, ან პარალელურად შევქმნათ მეორე კომისია, რადგანაც აქ სერიოზულად საუბარი მიჭირს“, – განაცხადა მარშანიამ და დასძინა, რომ ოპერატიულ პასუხს ელოდება.

 

მსგავსი თემები