ოჯახი ეძებს აქციის მონაწილეს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა

ოჯახი ეძებს ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც გუშინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდა. 29 წლის თორნიკე მარუაშვილი მასწავლებელია.

ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის დაშლის დროს მას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი თეა ადეიშვილი კი წერს, რომ ამ მომენტის შემდეგ გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი.

მსგავსი თემები