არა რუსულ კანონს – ნიუ-იორკში რუსული კანონის წინააღმდეგ ქართველებმა აქცია გამართეს

ნიუ-იორკში რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეებს თან ჰქონდათ ბანერები: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”; ,,წიწაკის სპრეი შეასხით ერთმანეთს რუსებო”; ,,არა რუსულ კანონს”.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება” დღეს, 17 აპრილის აპირებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყაროს კენჭი რუსულ კანონს. პარალელურად პარლამენტთან 12:00 საათიდან ისევ გაიმართება აქცია. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან საღამოსაც.

მსგავსი თემები