გერმანიის ელჩმა შოლცის გამოსვლის ძირითადი ნაწილი თავად თარგმნა

“პრესკონფერენციის ოფიციალური ჩანაწერი. ჩემი ძირითადი ნაწილების თარგმანი: კანცლერი შოლცი: „…კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულად განვიხილავდით კანონს უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების შესახებ…”  წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას „ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა“.

პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიის კანცლერის თარჯიმანმა თარგმანი გააყალბა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სიტყვები “აგენტების” კანონი შოლცს საერთოდ არ წარმოუთქვამს.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ თარგმნილ სხვა ეპიზოდებთან, მათ შორის, კრიტიკულ ნაწილთან დაკავშირებით.

შოლცის მთარგმნელი ხელისუფლების კრიტიკას “ტვ პირველის” ეთერში გამოხმაურა:

ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ , ფედერალური კანცლერის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონი არანაირად არ შეესაბამება და პირიქით, ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს.

 

მსგავსი თემები