რუსეთი შესაძლოა ხარკოვსა და ოთხ რეგიონზე ამზადებდეს ფართომასშტაბიან შეტევას -Financial Times

რუსეთი შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, – ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთის თანახმად, კიევის ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ მოსკოვი უნდა გეგმავდეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას. ამ მიზნით ის უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს და განაგრძობს ქალაქისკენ რაკეტების სროლას.

ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის ხარკოვში.

მსგავსი თემები