ბაიდენი: ჩვენ ისრაელს თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის ჩამოგდებაში დავეხმარეთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მკაცრად გმობს ამ იერიშებს.

ბაიდენმა თქვა, რომ გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის სამხედროებმა რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გამანადგურებლები განალაგეს, რომლის დახმარებითაც დაეხმარნენ ისრაელს “ჩამოეგდო თითქმის ყველა შემომავალი დრონი და რაკეტა.”

“მე ახლახან ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა გამოავლინა შესანიშნავი უნარი, თავი დაეცვა და მოეგერიებინა თუნდაც უპრეცედენტო თავდასხმები – მკაფიო მესიჯი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ მათ არ შეუძლიათ მკვეთრი საფრთხე შეუქმნან ისრაელის უსაფრთხოებას”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები