ანტალიაში საბაგიროს სალონი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში საბაგიროს სალონი ჩამოვარდა. დაიღუპა 1 ადამიანი.  ინციდენტი ანტალიასთან ახლოს ტუნეკტეპეს საბაგიროზე მოხდა. ადგილობრივი გაზეთი Hurriyet იტყობინება, რომ ერთ-ერთი სალონი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც სალონის იატაკი ჩავარდა და ხალხი ჩამოვარდა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპული თურქეთის 54 წლის მოქალაქეა.

ინციდენტის შემდეგ კიდევ 184 მგზავრი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე 29 სალონში იყო ჩარჩენილი. ექსპერტებმა რამდენიმე საათი  საბაგირო გზის გადატვირთვას მოანდომეს. სამაშველო ოპერაციაში 160-ზე მეტი თურქი მაშველი მონაწილეობდა.

ავარიის მიზეზების დასადგენად პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. წინასწარი ვერსიით, ინციდენტი შესაძლოა, საბაგიროს ერთ-ერთი საყრდენის ჩამოვარდნის გამო მომხდარიყო.

მსგავსი თემები