ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა – აეროპორტების ადმინისტრაცია

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანამ საჰაერო სივრცე გახსნა. ის ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა.

მანამდე ისრაელის საჰაერო სივრცე 7 საათის განმავლობაში იყო დახურული, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებული იყო.

მიზეზი ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონები და რაკეტები იყო.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა.

 

მსგავსი თემები