„მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებას აქვეყნებს.

„უმკცრესაც ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ისრაელის ოფიციალური განაცხადებით, ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე დარტყმები. დაშავებულთა შორის 7 წლის ბავშვია.

ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასლაც გავრცელდა.

მსგავსი თემები