,,იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ , ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას, სალომე სამადაშვილის მხრიდან რეპლიკები, ფეხზე ადგომა და მადლობის გადახდა მოჰყვა.

პარლამენტი პრემიერის მოხსენებას ხმაურის ფონზე ისმენს.

მსგავსი თემები