,,მემგონი მართლა დაიჯერეთ, რომ მართლა რამეს წარმოადგენთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე”- ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს

,,მემგონი მართლა დაიჯერეთ, რომ მართლა რამეს წარმოადგენთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე,”- ასე მიმართა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.

დეკანოიძის თქმით, 20 ივნისს აქციაზე გამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ხმა გააგონეს ყველას, გარდა ქვეყნის ხელისუფლებისა.

,,ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მარტივად ვუთრა საქართველოს მოსახლეობას, რომ აქ ვინც ზის ბატონი ღარიბაშვილის ჩათვლით, მათ შორის მინისტრები, ხვალ ბიძინა ივანიშვილი, რომ გადაწყვეტს ეს ხალხი აქ აღარ იქნება და ეს ყველამ კარგად იცის. საქართველოს მოქალაქეებმა, ისინი ვინც გამოსული იყვნენ 20 ივნისს აქციაზე, მათ გააგონეს ყველას ხმა, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველო ამ ადამიანების გარეშე აუცილებლად იქნება ის ქვეყანა, სადაც იქნება პერსპექტივა, განვითარება და ყველაფერი ის რაც არ უკავშირდება ოლიგარქიას. მეგობრებო ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მსახურები,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანა ფოკუსირებული უნდა იყოს, იმაზე, რომ დეკემბრამდე საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

,,რაც შეეხება პრემიერად წოდებულის განცხადებას, ეს ადამიანი როგორც კი ბიძინა ივანიშვილი დაინახავს რომ არ ჭირდება წავა. ამიტომ ჩვენ ყველანი ფოკუსირებული უნდა ვიყოთ, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,”- განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები