,,ევროკომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება”- ირაკლი კობახიძე

,,კომუნიკაცია არ წყდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მაგრამ რაც შეეხება იმას, მაგალითად, ვიზიტი, რომ გააკეთო ამ 2-3 დღეში, ეს რა თქმა უნდა, არაფერს შეცვლის,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის რაიმე არსებითი სხვაობა ვერ იქნება.

„ზოგადად, ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. კომისიის შემდეგ აზრი აღარ აქვს, რადგან ყველამ იცის, ჩენც ვიცით და ოპოზიციამაც იცის. აქაც ფეიკკამპანიას აწარმოებენ, თითქოს რაღაც შეიძლება, შეიცვალოს. მხოლოდ თეორიული შანსია, რომ რაღაც მოხდეს. პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, გარკვეული საბჭოს საქმიანობაში და გამოაქვთ იქიდან ინფორმაცია, უკვე თქვეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო.

ანუ ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ერთადერთი კიდევ ერთი არასწორი მოლოდინი შექმნეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ემოციები გაახურონ. კომუნიკაცია არ წყდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მაგრამ რაც შეეხება იმას, მაგალითად, ვიზიტი, რომ გააკეთო ამ 2-3 დღეში, ეს რა თქმა უნდა, არაფერს შეცვლის. ბუნებრივია, კომუნიკაცია არსებობს სხვადსხვა ფორმის, ზოგი წერილობითი ფორმით. ყველაფერი კეთდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის რაიმე არსებითი სხვაობა ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები