,,ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მიხელ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. სრული პასუხისმგებლობით მინდა, ყველას ვუთხრა, ეს ადამიანები, ვინც აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი დადიოდა ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ყველგან, ამას ჩვენ პირდაპირ ევროპელი მეგობრები გვიყვებიან, მავნებლურად და მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას, დარბაზში ხმაური მოჰყვა, სალომე სამადაშვილმა ღარიბაშვილი ტყუილში დაადანაშაულა.

„ავხსნი რატომ არ არის ტყუილი, ტყუილია ყველა თქვენი სიტყვა, რასაც თქვენ ელაპარაკებით თქვენს მოქალაქეებს, მე ველაპარაკები სიმართლეს. ევროპის სახალხო პარტია, ე.წ. იპიპის პარტია, არის თქვენი მთავარი პარტნიორი პარტია. ევროპის სახალხო პარტიამ მათი რეკომენდაციებით მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი, პირდაპირ ჩაწერეს, ეს იყო პირდაპირი მხილება და მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს არ სურდათ, საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციას ვუზიარებ ჩვენ მოქალაქეებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები