,,ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა”- ირაკლი კობახიზე ოპოზიციაზე

„ობიექტური მოცემულობაა, რომ ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, სამართლის უზენაესობით, კორუფციასთან ბრძოლით და ეკონომიკური პარამეტრებით ვუსწრებთ, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანას,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული.

„ობიექტური მოცემულობაა, რომ ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, სამართლის უზენაესობით, კორუფციასთან ბრძოლით და ეკონომიკური პარამეტრებით ვუსწრებთ, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანას. ეს არის ობიექტური რეალობა, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული“,-  განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი, ქვეყნის “წალეკვის გეგმის” განხორციელებაა.

,,მათ აქვთ გარკვეული გეგმა შემუშავებული. 2 თვის წინ, როდესაც შეიკრიბნენ ბაკურიანში, როგორც მათ გამოაცხადეს, ეს არის “წალეკვის გეგმა”, მათი ტერმინია, რომელიც გამოიყენეს წინა აქციაზე. ეს არის გეგმა, რომელსაც არ უწერია განხორციელება. ამის იქით ისინი რა თქმა უნდა ვერ ფიქრობენ, ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი მხრიდან შესასრულებელი პირველი პუნქტი, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ, ეს არის – დეპოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ფიქრობდნენ ამ პირველი პუნქტის შესრულებაზე, ისინი ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ. ეს არის მათი სახე. აქედან ჩანს, რომ სწორედ ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები