ირაკლი ღარიბაშვილი ემოციური განცხადებებისთვის ბოდიშს იხდის

პარლამენტში გამოცხადებული  შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდოდა მეთქვა, ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტები. ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებს და შეურაცხყოფებს არ გამოეხმაურო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებშიც პარლამენტში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

შეახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად, მოსახლეობამ დაპირისპირება, სიტყვიერ შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა იხილა.

„ნუ ყვირიხარ, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკები მხარდამჭერი, არარაობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატს

 „წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“- ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

მსგავსი თემები