კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას აქვს ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები. ერთ-ერთ ასეთ ლობისტად კი კარლ ბილდტი დაასახელა.

„ძალიან მალე, უმაღლეს დონეზე ჩავაბარეთ ყველა ტესტი, ყველა გამოცდა. მე ასევე მინდა, ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავხადო ევროკომისიის ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ეს ისტორიული ჩანაწერი გააკეთა დოკუმენტში – ქვეყანას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე რეკომენდაციაა მიცემული, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით და პრიორიტეტების განხორციელებით.

ახლა ჩვენი შემდეგი გეგმა რა უნდა იყოს: ძალიან მალე, სულ რაღაც ორ დღეში, დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დამტკიცდება. სამწუხაროა, რაც ჩამოვთვალე, ფაქტორები, ამათი აქტივობა, მავნებლური, მტრული კამპანიები, უკრაინის ფაქტორი და მათი დაჟინებული მოთხოვნები, მათი ლობისტების, ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით. ახლა ეს ემოციები გაივლის, იმედი მაქვს, რომ ხვალ და ზეგ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები