„დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის საუბარი“ – სალომე სამადაშვილი პრემიერზე

ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებსა და განცხადებას საპარლამენტო ტრიბუნიდან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უპასუხა და მას გოჭივით მოჭყვიტინე უწოდა.

„აქ ითქვა, რომ მე პრეტენზია მაქვს, რომ დიპლომატიის მეტრი ვარ თუ „დედა“ ვარ. არა, მე არ მაქვს ასეთი პრეტენზია. თქვენს პრემიერ-მინისტრს ამიტომ გადავუხადე ფეხზე ადგომით მადლობა, რომ დამაბრალა, თითქოს ევროკავშირის აზრს მე განვსაზღვრავ, მაგრამ, ბევრი რამე არ იცით…

რაც შეეხება იმ ადამიანს, ვისი გამოსვლაც დღეს აქ მოვისმინე, პრემიერ მინისტრის გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ  დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის საუბარი (პრემიერის). იმიტომ, რომ, განრისხებულია მისი პატრონი, ბიძინა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ოლიგარქიული რეჟიმის „დემონტაჟი“ მოხდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა ჩამონათვალში, რომელიც ევროკავშირმა გადმოგვცა მანამ, სანამ ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში.  რომ დაბრუნდა, ისეთი მოახერხეთ, რომ რომ დღეს ბატონი ბიძინა თქვენზე განრისხებულია. ამიტომ ჭყვიტინებთ და ამიტომ დადგით დღეს აქ ეს სპექტაკლი. ამას ყველაფერს გასცემს პასუხს ქართველი ხალხი“ – განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა სალომე სამადაშვილს მოღალატე უწოდა.

,,იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

მსგავსი თემები