„ნუ ყვირიხარ, საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკები მხარდამჭერი, არარაობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატს

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ხმაურით, შეურაცხყოფითა და ურთიერთდაპირისპირებით მიმდინარეობს. დარბაზში ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც ირაჯლი ღარიბაშილმა მიხეილ სააკაშვილი მიწაზე მოფორთხიალედ მოიხსენია, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ქვეყნიდან გამქცევად.

„რუსეთმა რა საშინელი ტერორი მოუწყო ჩვენს მოქალაქეებს ყველამ იცის. ქართველებს სახლები და ბიზნესი წაართვეს  და სატვირთი თვითმფრინავებით გამოაგზავნეს საქართველოში. საშინელი ტერორი მოუწყვეს. ამის შემდეგ კარად გახსოვთ, რომ სანქციებთან მიერთების თაობაზე რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთთან გვაქვს ეკონომუკურ- სავაჭრო ურთიერთობები და ეს ურთიერთობები ეხება ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ეს არის რეალობა“ – აღნიშნა პრემიერა პარლამენტში.

მან ომის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ქმედებაც გაიხსენა და მიწაზე მოფორთხიალე მთავარსარდალი უწოდა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„ეს იყო უბედურება, რაც ჩვენ გამოვიარეთ და ვნახეთ, სირცხვილი, ამათი მიწაზე მოფორთხიალე ეგრეთწოდებული მთავარსარდალი და გამოქცეული თავდაცვის მინისტრი, გაქცეული დეპუტატები…  ქვეყნიდან გარბოდნენ. თქვენ… თქვენ… ქვეყნიდან გარბოდით“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ დარბაზში ხმაური ატყდა, ოპოზიციონერი დეპუტატები დასახელებას ითხოვდნენ, რომელიც მათგანი გარბოდა ქვეყნიდან.

„გვითხარით რომელი“ – -იძახდა დარბაზიდან ეკა ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვები.

„ნუ ყვირიხარ შენ, წყნარად იყავი… მიბრძანდი გარეთ… ნუ ყვირიხარ… ნუ ყვირიხარ მეთქი. ერთი კი არა, ათეულობით გვარის დასახელება შემიძლია. მე თბილისში ვიყავი. საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი, არარაობა ხარ შენ“ – მიმართა პრემიერმა საპარლამენტო ტრიბინიდან ლევან ხაბეიშვილს.

საპარლამენტო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება და გაწევ-გამოწევაა.

მსგავსი თემები