„გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

„გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია,  პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს პოლარიზება, შფოთვა, არეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში.

„როდესაც საუბრობთ პოლარიზაციაზე, უკაცრავად და არის თუ არა ეს პოლარიზაცია მომდინარე თქვენგან. წარმოვიდგინოთ, რო თქვენ არავითარი რეპლიკები არ დაგეწყოთ, დაგემთავრებინათ, მოგესმინათ ჩემი წლიური ანგარიში, შემდეგ გამოსულიყავით და გეთქვათ, ნებისმიერი კითხვა დაგესვათ, გაგვემართა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ტიპის დებატები. ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ, პირიქით, გინდათ, რომ აადუღოთ სიტუაცია, პოლარიზება, შფოთვა, რაღაც არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და ამყოფოთ მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ჩვენი ხალხი. ამ 10 წლიან პერიოდში, რაც ჩვენ შევძელით, ასეთი დესტრუქციული, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, მართლაც, მისასალმებელია“, –  განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები