პრემიერმა ის გვარები დაასახელა, ვინც ომის დროს საქართველო დატოვა

„დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს, ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს.

„ახლა წაგიკითხავთ გვარებს, წეღან რომ აღშფოთდით, ახლა უფრო აღშფოთდებით. დიმიტრი შაშკინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის. დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო. თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. მიყურეთ ახლა და ასეა. 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან. ახლა თქვენი პარტიის თავმჯდომარე ვინ არის, გამახსენეთ? კობა ნაყოფია ვინ არის? კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს. ძალიან ბევრია, მთელი სიაა. ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები