უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს

მოპოვებული მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს, რომ უკრაინელი ჟურნალისტი მაქს ლევინი და მისი მეგობარი ჯარისკაცი ალექსეი ჩერნიშოვი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს 13 მარტს, კიევთან ახლოს მდებარე ტყეში,- აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციას, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  ჩატარებული გამოძიების საფუძველზე ავრცელებს. ლევინი ტყეში სავარაუდოდ თავისი დრონის დასაბრუნებლად შევიდა, რა დროსაც ის ოკუპანტებმა შენიშნეს. ორგანიცზაციის ცნობით, სიკვდილით დასჯას სავარაუდოდ წინ უძღოდა წამება და დაკითხვა. „დანაშაულის ადგილის ამსახველი ფოტოების ანალიზი, ასევე, ამოღებული მატერიალური მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს სიკვდილით დასჯაზე, რომელსაც სავარაუდოდ წინ უძღოდა დაკითხვა და წამებაც კი“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი.  

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ”- სალომე სამადაშვილი

პარტია ,,ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს  ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ. მისი თქმით, პირადად ღარიბაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, იმაზე რომ საქართველოს ევროპული მომავალი დღეს  გაურკვეველია. ,,პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო ზეგ პარლამენტში, მაგრამ როგორც ჩანს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული საბჭო ძალაში დატოვებს ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მან გადაწყვიტა დღეს მოსულიყო პარლამენტში. თუ ფიქრობს, რომ ამით თავს აარიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას და მის მთავრობას ეკისრება განაცხადის წარუმატებლობაზე, ის არის ძალიან ღრმად შემცდარი. თქვენ…

მეტი...

,,კიდევ ერთი პანდემია იქნება, ამიტომ გვჭირდება მეტი ფული“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალში კიდევ ერთი პანდემია იქნება. მისი თქმით, პანდემიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საჭიროა მეტი ფინანსები. „ჩვენ გვჭირდება მეტი ფული. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციებისთვის, საბოლოოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ გვჭირდება ფული“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი...

,,არ ვიცი, გვარამიას პატიმრობა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.  შესაბამისი წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს უკვე  გადასცა. მარგველაშვილის განცხადებით, სანამ ევროსაბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს, ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება. ,,24-მდე კიდევ 3 დღე რჩება, თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ და გვარამიას გაათავისუფლებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. არ ვიცი, გვარამიას პატიმრობა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მარგველაშვილის მიერ შედგენილ წერილს ხელს აწერს…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის ბანკირის გამო $607 მილიონი დაკარგა

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის ერთეულის ყოფილი ბანკირის თაღლითობის გამო, დაახლოებით $607 მილიონი დაკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპენსაციის გადახდის ფორმაზე ბანკისა და ივანიშვილის ადვოკატები სამშაბათს გამართულ სასამართლოზე ვერ შეთანხმდნენ.  

მეტი...

“წინ აღვუდგებით ამ კვირეულში დაგეგმილ ნებისმიერ აქტივობას” – პროტესტი ლაყე კვერცხებითა და დამპალი პომიდვრებით

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი  და  არასამთავრობო ორგანიზაცია “ზნეობას“ წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე იმ გეგმაზე საუბრობენ, რასაც ისინი ლგბტ თემის საწინააღმდეგოდ აპირებს. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორებმა თავიანთ გეგმაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „ჩვენ წინ აღვუდგებით ამ კვირეულში დაგეგმილ ნებისმიერ აქტივობას. პირველ ორ ღონისძიებასთან დაკავშირებით (წინასწარი ინფორმაციით ერთ დღეს უნდა იყოს კინო ჩვენება, ხოლო მეორე დღეს რაღაც სემინარი) ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება განმეორდეს შარშანდელი სცენარი. კერძოდ, როდესაც სანაპიროზე, პრაქტიკულად ალყაში იყო კინო დარბაზი ხიდის ქვეშ და შიგ შესულ მონაწილეებს, მათ შორის უცხოელ დიპლომატებს, არა თუ უწევდათ სირცხვილის კორიდორის გავლა, გაძლიერებული პოლიციის დაცვის…

მეტი...

შიდა ქართლში 14 წლის მოზარდს კვლავ ეძებენ

შიდა ქართლში 14 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. გაუჩინარებული გოგო, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ  სტუმრად თბილისიდან იყო ჩასული, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა. მოზარდი  ადგილობრივებმა ბოლოს 3 დღის წინ  ნახეს. საქმეში უკვე ჩაერთნენ სამართალდამცავები და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია. „როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის მასა, რის გამოც, სამუშაოები შევაჩერეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაკის რაიონის გამგეობამ ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით ქირით გაიყვანა. დღეს ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში არიან დაბრუნებული. ამ სივრცეში, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, მოსახლეობას დავპირდით, რომ რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით და პირობას შევასრულებთ.…

მეტი...

,,არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე”- კახა კალაძე

თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შესყიდულია, ჯამში, 40 ბინა. ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად დაიხურება ეს თემა, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე და ყველას გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ და უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახი იქნება ბინებით დაკმაყოფილებული“, – განაცხადა…

მეტი...

,,შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  20 ივნისს, თბილისში გამართული აქციის, “შინ ევროპისკენ” აქციას ეხმაურება და Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, “შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. “შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალში მიიღეს. ამის შესახებ კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. როგორც იცით, 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროპული საბჭო მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით – ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის შემდეგ; შევძლით ვიზალიბერალიზაციის მიღება და დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან…

მეტი...

,,ჩემი გუნდის წევრებს უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს”- კახა კალაძე

​დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. „გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება, არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში…

მეტი...

უკრაინაში ომის დაწებიდან დღემდე 34 230 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 34 230 რუსი სამხედრო მოკლეს. უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია : ,,ჯარისკაცი – დაახლოებით 34 230; ტანკი – 1 496; ჯავშანტექნიკა – 3 614; საარტილერიო სისტემა – 752; სარაკეტო სისტემა – 239; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99; თვითმფრინავები – 216; ვერტმფრენი – 182; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 614; საკრუიზო რაკეტები – 137; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 543; გემი/ნავი/კატარღა – 14; სპეციალური აღჭურვილობა – 60,”- ნათქვამია გენშტაბის განახლებულ ინფორმაციაში.

მეტი...

საჰაერო თავდასხმა ხარკოვზე – დაიღუპა 15 ადამიანი

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურ დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაიბომბა დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები. დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს განცხადებით,  ჩასოვ-იარზე დაბომბვისას 6  ბავშვი დაიჭრა და 1 ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, კასეტური საბრძოლო მასალები ქალაქის ტბის სანაპიროსთან ჩავარდა.

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო სასმელი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მეტი...

მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა სულ მცირე 250 ადამიანი

ძლიერი მიწისძვრის შედეგად ავღანეთში  სულ მცირე 250 ადამიანი დაიღუპა, 150 ზე მეტი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში, პაკისტანის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთშიც.

მეტი...

„განა არ არის დრო, რომ ყველამ, ვინც ცდილობს გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები?”- მაიკლ გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი თბილისში 20 ივნისს გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, მაშინ როდესაც ქართველი ახალგაზრდობა ევროპული მომავლის იმედით ქუჩაშია გამოსული, პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ. „ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია იმისთვის, რომ ევროპული მომავალი მოითხოვოს, განა არ არის დრო, რომ ყველამ, ვინც ცდილობს გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები ყველა ბანაკიდან ახალი შეთანხმების მოთხოვნით?“- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  324 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  324 ბავშვი დაიღუპა,  592-ზე მეტი კი დაშავდა. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 307, ხარკოვის ოლქში – 175, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

შესაძლო პროვოკაციების პრევენციის მიზნით, დღეს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს

22 ივნისს  საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

მეტი...

,,ევროსაბჭო მზადაა, პრიორიტეტის შესრულების შემდეგ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”- რიკარდ ჟოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის განცხადებით, ევროსაბჭო მზადაა, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის გადაწყვეტილების კონკრეტული პრიორიტეტები შესრულდება. “EUCO-ს უახლეს პროექტში ნათქვამია, რომ “ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას რესპუბლიკას. ასევე აღნიშნავს, რომ საბჭო გადაწყვეტს შემდგომ ნაბიჯებს კომისიის მიერ დადგენილი ყველა პირობის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ” ,- აღნიშნავს

მეტი...

,,უკრაინა თუ ვერ გაუძლებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის ქვეშ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე არ შეჩერდება. მისი თქმით, თუ უკრაინა ვერ გაუძლებს ზეწოლას, მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ ჩვენი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

სტიქია რაჭაში – დაიტბორა გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები

სტიქია რაჭაში – გვიან ღამით მთიან რეგიონში ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი იყო. ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტიდან მდინარე ხეორი გადმოვიდა, დაიტბორა საავტომობილო გზები. სოფელ ზნაკვაში სტიქიამ ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა. ფერდობიდან მოვარდნილმა ღვარცოფულმა შენაკადებმა დატბორა სოფელ ხეითში, კვაშხიეთსა და სევაში სასოფლო-სამეურნეო მიწები.    

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას. მისი თქმით, აშშ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას. ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“, – აღნიშნა პრაისმა.

მეტი...

,,ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ლუგანსკის ოლქში რთული მდგომარეობაა, თუმცა უკრაინის არმია ტაქტიკური მოქმედებების დახმარებით, ოლქის დაცვას აძლიერებს. „ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უკრაინის არმია ტაქტიკური მოქმედებების დახმარებით, ლუგანსკის ოლქის დაცვას აძლიერებს, იქ ნამდვილად რთული მდგომარეობაა. ოკუპანტები ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით. არც ერთი დღე არ ვასუსტებთ აქტიურობას ამ მიმართულებით. ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ მათი გადაწყვეტილებების რეალიზებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

ევროპა რუსული გაზის ჩანაცვლებაზე ისევ აქტიურად მსჯელობს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული გაზისგან მაქსიმალური დისტანცირების საკითხს ისევ დღის წესრიგში აყენებს და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია. როგორც ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ევროპელები სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შეამცირებენ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდების მთლიანად ჩანაცვლება სავსებით რეალურია. „ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთმანეთთან და პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც“,  – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა.  

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი სანქციების მეშვიდე პაკეტის ამოქმედებას ითხოვს

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს და სანქციების მეშვიდე პაკეტის ამოქმედებაზე აკეთებს აქცენტს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს იქნება შეკავების კიდევ ერთი მექანიზმი. „ყველა მოლაპარაკების დროს, მუდმივად ვუსვამ ხაზს, რომ საჭიროა  ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი. მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. რუსეთი მუდმივ ზეწოლას უნდა გრძნობდეს. მორიგი მუქარა ლიეტუვას მისამართით, ენერგორესურსების მხრივ მორიგი ზეწოლა, ყველაფერი ეს არგუმენტია იმისთვის, რომ დამტკიცდეს სანქციების მეშვიდე პაკეტი“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

იტალიის საგარეო მინისტრმა უკრაინის არასათანადო მხარდაჭერის გამო პარტია დატოვა

იტალია საგარეო საქმეთა მინისტრის გარეშე დარჩა. პროტესტის ნიშნად, ლუიჯი დუ მაიომ მთავრობა დატოვა. პროტესტის მიზეზი კი უკრაინის საკითხზე შეუთანხმებელი და შეუჯერებელი პოზიცია გახდა. როგორც მინისტრმა განმარტა, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ქვეყნის პარლამენტში მმართველი ძალა იქნება. „აუცილებლად უნდა აგვერჩია, ისტორიის რომელ მხარეს გვსურს დგომა – უკრაინის მხარეს, რომელსაც თავს დაესხნენ, თუ აგრესორი რუსეთის მხარეს. პარტიის რამდენიმე ლიდერის პოზიცია რისკს უქმნიდა ქვეყნას“, –აღნიშნა მინისტრმა და თანაგუნდელები უკრაინის მიმართ არასათანადო სოლიდარობაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კიდევ 60-მდე დეპუტატმა დატოვა. ისინი დი მაიოს მხარდაჭერას უცხადებენ.

მეტი...

ხარკოვი ისევ დაიბომბა, არის მსხვერპლი

ხარკოვის ოლქის დაბომბვას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული კი 8 წლის ბავშვია. ბავშვის დედა კი დაიჭრა. როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რამდენიმე სოფლის დაბომბვა პარალელურ რეჟიმში მოხდა. არიან დაშავებულებიც.

მეტი...