„ამ აქციის მიზანი რაც არის ვხედავთ, პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკომისიის მოწოდება პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით  ოპოზიციამ პირიქით გაიგო. ამის მაგალითად კი დღევანდელი აქცია დაასახელა.

„ოპოზიციის ნაწილმა პირველი დასკვნა რაც ამ ყველაფრიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ გაეღრმავებინა პოლარიზაცია. გვესმის, ამ აქციის მიზანი რა არის და ამ აქციის ორგანიზატორები ვინ არიან. ამ აქციის ორგანოზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“.  ამ აქციის მიზანი რაც არის ვხედავთ, პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის. განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალყურს ვადევნებთ.

ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს – იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ, აღვივებენ პროცესს“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მსგავსი თემები