ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს 22 ივნისს წარუდგენს

საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს გააკეთა.

მსგავსი თემები