,,ხანდახან დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი”- მამუკა მდინარაძე

,,როდესაც ცდილობენ,  საქართველოს მოსახლეობის,  მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან მართლაც ისტორიულ პროცესში ხომ არ არსებობს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რაღაც მომენტში ქვეყნის ხელისუფლება, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი.

,,როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ პროცესში, მართლაც ისტორიულ პროცესში ხომ არ არსებობს, იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენ ქვეყანას აზიანებ. ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაცა მომენტში”.

მსგავსი თემები