,,ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის არც მოლდოვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი, უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებებია. ,,ჩვენი ევროპელი კოლეგები მე მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში, თქვენ ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, ჩემ პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის არც მოლდოვის, მე მინდა მივულოცო ჩვენ უკრაინელ…

მეტი...

,,ევროკომისიის მოსაზრება არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე”- ჯოზეფ ბორელი

,,საქართველოს ევროპული გზა ახლა იდეალურადაა მონიშნული. მოდით ვიმუშაოთ,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით,  ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ,,ევროკომისიის მოსაზრება არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე. რამდენიმე კვირის წინ არავინ ელოდა ევროკომისიის მოსაზრებებს. ახლა საქართველოს აქვს პროგრამა, რომელიც უნდა შეასრულოს. საქართველო ახლა აქვს განრიგი. საქართველოს ევროპული გზა ახლა იდეალურადაა მონიშნული. მოდით ვიმუშაოთ,

მეტი...

,,უკრაინას რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თმით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, წამახალისებელი ავანსია. „მოლდოვას და უკრაინას აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ევროკომისია ევროკავშირს მიმართავს რეკომენდაციით, რომ მათაც მიენიჭოს პერსპექტივა და ასევე სტატუსი. ანუ, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის, ყველა მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, ,,ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. „მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას-ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. მეგობრებო, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას ვუსურვებ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,ევროპამ საქართველოს კარი გაუღო, ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე  განაცხადა. „17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით პატიმრობა მიესაჯათ

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, – აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. „აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი…

მეტი...

დღეიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის

დღეიდან, საზოგადოებრიც ტრანსპორტში სამედიცინო პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის. პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებში, აფთიაქებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

მეტი...

აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ი., წარსულში ნასამართლევები: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 2001 წელს დაბადებული ნ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ. „ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩატარდა,…

მეტი...

ავსტრალიამ უკრაინას 14 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა

ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიამ უკრაინას 14 ერთეული M133AS4 ჯავშანტრანსპორტიორი (APC) გაუგზავნა. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლსის განცხადებით, ჯავშანტრანსპორტიორები უკრაინაში   გასულ კვირას გაიგზავნა. „ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, რომ უკრაინაში არაპროვოცირებული, უსამართლო და უკანონო შეჭრა შეწყვიტოს“, – აღნიშნა მარლსმა.  

მეტი...

წყალდიდობა ინდოეთსა და ბანგლადეშში – დაიღუპა 59 ადამიანი

მუსონური შტორმების შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში წყალდიდობას, სულ მცირე 59 ადამიანი ემსხვერპლა. გასული კვირის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის დიდი ნაწილი დატბორა. რაც შეეხება ინდოეთს, ხუთდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ასამის შტატში, 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. არსებული ინფორმაციით,მილიონობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

მეტი...

ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსმა ოლიგარქებმა 13 მილიარდი ევრო დაკარგეს

რუსმა ოლიგარქებმა და რუსულმა ორგანიზაციებმა, ევროკავშირის სანქციების შედეგად, დაახლოებით 13 მილიარდი ევრო დაკარგეს. ოლიგარქებებმა წვდომა დაკარგეს 12,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირადღირებულ იახტებზე, ვერტმფრენებზე, ნახატებზე, უძრავ ქონებასა და სხვა აქტივებზე. „რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა თითქმის გაორმაგდა აპრილში 6,7 მილიარდი ევროდან 12,5 მილიარდ ევრომდე“,- განაცხადა ევროკომისიის იუსტიციის სპიკერმა კრისტიან ვიგანდმა. კრისტიან ვიგანდის განცხადებით, გაყინული აქტივების ასეთი მკვეთრი ზრდა, დაკავშირებულია ბოლო კვირების განმავლობაში რუსი ოლიგარქების კუთვნილი მრავალი ობიექტის იდენტიფიცირებასთან.

მეტი...

,,ომის დასრულებამდე შორს ვართ”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსულ მხარეს არტილერიასა და მძიმე ტექნიკაში უპირატესობა აქვს, თუმცა ეს უკრაინელ მეომრებს არ აშინებს. დანილოვის თქმით, ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია. „რუსებს აქვთ უპირატესობა არტილერიაში და მძიმე ტექნიკაში. ეს არ აშინებს ჩვენს მეომრებს. დროდადრო კონტრშეტევას ვახორციელებთ. მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ შორს ვართ დასრულებამდე. მე არ ვეკუთვნი იმ ბანაკს, ვინც დარწმუნებულია რუსული ჯარის სისუსტეში. მათ აქვთ მნიშვნელოვანი რესურსები და აქ მოიტანეს. მათ, რა თქმა უნდა, არ შეუცვლიათ გეგმები მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდების შესახებ. მათ ეს საჯაროდ თქვეს, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნეს“,…

მეტი...

,,უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდეს”- დმიტრო კულება

„თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს არი ომი ჩვენი გადარჩენისთვის“,- ამის შესახებ უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ  განაცხადა. კულებას განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მაშინაც გააგრძელებს, თუ დასავლეთი იარაღის მიწოდებას შეწტყვეტს. ,,უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდეს. რაც მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ჩვენთვის ეს დახმარება. თუ იარაღს მოგვიანებით გამოგვიგზავნიან, ჩვენ მაინც ვიტყვით „გმადლობთ“, მაგრამ მაშინ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება“,- განაცხადა კულებამ.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ავტომობილი 3 ადამიანს დაეჯახა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ სამ ადამიანს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა

ოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა.  არჩევნების ოფიციალური შედეგები საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის პრეზიდენტის საარჩევნო კოალიციამ 245 ადგილი მოიპოვა. მაკრონის კოალიციამ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. რადგან აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 289 ადგილი არის საჭირო.  

მეტი...

„არ გვაქვს ფუფუნება, მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შედარებით იაფიან რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“  

„ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. იზრდება მოხმარება და თუ ამას ადგილობრივი გენერაციის წყაროები არ დავაწიეთ, ასეთ შემთხვევაში, ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო გაიზრდება“ – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. სემეკ-ის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ეტაპზე, რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე უარს ვერ ვამბობთ. „ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, გვეზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე ფონს ვერ გავალთ და მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. იზრდება მოხმარება და თუ ამას ადგილობრივი გენერაციის წყაროები არ დავაწიეთ,…

მეტი...

„საბედისწერო გადაწყვეტილება“ – ზელენსკი ევროკავშირის პასუხის პარალელურად რუსეთის შეტევის ზრდას ელოდება

“ისტორიული კვირა იწყება“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე პასუხთან დაკავშირებით და პარალელურად, რუსული მტრული შეტევის ზრდას ელოდება. როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ეს გადაწყვეტილება საბედისწერო იქნება. „ისტორიული კვირა იწყება. კვირა, როდესაც ევროკავშირის პასუხს მოვისმენთ უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. 1991 წლიდან მოყოლებული, უკრაინისთვის ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილებები ცოტაა, როგორსაც ახლა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება არის მთელი ევროპის ინტერესებში. ბუნებრივია, რომ  რუსეთის მტრული აქტივობის გაზრდას უნდა ველოდოთ“ – აცხადებს ზელენსკი. მისი შეფასებით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც გააქტიურდება. „არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც მოსალოდნელია რუსეთის…

მეტი...