„როგორც კი პირობები შესრულდება, უპირობო კანდიდატობა მოგვენიჭება“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რაც საქართველომ მიიღო, დიდი მიღწევაა. მისი შეფასებით, საქართველოს გარკვეული პირობები აქვს შესასრულებელია, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობაა.

„ევროკომისიამ განაცხადა, რომ ექსტრაორდინალური სიტუაციაა და  იმის გამო, რომ უკრაინა აქტიურად იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლისთვის, ამის დაფასება ხდება. ესეც პირობითი იყო. რა თქმა უნდა, ევროპა საკუთარი მიდგომის ერთგული რჩება, რომ დამსახურების მიხედვით უნდა იყოს კანდიდატობის სტატუსიც და შემდეგ გაწევრიანებაც, რაც რთული პროცესია. რაც შეეხება საქართველოს, საკვირველი მიდგომაა, რამდენად თვითგვემის რეჟიმში ვარდებიან და ჩვენს ოპონენტებს სურთ, რომ ამ მდგომარეობაში ჩვენი საზოგადოება ჩააყენონ. დღეს სწორედ ევროპული პერსპექტივა მივიღეთ და რა თქმა უნდა, ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი, რადგან სხვა ეტაპზე გადავდივართ“ – აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ პირობების შესრულების შემდეგ სტატუსს უპირობოდ მივიღებთ.

„გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინაა. თუ მთავარ წარმატებაზე ვსაუბრობთ, მთავარი წარმატება ჩვენი ევროკავშირში წევრობაა.  პირობები შესასრულებელი ისედაც იქნებოდა, სტატუსი რომც გვქონოდა. როგორც კი, პირობები შესრულდება, უპირობო კანდიდატობას მივიღებთ“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები