,,ცოტა ხანში დაიწყება, დაელოდეთ, “მიშა, მიშა”-ს ძახილი”- ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, აქცია “შინ ევროპისკენ”  “ნაციონალური მოძრაობის” და მათი სატელიტების მიერ არის ორგანიზებული. ზარქუას თქმით, მათი მიზანი ქვეყნის ქაოსში შეყვანაა.

,,ყველას აქვს პროტესტის შესაძლებლობა, კი ბატონო, მათ შორის ზოგი ამბობს რომ ჩვენ ეს პირიქით უნდა ვიზეიმოთო, ზოგი ამბობს პროტესტი გამოვხატოთ, ზოგი ამბობს გადატრიალება და მაიდანი მოვუწყოთ საქართველოს და ქართველ ხალხსო. დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში დაიწყება, დაელოდეთ, “მიშა, მიშა”-ს ძახილი, მიხვდებით რომ ეს არ არის რიგითი ადამიანების დაორგანიზებული. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მათი პარტიული სატელიტების ინიცირებული რაღაცა მოძრაობა, რატომ? – იმისთვის რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და არ გამოუვათ. ეს არის ზუსტად რუსული სცენარი და არ გამოუვათ რუსებს და არც მათ მე-5 კოლონას,” – აცხადებს ზარქუა.

მსგავსი თემები