,,ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი თუ არ აღდგება, რუსეთი ეროვნული ინტერესების დასაცავად იმოქმედებს”- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრულად თუ არ აღდგება, რუსეთი ეროვნული ინტერესების დასაცავად იმოქმედებს.

„უახლოეს ხანში კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით თუ არ აღდგება, მაშინ რუსეთი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, – ნათქვამია რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსნებთ, ლიეტუვის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი. მათ შორის – ქვანახშირის, მეტალების, სამშენებლო მასალის და ახალი ტექნოლოგიების ტრანსპორტირება.

 

მსგავსი თემები