დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება ,,სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის“ მუხლით დაიწყო

სანზონაში, სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.
სახლიდან ამოღებულ ხორცს ექსპერტიზა უტარდება. სახლის მეპატრონის,   ექიმ-თერაპევტის  მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას საცხოვრებელ ბინაში მაცივარი და კანალიზაცია ჰქონდა გაფუჭებული, სადარბაზოში არსებული მძაფრი სუნი კი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცი ამოიღეს. კორპუსის მაცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოსახლეობა, უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. ირკვევა, რომ ადგილზე მისულ პოლიციას, ბინის მეპატრონემ კარი არ გაუღო, რის შემდეგ  სამართალდამცველები სახლში ძალის გამოყენებით შევიდნენ.

მსგავსი თემები