,,აქციას აქვს კონკრეტული, მატერიალური დატვირთვა, ეს არ არის სიმბოლური შეკრება”- რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს დაგეგმილ აქციას კონკრეტული მიზნები აქვს. მისი თქმით, აქციას უნდა მოჰყვეს მომენტალურად ხელისუფლების ნაბიჯები და შარლ მიშელის დოკუმენტთან შეერთება.

„დღევანდელი აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე, 24- ში არსებობს კიდევ შანსი. ამ აქციას უნდა მოჰყვეს მომენტალურად ხელისუფლების ნაბიჯები და პირველ რიგში, ხვალ ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ უერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს და პირველი კონკრეტული ნაბიჯი უნდა აჩვენოს. ეს არის კონსტიტუციის მიღება მეორე მოსმენით. ასევე უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. სიტყვა და საქმე, ორივე შეიძლება განახორციელოს ხელისუფლებამ ამ სამ დღეში. პლუს დღევანდელი გრანდიოზული აქცია იქნება სიგნალი ევროპისთვის. ამ აქციას აქვს კონკრეტული, მატერიალური დატვირთვა, ეს არ არის სიმბოლური შეკრება,“ – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები