,,ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გავხდიდი”- ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გახდიდა. მისი თქმით, რუსულ ფულს ხელს ვერ მოკიდებს.

„რაც უფრო რამეს არ ასაჯაროვებ, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. კითხვა არის იქ, სადაც რაღაც დახურული და დამალულია. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს. მე წინაპრები სულ მატარებლის გამცილებლები მყავდა. არც სოლიკო ვირსალაძე მყავდა წინაპარი და არც ფული დამრჩენია. ერთი ბაბუა ბორჯომის ხეობაში შეშას ჭრიდა და ყიდდა. არც მისგან დამრჩენია რაიმე. სხვას ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ რუსულ ფულს ხელს ვერ მოვკიდებდი, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს. ელენე ხოშტარია არის პოლიტიკოსი და არჩევნებზე ვნახავთ, ხალხმა რა როგორ აღიქვა. ჭკუის დარიგება არ მინდა, მაგრამ რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება, გული გამისკდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები