საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება

საქართველო ელექტროენერგიას არა მხოლოდ ყიდულობს, არამედ, ექსპორტზეც გააქვს, თუმცა, ეს მხოლოდ მაში ხდება, როცა მეტი ნალექი მოდის და ჭარბი ენერგია გროვდება.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად თურქეთსა და აზერბაიჯანში ხდება.

„პანდემიის დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით სწრაფად იზრდება. ადგილობრივი გამომუშავება კი მას ვერ მიჰყვება. 2021 წელს მხოლოდ 15 მგვტ სიმძლავრის 6 მცირე ჰესი შევიდა ექსპლოატაციაში, შესაბამისად, ეს იმაზე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წელს გაზრდილი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ამიტომ, იმპორტზე დამოკიდებულება უფრო გაიზარდა“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ამ მხრივ 2021 წელი გამორჩეული იყო.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სადგურების ძირითადი ნაწილი ჰიდროელეტროსადგურებია და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში მდებარეობს, უხვი ნალექის პირობებში, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როცა ჭარბი ენერგია გროვდება, სწორედ ამ პერიოდში ხდება საქართვლოდან  ელექტროენერგიის გატანა თურქეთსა და სომხეთში. ბოლო პერიოდში, სწორედ ამ ორ ქვეყანაში ახორციელებს საქართველო ენერგოენერგიის ექსპორტს. 2021 წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო. გასულ წელთან შედარებით 2,5-ჯერ მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, ვინაიდან უკეთესი ჰიდროლოგია იყო ქვეყანაში. ერთი მხრივ, უფრო მეტი ნალექი მოვიდა, მეორე მხრივ კი შეკეთდა ენგურჰესი, მისი გვირაბი და 30%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ამ ყველაფერმა კი მოგვცა მეტი ენერგიის გატანის შესაძლებლობა“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები