„დღეს აქციაზე უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ ევროპა მოვიყვანოთ საქართველოში”- გიორგი ვაშაძე

„დღეს აქციაზე უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ ევროპა მოვიყვანოთ საქართველოში და მთელ მსოფლიოს, საქართველოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არასდროს ასცდება ევროპული განვითარების გზას. ჩვენ ევროპა საქართველოსთვის გვჭირდება, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი წინაპრების წინაშე მართლები რომ ვიყოთ,”- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაციის დასრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ ეკისრება.

„პოლარიზაციის დასრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე როგორ უნდა იყოს და როგორ ეკისრება ოპოზიციას მთავარი პასუხისმგებლობა?! ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტი შესთავაზა, ასევე გაფართოებული საბჭოს სხდომა. პარლამენტში რომ იყო მობრძანებული ოლიგარქის მსახური ღარიბაშვილი, 7-პუნქტიანი გეგმა ხელში გადავეცით და ამის საპასუხოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები მივიღეთ, მათ შორის დღეს. რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ დავასრულებთ პოლარიზებას, 24 ივნისს დაელოდეთ, დეტალურად გეტყვით, როგორ ვაპირებთ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები