„რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას“ – პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სულ რამდენიმე წუთის უკან, უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო ვიდეო მიმართვა გაავრცელა. „ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებები. ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ერთი წუთის წინ საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. არავითარი პანიკა. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ…

მეტი...

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს მართავენ

„თეთრი სახლის“ ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაწყებული სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ამ წუთებში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები სატელეფონო კომუნიკაციას მართავენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესია რუსეთმა უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს და მთელ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინამ საჰაერო სივრცეც დახურა. ამერიკა და მთელი მსოფლიო უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მეტი...

„მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“ – ჯო ბაიდენი

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით აქტიური საომარი მოქმედებების დაწყების გამო, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მორიგ გაცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, სიკვდილსა და განადგურებაზე რუსეთია პასუხისმგებელი. „პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ. მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შემდეგ. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართუ;ებით თავდასხმა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მიმდინარეობს.  

მეტი...

საომარი მოქმედებების დაწყების გამო უკრაინამ საჰაერო სივრცე დახურა

„ავიაოპერატორებს ვახსენებთ, რომ ეს არის აქტიური კონფლიქტის ზონა,“ – აცხადებენ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში უკრაინასთან მიმართებაში. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ცეცხლის გახსნის გამო უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.რუსეთმა უკრაინის მიმართულებით აქტიური საომარი მოქმედებები უკვე დაიწყო. ერთ-ერთი წერტილი ხარკოვია.

მეტი...

„უკრაინაში შეჭრა დაიწყო“ – რუსეთმა ცეცხლი გახსნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. „თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა დაიცავს თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლავე“, – აცხადებს უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება. მისი თქმით ეს არის აგრესორის ომი და უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს. ა„არის დრო, რომ დავიწყოთ მოქმედება ახლავე“ – აცხადებს კულება. პარალელურად, ვრცელდება კადრები უკრაინიდან სადაც ნათლად ჩანს საომარი მოქმედებები. კადრები ვრცელდება ხარკოვიდან, აფეთქებები, დაბომბვა, იწვის სამხედრო ბაზა. ხარკოვის მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.  

მეტი...

რუსეთმა ოკუპირებულ დონბასში სამხედრო ოპერაციები დაიწყო

კრემლის გადაწყვეტილებით  დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე საათის უკან გამოაცხადა. მან ეს ნაბიჯი შექმნილი გარემოებებით ახსნა და საომარ მოქმედებებში უკრაინა დაადანაშაულა. მისი შეფასებით, რუსეთის ინტერესებში უკრაინის ოკუპაცია არ შედის, თუმცა,  მხარს უჭერს უკრაინის ხალხების თვითგამორკვევის უფლებას. „გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, –…

მეტი...

„კიევი და ხარკოვი იბომბება“ – უკრაინის შსს

უკრაინა, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებთ  საგანგაში ინფორმაციას ავრცელებს.  ქვეყნის  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. მისი ინფორმაციით, როგორც  კიევში, ისე ხარკოვში  იბომბება საკონტროლო პუნქტები და საზღვრის გასწვრივ კი საარტილერიო ცეცხლია გახსნილი. ამავდროულად, საერთაშორისო მედია გადმოსცემს ინფრომაციას, რომ კიევში აფეთქებების ხმა ისმის.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა

უკრაინის რადამ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. საგანგებო მდგომარეობა დღეს შუა ღამიდან 30 დღე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო რეჟიმის ამოქმედების ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართა. საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს უფლებამოსილებას დააწესოს “კომენდანტის საათი;” შეზღუდვები ციფრული და რადიო საკომუნიკაციო სერვისების მთელ რიგზეც; სამხედრო რეზერვისტებს ქვეყნის დატოვების უფლება არ ექნებათ. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება კი შექმნილ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.  

მეტი...

აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მწარმოებლები სანქციებში მოაქცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მილსადენის მწარმოებლებს სანქციები დაუწესა. „დღეს მე დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აცხადებს ჯო ბაიდენი. შეგახსენებთ, რომ 10 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი გასული წლის სექტემბერში დასრულდა.

მეტი...

„პატარა ქვეყანა ვართ, ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია“ – ღარიბაშვილი რუსეთის სანქციებზე

„ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ და შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას ჩვენს ეკონომიკაზე. ბუნებრივია, ამას ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან. დღეს სურათი ბოლომდე არ არის…

მეტი...

„ძალიან რთული ვითარებაა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში“ – ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაზე

„სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების  დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მსოფლიოში ცვლის საერთაშორისო წესრიგს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დასავლეთი და ნატო, რაც სერიოზული ტესტია დასავლელი პარტნიორებისთვის. “ნამდვილად, ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი მოძმე ერისადმი, და უკრაინას გამოვუცხადო სოლიდარობა. ბუნებრივია ის, რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების აღიარება დამოუკიდებელ სუბიექტებად აბსოლუტურად მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის…

მეტი...

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავის მხრივ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. „ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს…

მეტი...