აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს მართავენ

„თეთრი სახლის“ ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაწყებული სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ამ წუთებში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები სატელეფონო კომუნიკაციას მართავენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესია რუსეთმა უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს და მთელ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინამ საჰაერო სივრცეც დახურა.

ამერიკა და მთელი მსოფლიო უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მსგავსი თემები