„ჩვენ არ წა­ვიყ­ვანთ ჩვენს ჯარს ევ­რო­პა­ში სა­ომ­რად“ – ჯო ბაიდენი უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს  

აშშ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მედიასთან შეხვედრაზე გაიმეორა, რომ ამერიკური ჯარები რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთვებიან. „ჩვე­ნი ძა­ლე­ბი არ ჩა­ერ­თვე­ბი­ან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, რო­მე­ლიც რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ არ წა­ვიყ­ვანთ ჩვენს ჯარს ევ­რო­პა­ში სა­ომ­რად, მაგ­რამ გან­ვა­თავ­სებთ ევ­რო­პულ სა­ზღვრებ­ში ჩვენს ძა­ლებს და ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი თავ­დაც­ვის­თვის აშშ-ს მხრი­დან. ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში. აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს ამერიკული ძალის სრული შემადგენლობით“, – განაცხადა პრეზიენტმა. მისივე თქმით, უკრაინას სხვა ყველანაირად დაეხმარებიან და რუსეთი აგრესიისთვის სათანადო საზღაურს მიიღებს.…

მეტი...

„თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, აგრესია სხვა ქვეყნებზეც გაგრძელდება“ – ჯო ბაიდენი

ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ჟურნალისტებს ხვდება და კითხვებს პასუხობს. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თუ  რუსეთი არ შეჩერდება ის ცივი ომისკენ წავა. „რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ახალი ცივი ომისკენ. დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთს ამ ეტაპზე არ შევაჩერებთ,  მისი გეგმები კიდევ უფრო გაღრმავდება. თუ არ დავაწესებთ რადიკალურ სანქციებს, მისი აგრესია სხვა ქვეყნებზეც გაგრძელდება“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, ის პუტინთან საუბარს არ აპირებს. „საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით“ – ჯო ბაიდენმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა  

მეტი...

„საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით“ – ჯო ბაიდენმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და ის სანქციები დაასახელა, რასაც რუსეთი მსოფლიოსგან მიიღებს. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, სანქციები ძირითადად ეკონომიკური მიმართულების იქნება, რაც რუსეთს სერიოზულად დააზიანებს და მან უნდა იწვნიოს საკუთარი აგრესიული მოქმედებების შედეგი. ჯო ბაიდენის პრესკონფერენცია თეთრ სახლში ამ წუთებშიც გრძელდება „ეს არის წინასწარ დადგმული შეტევა, რომელიც რამდენიმე თვე იგეგმებოდა. საავადმყოფოები სავსეა დაჭრილი ადამიანებით. რუსეთმა უარი თქვა ყველა დიპლომატიურ მცდელობაზე, რომელიც წამოვიდა ამერიკიდან. უკრაინა იქცა რუსეთის კიბერთავდასხმების სამიზნედ და რუსეთმა გაავრცელა არაერთი განცხადება, რო, უკრაინამ ჩაიდინა გენოციდი, ცდილობდნენ, შეექმნათ დამატებითი რესპუბლიკა უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს…

მეტი...

ბრიტანეთში რუსეთის ბანკის ყველა აქტივი იყინება

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა.  დიდი ბრიტანეთი რუსეთის  ყველა მთავარ ბანკს აქტივებს უყინავს. გარდა ამისა, ისინი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდანაც გაითიშებიან. სანქციებში მოექცა „ვი-თი-ბი ბანკი“. აღნიშნული განცხადება ბორის ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა/ მისი განცხადებით, მსხვილ რუსულ კომპანიებს და სახელმწიფოს ბრიტანეთის ბაზრიდან ფულის მოპოვება სრულად აეკრძალება. ბრიტანეთში იკრძალება რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტიც.“ ანალოგიური სანქციები უწესდება ბელარუსსაც.  

მეტი...

რუსეთის ჯარებმა ჩერნობილი აიღეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა  ჩერნობილში შეჭრა მოახერხეს და ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. „მძიმე ბრძოლის შედეგად, ჩვენი კონტროლი ჩერნობილის ობიექტზე დაკარგულია. ყოფილი ატომური სადგურის მდგომარეობისა და ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტის მდგომარეობა უცნობია“ , – განაცხადა პოდოლიაკმა. რუსული ჯარები ჩერნობილში შედიან

მეტი...

პუტინის განცხადებით მსოფლიომ სისტემიდან მათი გაძევების ამოცანა არ უნდა დააყენოს

  ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაზე სამხედრო იერიშის და საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მსოფლიოს სანქციებთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. „რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც თავად ვიმყოფებით“ – აცხადებს ვლადიმირ პუტინი. ის მსოფლიოს ლიდერებს ურჩევს, რომ სისტემიდან გაძევების ამოცანა არ უნდა დადგეს დღის წესრიგში. „ის, რაც ხდება, არის იძულებითი ზომა. უბრალოდ არ დატოვეს სხვაგვარად მოქმედების არანაირი შანსი. უსაფრთხოების სფეროში რისკები შექმნეს ისეთი, რომ სხვა საშუალებებით რეაგირება შეუძლებელი იყო, ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. სიმართლე…

მეტი...

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ კიევში კომენდანტის საათი გამოაცხადა. მისი ცნობით, კომენდანტის საათის ამოქმედდება ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან და 07:00 საათამდე იმოქმედებს. „ეს არის იძულებითი ნაბიჯი, თუმცა სამხედრო აგრესიისა და საომარი მდგომარეობის ამჟამინდელ პირობებში ეს არის აუცილებელი დედაქალაქის მცხოვრებთა უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა კიევის მერმა. კომენდანტის საათის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს, თუმცა მეტროპოლიტენის სადგურები ღია იქნება, რომ იქ მოსახლეობამ ღამე გაათენოს.  

მეტი...

პრეზიდენტი ადასტურებს, რომ იერიში ჩერნობილზეა  

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სპეციალურ განცხადებს ავრცელებს და ადასტურებს, რომ ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. „რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 86 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. შევატყობინე ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის ომის გამოცხადება მთელს ევროპაში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

რუსული ჯარები ჩერნობილში შედიან

უკრაინის შს  მინისტრის მრჩეველი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. „რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ“ – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო. მისი თქმით რომ ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიშ ბირთვულ, რადიოაქტიური ნარჩენების კოლექტორებს იცავენ, ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვიან. თუ ცეცხლი ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს მოხვდება და  დააზიანებს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება მთელი უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორიებზე გავრცელდეს. ჩერნობილის 1986 წლის ტრაგედია მთელ მსოფლიოს კარგად ახსოვს. ჩერნობილის ატომური ელექტორსადგურის ტერიტორია  დაკონსერვებულია.

მეტი...

რუსეთის საელჩო დუბლინში და რუსი ტყვეები უკრაინაში

ერთ ფოტოზე ჩანს, როგორ გადაღებეს ადგილობრივებმა  დუბლინში მდებარე რუსეთის საელჩო წითელი საღებავებით. მეორე ფოტოზე კი რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა საკუთარ ტერიტორიაზე ტყვედ აიყვანეს. არის მზაობა და მოლოდინი, რომ კრემლი აგრესიას გააგრძელებს და ის უკრაინის დედაქალაქში, კიევში შესაჭრელად ემზადება.

მეტი...

ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია

უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. უშიშროების საბჭოს წევრები თეთრ სახლში იმყოფებიან. საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.  

მეტი...

რუსული ჭურვი საავადმყოფოსთან ჩავარდა, არის მსხვერპლი

კიდევ 4 დაღუპული და 10 დაშავებულია – ასეთია რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე ნასროლი ჭურვის შედეგი. ჭურვი დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ექიმი.  

მეტი...

უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

უკრაინაში საომარი მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. მსხვერპლთა რაოდენობაც იზრდება. ობუხოვის რაიონის სოფლების – ჟუკოვცსა და ტრიპილიას შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავიც ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.  ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენების მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

უკრაინის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის თავდასხმა სამთავრობო კვარტალზეც მოხდეს. კერძოდ ქალაქის ცენტრში, სადაც სამთავრობო დაწესებულებების განთავსებული. უკრაინის ცენტრში სამხედრო მანქანებიც გამოჩდნენ, რომლებიც სამთავრობო კვარტლის მიმართულებით გადაადგილდებიან. „შესაძლებელია, წერტილოვანი სადესანტო გადასხმები. ახლა მიდის ძლიერი ბრძოლა გოსტომელში. შესაძლებელია სამთავრობო კვარტალში შეღწევის მცდელობა”, – განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა.

მეტი...

უკრაინამ რადენიმე რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა

გავრცელდა ინფორმაცია და რამდენიმე ფოტო იმ ჯარისკაცების, რომელიც უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე ტყვედ აიყვანა. უკრაინის შეირაღებული ძალების მეთაურის ინფორმაციით, ჩერნიგოვის მიმართულებაზე რუსეთის არმიის წინსვლა შეჩერებულია, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე კი მოწინააღმდეგის ოთხი ტანკია აფეთქებული. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, განადგურებულია რუსული არმიის ექვსი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა.  

მეტი...

„ვართ ერთიანნი ერთმანეთის დასაცავად“ – ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს დამატებით ძალებს აგზავნის

ნატოს გენერალურმა მდივანმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს გაგზავნის. „ვგმობთ რუსეთის შემაშფოთებელ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია. ჩვენი ფიქრები გარდაცვლილებთან, დაშავებულებთან და უკრაინის მოსახლეობასთანაა. ჩვენ, ასევე, ვგმობთ ბელარუსის ქმედებას ამ თავდასხმის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათი ლეგიტიმური, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით. ჩვენ ყოველთვის სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიული წყლების ჩათვლით. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და მისი შემოგარენიდან,…

მეტი...

ბელგია ევროკავშირს მიმართავს რუსეთის მოქალაქეებს ვიზა შეუჩეროს

მსოფლიო აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ-ახალ პაკეტს აამოქმედებს. ამჯერად, მორიგი ინიციატივით ბელგია გამოვიდა. ქვეყნის მიგრაციის მინისტრი აცხადებს, რომ რუსები ბელგიაში სასურველი სტუმრები არ არიან. „რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა ტაბუ არ უნდა იყოს“, – აცხადებს მინისტრი და ევროკავშირს მიმართავს, რუსეთის მოქალქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩეროს.  

მეტი...

დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი

უკრაინაში მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. სამხედრო პირების გარდა, გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მხარეს დაღუპულია 40-ზე მეტი  სამხედრო პირი და 10 სამოქალაქო. არიან დაჭრილები და დაშავებულები. პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაცილებით რთული ვითარებაა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის.  

მეტი...

ევროპა უკრაინას იარაღს და საბრძოლო მასალას არ მოაკლებს – მორიგი სანქცია რუსეთს

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, კერძოდ, კიევში მყოფი  სამი ქვეყნის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას საბრძოლო მასალის პრობლემა არ ექნება, თუმცა, პარალელურად, მორიგი სანქციის ამოქმედების ინიციატივით გამოდის. „მხარს გიჭერთ თქვენ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აგრესორმა მაქსიმალური ფასი გადაიხადოს. “სლავა უკრაინა. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიის ეს აქტი მიუღებელია, ეს არის საერთაშორისო სამართლის, ყველა საერთაშორისო ნორმის აშკარა დარღვევა და დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ყველა ჩვენგანმა, მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში, უნდა დავგმოთ…

მეტი...

უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ხერსონის ოლქში სამი უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. მთლიანობაში კი, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილით დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულია 40-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

მეტი...

უკრაინის ელჩი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

18:00 საათზე, უკრაინის ელჩი საქართველოში  უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, მედიისთვის  საგანგებო განცხადებას გააკეთებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საელჩოდან აცნობეს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და ადგილზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.  

მეტი...

„მიშა, ახლა მისი დრო არაა“ – გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. მისი თქმით, ახლა ყურადღების საკუთარ თავზე გადატანის დრო არაა. „მიშა, შეწყვიტე შიმშილობა, ახლა ამის დრო არაა. როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არც მორალურად და არც პოლიტიკურად არ არის სწორი“ – აცხადებს ნოდია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრება. მან უკრაინულ და ინგლისურ ენებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სამკურნალოდ გაუშვან უკრაინაში და როგოც კი კარგად გახდება, უკან დაბრუნდება.  

მეტი...

უკრაინა ყველას მობილიზებას ახდენს, ვისაც იარაღის ხმარება შეუძლია

დილიდან, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინას სამხედრო შეიარაღებით შეუტია და ცეცხლი გახსნა, უკრაინის პრეზიდენტმა სრული მობილიზება გამოაცხადა. ყველა რეზერვისტი გამოძახებულია, არა მხოლოდ რეზერვისტებს, არამედ უკრაინაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც იარაღთან შეხება ჰქონია და მისი გამოყენება შეუძლია, ყველა გამოძახებულია უკრაინის დასაცავად და მშვიდობის დასამყარებლად. პარალელურად, მეტროს ჩასასვლელებში სპეციალურ პაკეტებს არიგებენ, რომელიც მოსახლეობას თან უნდა ჰქონდეს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს საუბარია კვებისა და აუცილებელია მოხმარების საგნებზე, რომელიც 3 დღიანი მარაგია. უკრაინის პრეზიდენტი აქტიურ კომუნიკაციაშია საკუთარ მოქალაქეებთან და მათთვის ვიდეომიმართვას დღეში რამდენჯერმე ავრცელებს.

მეტი...

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სემეკსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის, მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურეობის გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით,  თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ. შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა  და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში –  როგორც  მაუწყებლობასა და  ელექტრონულ კომუნიკაციებში, ასევე  ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში. კომუნიკაციების კომისიის, სემეკისა და სატელეკომუნიკაციო  კომპანიების თანამშრომლობის შედეგად უკვე შეიქმნა სოციალური პროექტი – *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებისთვის კომუნალური მომსახურებების…

მეტი...

„პუტინი – თანამედროვე ჰიტლერი“ – პეტრო პოროშენკო

უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთის პრეზიდენტს „თანამედროვე ჰიტლერს“ უწოდებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო. როგორც მან მედიასთან განაცხადა, უკრაინა, მსოფლიოს დახმარებით ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ თავდასხმას გაუძლოს და არ დაეცეს.  

მეტი...

“ვინც წავა, მოღალატეა” – რადას თავმჯდომარე

უმაღლესი რადას თავმჯდომარე უკრაინას გამაგრების, გამძლეობის, მოთმინებისა და ბრძოლისთვის მოუწოდებს და თანამდებობის პირების მისამართით აცხადებს, რომ ვინც ქვეყანას დატოვებს, ეს ღალატია. „სახალხო დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან. გთხოვთ, ყველა სახალხო დეპუტატი კიევში დარჩეს. ვინც წავა, ის მოღალატეა”, – აცხადებს უკრაინის რადას თავმჯდომარე.

მეტი...

პატრიარქი უკრაინაში საომარ მოქმედებებს ეხმიანება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით მოკლედ ბრძანებს. „საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა!“ – ბრძანებს  პატრიარქი.  

მეტი...

უკრაინაში დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის მიმართულებით რუსეთის სამხედრო აგრესიას აქვს მსხვერპლი. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი. პარალელურად, უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია და რუსეთის ტექნიკა და 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა.  

მეტი...

ბრიტანეთმა უკრაინას დაუდასტურა, რომ ყველა ვითარებაში გვერდით დაუდგება

რუსეთის მხრიდან ცეცხლში გახვეულ უკრაინას მსოფლიო სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამერიკის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გამართული სატალეფონო საუბრის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონიც ესაუბრა. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, „დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა აგრესიული კამპანია წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ შეტევას უნდა გაუძლოს.  

მეტი...

უკრაინა რუსეთს სთხოვს, ბოსფორი და დარდანელი დაკეტოს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს. ზელენსკი ითხოვს, თურქეთმა რუსეთისთვის ბოსფორის და დარდანელის სრუტეები ჩაკეტოს. თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო ოპერაციების და საომარი მოქმედებების გამო, უშიშროების საბჭო მოიწვია. დააკმაყოფილებს თუ არა ერდოღანი ზელენსკის თხოვნას, საბჭოს შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება.  

მეტი...

რუსებმა გოროდიშჩე და მელოვოიე აიღეს  

საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაში ოკუპირებული  ლუგანსკის ორი სოფელი დაიკავეს. საუბარია  გოროდიშჩესა და მელოვოიეზე. მათ ლუცკში სატელევიზიო ანძაც ააფეთქეს. იმ ტერიტორიებზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რუსეთი კომუნიკაციებს ახშობს, როს გამოც სამხედრო პირებს კავშირის დამყარება უჭირთ. ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის უწყება ადასტურებს.

მეტი...

უკრაინამ რამდენიმე რუსული საჰაერო ხომალდი ჩამოაგდო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს. პარალელურად, რუსეთის თავდაცვაც ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს. ასევე მწყობრიდან არის გამოყვანილი ავიაბაზების სამხედრო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო, თურქეთის პრეზიდენტმა სასწრაფოდ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, შეგახსენებთ, რომ დრეს დილით უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებოდ მიმართა თურქეთს და დახმარება სთხოვა. უშიშროების საბჭოზე სწორედ აღნიშნული საკითხი განიხილება, კერძოდ, თურქეთის დახმარების სკითხი უკრაინის მიმართ. თურქეთმა უკრაინას მხარდაჭერა რამდენიმე დღის უკან დაუდასტურა.

მეტი...

ელოდებიან კიევზე თავდასხმას

რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს ბომბავს. სამხედრო იერიში მიტანილია  კიევზე, ხარკოვზე, კრამატორსკზე, დნეპრზე, ოდესაზე, მარიუპოლისსა და ზაპოროჟიეზე. ჩართულია „სირენაც“ რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს როგორ მოიქცნენ. უკრაინას რუსული ძალები არა მხოლოდ ჰაერიდან, არამედ ხმელეთიდანაც უტევენ. უკრაინის საზღვარზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან. ასევე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ოდესის მხრიდან. უკრაინაში რუსული ჯარები ბელორუსიის საზღვრიდან აქტიურად შედიან. ელოდებიან თავდასხმას კიევზეც.  

მეტი...

უკრაინაში განგაში გამოცხადდა

კიევში უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა დაიწყოს, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი სამხედრო იერიშის საპასუხო ქმედებებზე უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კიევში „სირენები“ უკვე ჩაირთო, რომელიც მოსახლეობას საშიშროებაზე აფრთხილებს. უკრაინის საგანგებო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს რომ შესაძლოა საჰაერო თავდასხმა დაიწყოს და ურჩევენ, მიწისქვეშა გადასასვლელებს შეაფარონ თავი. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებაა გამოცხადებული. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის მიმართულებით  არა მხოლოდ ავიაციით, არამედ ხმელეთითაც აქტიურად გადაადგილდებიან.

მეტი...

რაზე შეთანხმდნენ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები?!

„თეთრი სახლი“ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის შემზარავი აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. ხვალ მე შევხვდები „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას,“- აცხადებს ჯო ბაიდენი. პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო კონსულტაციების შესახებ განცხადებას ჯორი ჯონსონიც ადასტურებს. მისი თქმით, ბრიტანეთის მორიგი გადაწყვეტილებები უფრო…

მეტი...