„მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“ – ჯო ბაიდენი

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით აქტიური საომარი მოქმედებების დაწყების გამო, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მორიგ გაცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, სიკვდილსა და განადგურებაზე რუსეთია პასუხისმგებელი.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ. მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შემდეგ.

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართუ;ებით თავდასხმა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები