საფრანგეთი და რუსეთი შეთანხმდნენ

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე იმუშავებს. ელისეს სასახლის ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრის ერთადერთი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღება იქნება. „ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ საჭიროა პრიორიტეტი მიენიჭოს არსებული კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას და ყველაფერი გააკეთონ მის მისაღწევად“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში. სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები იგულისხმება.

მეტი...

“ევროკავშირი ყოველმხრივ უჭერს უკრაინას მხარს”, – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან დიალოგისკენ ისწრაფვის, მაგრამ არ შეუძლია დაუსრულებლად შესთავაზოს ეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არ სურს პოზიციების დაახლოება. “ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გავუწოდოთ ზეთისხილის რტო, როდესაც რუსეთი ატარებს სარაკეტო ცდებს და ახდენს ჯარების მობილიზებას.  ევროკავშირი ყოველმხრივ უჭერს უკრაინას მხარს – მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას. რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა. კრემლი აქ შეცდა. ჩვენ, ევროპელები, სრულად ვარ შეკრულები და ერთად ვდგავართ ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა შარლ…

მეტი...

“ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის ძალიან მკაფიო”, – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით,  საქართველოს ხელისუფლების წურვილია უკრაინაში ომის არდაშვება, თუმცა ტენდენცია ძალიან ცუდია. “საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მკაფიო. სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის, პირველ რიგში, უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხაროდ და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების…

მეტი...

რუსეთი და ბელარუსი უკრაინის მახლობლად სამხედრო წვრთნების ვადებს ზრდიან

Reuters-ის ინფორმაციით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი ათდღიან წვრთნებს, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო ახანგრძლივებენ. გადაწყვეტილება რუსეთისა და ბელარუსის გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდისა და აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო მიიღეს. ნატოს იფნფორამციით, რუსეთს ბელარუსში 30 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს და შეუძლია გამოიყენოს ისინი, როგორც დამატებითი ძალა, უკრაინაზე თავდასხმისას.

მეტი...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეუზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპანის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს ახორციელებს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 20 თებერვალს 15:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით”, – აღნიშნულია განცხადებაში.    

მეტი...

“ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება”, – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონფერენციის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. “ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა მიუნხენში, უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, სადაც პირადად კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევით ვიმყოფებოდი. შეხვედრები გავმართე, როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე…

მეტი...

დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბუკინგემის სასახლე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა. “ის მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას და დაიცავს ყველა შესაბამის მითითებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

“რუსეთი ისტორიაში თავს პირველი არავის არასდროს დასხმია”, – პუტინის პრესმდივანი

რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თავს პირველი არავის არასდროს ესხმის და უკვე იმდენი კონფლიქტი გადაიტანა ქვეყანამ, რომ მათ სიტყვა ომის ხსენებაც კი აღარ სურთ. “რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, პირველი არავის თავს არ დასხმია და რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა, რომელსაც სურს ომის წამოწყება. რა აზრი აქვს რუსეთისთვის, ვინმეს თავს დაესხას? მოგიწოდებთ, გაიხსენოთ ისტორია. თუმცა, ასე ვთქვათ, მათთან, დასავლეთში, როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდით, ისტორიაში არც თუ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ შევახსენებთ, რომ რუსეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს არავის…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილენი ციხესთან ავტოკოლონით მივიდნენ. ადგილზე დიდი დროშით მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს მხარდასაჭერი შეძახილებით მიმართავენ. ადგილზე, აქციის წევრებთან და შეკრებილ საზოგადოებასან ერთად პარტიის თავჯდომარე ნიკა მელიაც იმყოფება.

მეტი...

“წინასწარ სანქციების მომზადებული პაკეტი არ გამოცხადდება”, – შარლ მიშელი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მზად არიან, ვითარების ნებისმიერი განვითარებისთვის უკრაინის გარშემო, მაგრამ კვლავაც იმედს ამყარებენ დიპლომატიაზე. “გვინდა და ვართ კიდეც ყველა მოსალოდნელი სცენარისათვის. ჩვენი მთავარი მიზანი მოვლენების დიპლომატიურად მოგვარებაა, თუნდაც ამის შანსი მეტად მცირე იყოს. ჩვენ რეაგირება გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. წინასწარ კი, სანქციების მომზადებული პაკეტი არ გამოცხადდება”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი...

“მიუხენში პრემიერ სახელმწიფოს მეთაურებთან ჰქონდა შეხვედრები, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს”, – თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა, რომ პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ” პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართველოს გააჩნია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად მაქსიმალურად იქნება გამოყენებული”, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო. “მთავარი საკითხი, ძირითადად, რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული…

მეტი...

“რუსეთი განახორციელებს სრულმასშტაბიან თავდასხმას უკრაინაზე”, – იენს სტოლტენბერგი

“ნატო ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, განახორციელოს სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია ARD-ის ეთერში. მისი თქმით, რუსული ჯარი უკრაინის საზღვრიდან არ გადის, როგორც ამას თავად რუსეთი ამბობს, არამედ, პირიქით, მისი ახალი ძალები ემატება. გენ.მდივანმა განაცხადა, რომ ნატო ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება თავდასხმის საბაბის შესაქმნელად. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ალიანსი კვლავინდებურად ემხრობა საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას.

მეტი...

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების დასტაბილურებისთვის ყველა ღონეს იხმარს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზად არის კვლავაც მიმართოს საკუთარი ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების დეესკალაციას მიაღწიოს. “რესპუბლიკის პრეზიდენტი წავა ნებისმიერ რისკზე იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა ევროპაში. თუკი ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება ახალი საზღვარგარეთული ვიზიტი, ის ამ ვიზიტს განახორციელებს”, – განაცხადეს პრეზიდენტის კანცელარიაში. შაბათს ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართა, დღეს კი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინტან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

მეტი...

“ჩვენი მიუხენის კონფერენციაზე ყოფნა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი”, – დავით ზალკალიანი

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ასევე ეკონომიკური მიმართულებით. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოოვანი ბერკეტი, იმისათვის, რომ ის გარე საფრთხეები იყოს  მინიმუმამდე დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია და მიმზიდველობა წარმოვაჩინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მეტი...

Lufthansa კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, Lufthansa კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ეკიპაჟმა შესაძლო საომარი სცენარი განვითარების გამო უკრაინაში გაფრენაზე უარი განაცხადა. თვითმფრინავი პარასკევს დილით ფრანკფურტიდან უკრაინაში არ ჩაფრენილა. ავიარეისი მიემართებოდა ლვოვში, სადაც ბოლო დღეებში უსაფრთხოების მიზეზებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და ნატო-მ პერსონალი კიევიდან სამუშაოდ გადაიყვანეს. “რეისი LH 1538 დილის 9:00 საათზე უნდა აფრენილიყო, ბორტზე 38 მგზავრით, მაგრამ ეს არ მოხდა. ლვოვში ჩასვლის შემდეგ, თვითმფრინავს შუადღისას 62 ადამიანი უნდა დაებრუნებინა გერმანიაში”,-წერს მედია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში ალექსეი მაკეევმა Twitter-ზე დაწერა, რომ…

მეტი...

“პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს”, – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

The Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, მას სჯერა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრით არ შეჩერდება. მისი აზრით, პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს. “ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის. აშკარაა, რომ რუსეთს დიპლომატია არ აინტერესებს. პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენაც გაიწევს, ასევე სერბეთსა და ალბანეთსაც შეუტევს”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.  

მეტი...

“თუნდაც ერთმა დაბომბვამ შეიძლება სრულმასშტაბიანი ომი გამოიწყვიოს რუსეთთან”, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, თუნდაც ერთმა დაბომბვამ ან საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. მისი თქმით, ყირიმსა და დონბასში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 30 000-დან 35 000-მდე რუსი ჯარისკაცია. “პროვოკაციები მართლაც ძალიან საშიშია, თუ ამდენი ჯარი იქნება. ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს ომი. “ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა – მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

თბილისში ახალი მოძალადე ჯგუფები გამოჩნდნენ

თბილისში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების, ორიენტაციის და მრწამსის ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. თავდასხმები ძირითადად ღია სივრცეში ხალხის თანდასწრებით ხდება. დაჯგუფებებში არასრულწლოვნებიც არიან. მოძალადეები ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს მობილური ტელეფონით იღებენ და სოციალურ ქსელში  ავრცელებენ. შემთხვევები ძირითადად დედაენის ბაღში ხდება. მოძალადეების მსხვერპლები, როგორც წესი, მომხდარის შეასხებ არ საუბრობენ, თუმცა ბოლო ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მსხვერპლმა არასრულწლვანმა მომხდარის შესახებ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, კერძოდ, “თბილისი პრაიდს” აცნობა.

მეტი...

გორში სტალინის ქანდაკება წითლად შეღებეს

გორის რაიონში, სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი სისხლისფრად შეღებეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ჩვენ არ დავუშვებთ რუსი დიქტატორის ძეგლის დადგმას, მითუმეტეს ქალაქში, სადაც რუსული ბომბები ცვიოდა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს,”- წერია ინფორმაციაში.

მეტი...

სოფელ მერეთის მიმდებარედ საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა ბოძები დაამონტაჟეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მერეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივებმა სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლების გადაადგილება დააფიქსირეს. მერეთელების განცხადებით, ტერიტორიაზე, სადაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟისთვის განკუთვნილი ახალი ბოძებია განთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციითვე, უკვე დამონტაჟებული ბოძების გარდა, ოკუპირებული ტერიტორიის აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა მასალებიც არის მიტანილი, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სამუშაოების გაგრძელებას გეგმავენ.

მეტი...

ბრაზილიაში წყალდიდობას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, 200-მდე ადამიანი დაკარგულია

BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველების თქმით, ცოცხალი ადამიანების პოვნის იმედი ცოტაა. ოფიციალური პირებიც ცნობით, დაიღუპა 146 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 27 ბავშვი და მოზარდი, ხოლო 191 დაკარგულად ითვლება. სკოლებში და თავშესაფრებში 900-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. “შეუძლებელია აქ მძიმე ტექნიკის შემოტანა, ასე რომ, ჩვენ ძირითადად ჭიანჭველებივით უნდა ვიმუშაოთ, ნელ-ნელა წავიდეთ წინ”. – განუცხადა AFP-ს რობერტო ამარალმა, ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის სპეციალური სამაშველო ჯგუფის კოორდინატორმა.

მეტი...

“რუსეთი გეგმავს ყველაზე დიდ ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ. ჯონსონის ინფორმაციით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული. ჯონსონის შეფასებით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით.  

მეტი...

19 თებერვალს რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნა, დაღუპულია 2 ჯარისკაცი

უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 19 თებერვლის დღის განმავლობაში დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნეს, მიმდინარე დღის დასაწყისიდან ცეცხლის შეწყვეტის 8 დარღვევა დაფიქსირდა. “19 თებერვალს, დაფიქსირდა 136 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ, მათგან 116 იყო მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით”, – აცხადებენ უწყებაში. დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. ოთხმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. საბრძოლო დაზიანება მიიღო ერთმა ჯარისკაცმა.

მეტი...

პოლიციამ დიდუბეში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს თბილისში, მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.ბ. დააკავეს.…

მეტი...

“მოვუწოდებთ რუსეთს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგსა და დიპლომატიაში”, – ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალების გაყვანით დეესკალაციისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში „ცეცხლის შეწყვეტის კუთხით დარღვევებს. “ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. მოვუწოდებთ რუსეთს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, დიპლომატიაში, აჩვენოს თავშეკავება და დეესკალაცია”, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში. შეგახსენებთ, 18 თებერვალს ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.  

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1254-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 144 477 საიდანაც: 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 627, იმერეთში – 1 038. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 483, აჭარაში – 142, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 39, იმერეთში – 26. 932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 – თბილისში, 168 – აჭარაში. 137 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ…

მეტი...

კორონავირუსს ბოლო 24 საათში 34 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა – 611, იმერეთი – 1 440, ქვემო ქართლი – 511, შიდა ქართლი – 464, გურია – 344, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 661, კახეთი – 723, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 400 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 470 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  28.95%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 548 893. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.7%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534.

მეტი...

ჯო ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს თეთრს სახლში მიიწვევს

CNN თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს. ჯო ბაიდენს ეროვნული უსაფრთხოების გუნდი თეთრ სახლში “რეგულარულად” აცნობს უკრაინაში არსებულ ვითარებას. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, შაბათს შუადღისას ბაიდენმა მიიღო ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეხვედრების შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. კვირას კი ბაიდენი ეროვნულ უშიშროების საბჭოს მოიწვევს უკრაინაში განვითარებულ მოვლენების განსახილველად. “პრეზიდენტი ბაიდენი რეგულარულად ეცნობა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. უკრაინის ეროვნულმა უსაფრთოხების გუნდმა დაადასტურა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე შეტევა ნებისმიერ დროს განახორციელოს”, – ნათქვამია ფსაკის წერილობით განცხადებაში.  

მეტი...

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ”, – კირილ პეტკოვი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. კირილ პეტკოვი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. “სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოჯისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – აღნიშნავს კირილ პეტკოვი.

მეტი...

ვლადმიერ ზელინსკი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სურს შეხვედრა. მისი თქმით, სურს გაიგოს ზუსტად რა სურს რუსეთის პრეზიდენტს. “მე არ ვიცი რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ მას შეხვედრას. ახლა აქ ვარ, თუმცა დღეს უკრაინაში ვისაუზმე და უკრაინაში ვივახშმებ. ქვეყანას დიდი ხნით არ ვტოვებ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...