„ახალი წელი რაც დაიწყო სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა“ – შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული

გორში შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის კაცის, კარლო მეგრელიშვილის  სასამართლო პროცესი გაიმართა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და განუმარტა, რომ შვილის მხრიდან სისტემატიური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. „ახალი წელი რაც დაიწყო სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ ვეგდე, ჩემზე დახტებოდა და ხტუნაობდა“- განუცხადა მოსამართლეს ბრალდებულმა. მისი თქმით,  დანაშაულის ჩადენის დღესაც შვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც აფექტურ მდგომარეობაში  მყოფმა დაჭრა შვილი. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 30 იანვარს საღამოს საათებში გორში  მოხდა.  გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნების კანდიდატები დაასახელა

მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა, როგორც  ირაკლი კობახიძემ განცხადება 2 აპრილის არჩევნებში მათი კანდიდატები იქნებიან ირაკლი შატაკიშვილი და რამაზ ჯინჭარაძე. „როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული…

მეტი...

„თელასის“ და „თელმიკოს“ დაახლოებით 700 აბონენტს გადასახადები შეცდომით დაერიცხა

სემეკი „თელასის“ და „თელმიკოს“ ბაზებს შეისწავლის და გაარკვევს, რამდენად სამართლიანია იმ ათასობით მოქალაქის საჩივარი, რომლებიც ზედმეტად დარიცხულ გადასახადზე ჩივიან. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, შეცდომები დაახლოებით 700 აბონენტთან დაკავშირებით გამოვლინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საუბარია დეკემბრისა და იანვრის თვეების გადასახდის დარიცხვაზე, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში დარღვევით, გაზრდილი ტარიფით განხორციელდა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან 100-მდე განცხადება შემოვიდა და შესწავლის პროცესში ვართ, ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი თუნდაც საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ სწორი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამ…

მეტი...

„გამოძიების პროცესში ყველაფერი დადგინდება” – ვიცე მერი ერიის თანამშრომლების დაკავებაზე

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორუფციის გამოვლენის მიზნით,  დედაქალაქის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. „სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები პერიოდულად მეორდება, მაგრამ ჩვენ  – დედაქალაქის მერი, მოადგილეები, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან და ყველა ასეთ ფაქტს მოჰყვება რეაგირება. საჭიროა მეტი ყურადღება და დღეს დედაქალაქის მერმაც ისაუბრა ამ თემაზე. პერიოდულად, ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს და შიდა სამუშაო რეჟიმშიც, სამსახურის უფროსებთან, სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს ამ თემაზე კომუნიკაცია. რაც…

მეტი...

სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასში“ შევა

დღეს, 2 თებერვალს 17:30 სთ-ზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი  კომპანიებში  –  შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასში“  სემეკის შესვლაზე განცხადებას გააკეთებს. კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება  ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს.  

მეტი...

ვირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე გეგმავს, ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილი გააჩინოს  

50 წლამდე ქალი რომელიც შვილს 10 წელი ილოდა, დაორსულდა და ტყუპებს ელოდებოდა, თუმცა კორონავირუსმა დედაც იმსხვერპლა და ტყუპებიც. ნატო ნატო ფხაკაძის მეუღლე გეგმავს, რომ გაყინული კვერცხუჯრედის გამოყენებით მეუღლისგან შვილი გააჩინოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარდაცვლილი ქალის და – ელიკო ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს: “ნატო ფხაკაძე, ფარცხანაყანევის ერთ ლამაზ და მშრომელი ხალხის ოჯახში დაიბადა, ის ძალიან კარგი მოსწავლე და წარჩინებული სტუდენტი იყო, თავისი შრომით, ბიოგრაფიის ფურცელი საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებით შეივსო. დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა სკოლის პედკოლექტივსა თუ მოსწავლეთა შორის. მოგვიანებით შექმნა ოჯახი გოჩა საბანაძესთან, მაგრამ მათ შვილი არ ებოძათ. ნატო რწმენას არ კარგავდა და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ…

მეტი...

რა დაავადებებს ტოვებს ომიკრონი ბავშვებში?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“   

თირკმლის დაზიანება, ღვიძლის დაზიანება, მხედველობისა და ნერვული სისტემის პრობლემები –  ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რასაც „ომიკრონი“ ბავშვებში ტოვებ. უფრო კონკრეტულად, როგორ აზიანებს ახალი ვირუსი ბავშვებს,  თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძე, „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. ივანე ჩხეიძის განცხადებით, შეიძლება  ბავშვს ჰქონდეს კოვიდის სრულიად მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ შემდეგ დატოვოს ძალიან სერიოზული გართულება. „ომიკრონისა და კორონავირუსის გართულებები ბავშვებში ძალიან ბევრია. ის ქრონიკული ხანგრძლივი კოვიდი, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ეხება უამრავი სისტემის დაზიანებას. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემიდან დაწყებული პანკრეასით დამთავრებული. ასე, რომ  კორონავირუსის გადატანის შემდეგ, თირკმლის დაზიანება, ღვიძლის…

მეტი...

„ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ციხის ადმინისტრატორის გარდა” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ გზავნილს ავრცელებს. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, ის ციხეში 2004-2012 წლების რეიტინგების გამოა გამოკეტილი და ამ ციხიდან გაქცევა ყველას უნდა. „საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალეობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში. ჩვენ ახლაც მაღლა ვართ რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის. 2004-2012 წლების რეიტინგების გამო მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი…

მეტი...

„ომიკრონი“ უკვე დომინანტია – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების თითქმის 99% „ომიკრონის“ შტამია“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ივანე ჩხაიძემ გააკეთა და აღნიშნა რომ ამ ეტაპზე ვირუსის აღმავალ ფაზაში ვიმყოფებით. „საქართველო ინფიცირების მაქსიმუმს 7-10 დღის განმავლობაში მიაღწევს, ამის შემდეგ კი შემთხვევების კლება დაიწყება. ძალიან ხანმოკლეა ომიკრონით გამოწვეული მთლიანი ტალღა – აღმავალი მრუდი პიკი და შემდეგ შემცირება, ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველი 10 დღე ან კვირა იქნება გამონაკლისი და იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“ – განაცხადა იმავე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

ქრთამის აღებაზე მერიის 4 თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე  “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავა. “მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს“ – აცხადებენ უწყებაში. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი…

მეტი...

„კორონავირუსით თვეში 3-4000 ბავშვი ინფიცირდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში გაზრდილია. როგორც ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, 100 ინფიცირებულიდან 15 ბავშვია. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯამური სტატისტიკით, ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს. ყველა 100 ინფიცირებულიდან 15 ბავშვია. სავსებით შესაძლებელია, რომ „ომიკრონის“ ფონზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. 10 000 ინფიცირებული ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველდღე 1500 ბავშვი არის კორონავირუსით ინფიცირებული. როცა ჩვენ ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

„მწვანე პასპორტების გაუქმებით ინფიცირება მოიმატებს, ვაქცინაცია შემცირდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მწვანე პასპორტების“ გაუქმებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მხრივ დიდი რისკია. „საქართველო პანდემიის მეექვსე ტალღის აღმავალ ფაზაშია. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ „მწვანე პასპორტის“ მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი. ეს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნაკლები განცდაა. დახურული სივრცე „მწვანე პასპორტის“ აუცილებლობას გულისხმობდა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი უფრო მეტი იქნება. საქართველო ჯერ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ ეტაპზეა“ –…

მეტი...

იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა

„თბილისის მთელ რიგ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, არცერთი ქუჩა დარჩება. „როგორც იცით, ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, თბილისში იყო ადგილები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში, არ დავტოვებთ არც ერთ ქუჩას, არც ერთ უბანს, დასახლებას, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტი არ იმოძრავებს. პირველი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა…

მეტი...

„არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო“ – კახა კალაძე ოპოზიციას პასუხობს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერად აირჩიეს, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და მის აღსაკვეთად მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ღონისძიება გაატარა. „უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. მე არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პრობლემა და 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ ამირჩია დედაქალაქის მერად, ამის აღსაკვეთად დავიწყეთ ბრძოლა“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ 2017 წლიდან, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო. თუმცა ეს საკმარისი არ…

მეტი...

„ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია“ – კახა კალაძე

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება   150 ლარია. თბილისის მერის განცხადებით,  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია.  მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია  მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას  ემსახურება. „გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე  ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც მიზანმიმართული მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. კონკრეტული ტელეარხის  ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და  ეკითხება,  აქვთ თუ არა მათ საშუალება,   ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს…

მეტი...

„ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო“ – კალაძე კორუფციაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ თავის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს მიმართა, რომ თანამშრომლებთან ჰქონდეთ სათანადო კომუნიკაცია, რათა უკანონობა არ დაუშვან. „თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა – დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით – ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული.…

მეტი...

მერია გაფანტული სკლეროზის კვლევებს დააფინანსებს

თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარებს დამატებით კვლევებს დაუფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“ 2020 წლიდან დაიწყო. „2022 წლიდან თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს. დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება. მერიის პროგრამის საშუალებით, შესაძლებელი ხდება, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ,…

მეტი...

ვირუსით 44 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა – 2 190, იმერეთი – 3 689, ქვემო ქართლი – 1 581, შიდა ქართლი – 1 466, გურია – 439, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 623, კახეთი – 1 298, მცხეთა-მთიანეთი – 617, სამცხე-ჯავახეთი – 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 102.

მეტი...

ვირუსით 26 320 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 84 658 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  31.09%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 226 444. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.40% ხოლო 7 დღის მანძილზე – 26.38%.

მეტი...

„მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს, დანებებაც და გამარჯვებაც ნაადრევია“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა. ”მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ეგრეთ წოდებულ „ლოქდაუნს“, მაგრამ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი ხალხი ყველა საშუალების, და არა მხოლოდ ვაქცინების, გამოყენებით,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან გამარჯვების გამოცხადება. „ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს უფრო ფართო გახსნისთვის, ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ ხელახლა…

მეტი...

რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს უკრაინა, საქართველო, მოლდოვა – ბორის ჯონსონი

„უკრაინელი ხალხის თავზე რუსული იარაღი“ – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მას ვერავინ შეარყევს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიზანია, ევროპის უსაფრთხოება დაარღვიოს. „უკრაინელი ხალხის თავზე, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს იარაღით დაშალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა“ – ასე აფასებს უკრაინაში მყოფი ბორის ჯონსონი კრემლის მორიგ აგრესიას. „ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომელის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ვითარება აბსოლუტურად კრიტიკულია”, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.  

მეტი...

„არ გვჭირდება სიტყვები, ჩვენ გავიმარჯვებთ“ – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტისა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური შეხვედრა დიდხანს გაგრძელდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, უკრაინა გაიმარჯვებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბორის ჯონსონთან შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა რუსეთის აგრესია და გასატარებელი ღონისძიებები იყო. ვლადიმერ ზელენსკის შეფასებით, ის სრულად გრძნობს ბრიტანეთის მხარდაჭერას. ​ვლდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება რეალურია ა ამაზე არაერთი ქვეყანა მუშაობს. “ნებისმიერი მოქმედება  ეფექტურია მანამდე და არა შემდეგ…. ჩვენ გავიმარჯვებთ. არ გვჭირდება მხოლოდ სიტყვები. უბრალოდ გადადგით ეს ერთი ნაბიჯი”, –  აცხადებს ზელენსკი.

მეტი...

“პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და  მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა” – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა უკვე შედგა. როგორც  ბორის ჯონსონი აცხადებს, თუ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს უკრაინისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, თუმცა, ვერც რუსეთი გადაურჩება კატასტროფას. “მწარე რეალობის” წინაშე ვდგავართ. 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის საზღვარზე მობილიზება, არის უკრაინის მიმართ მტრობის ყველაზე დიდი დემონსტრირება. უკრაინაში შეჭრა იქნება პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და ასევე რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა“ – აცხადებს ბორის ჯონსონი და კრემლს უკან დახევისკენ მოუწოდებს. მისივე შეფასებით, მსგავსი საომარი მოქმედებების შემთხვევაში, რუსეთს მსოფლიოს მხრიდან უმკაცრესი სანქციები დაუწესდება.  

მეტი...