რუსეთმა ოკუპირებულ დონბასში სამხედრო ოპერაციები დაიწყო

კრემლის გადაწყვეტილებით  დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე საათის უკან გამოაცხადა. მან ეს ნაბიჯი შექმნილი გარემოებებით ახსნა და საომარ მოქმედებებში უკრაინა დაადანაშაულა.

მისი შეფასებით, რუსეთის ინტერესებში უკრაინის ოკუპაცია არ შედის, თუმცა,  მხარს უჭერს უკრაინის ხალხების თვითგამორკვევის უფლებას.

„გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ აფეთქებების ხმა უკრაინის დედაქალაქ კიევშიც ისმის.

მსგავსი თემები