გერმანია დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას კატასტროფას უწოდებს

რუსეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ თუ აღიარება მოხდა, რუსეთი მინსკის შეთანხმებას დაარღვევს. „რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება იქნება, როგორც პოლიტიკური კატასტროფა, აგრეთვე მინსკის შეთანხმებების დარღვევა“ – ეს განცხადება ოლაფ შოლცმა პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

მეტი...

ვლადიმირ პუტინისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა დასრულდა

კრემლში  ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ოფიციალური შეხვედრა დასრულდა. როგორც ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანია რუსეთის პარტნიორია და ქვეყნები ისეთ სფეროებშიც თანამშრომლობენ, როგორიცაა ენერგეტიკა. „რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის, თუმცა ამ შემოთავაზებას ჯერჯერობით კონსტრუქციული პასუხი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა დონბასის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გენოციდში დაადანაშაულა. „ჩვენს ქვეყანაში ხალხის დიდი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს, მხარს უჭერს მათ და იმედოვნებს, რომ იქ სიტუაცია მათთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვლება“ – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

კლუბები 5-6 მარტიდან გაიხსნება  

საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს. ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელითაც სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობა 60% იქნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა. “როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”, – ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მეტი...

პრეზიდენტი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის წინააღმდეგია

საქართველოს პარლამენტის  წევრებისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, დეპუტატებს მანდატი არ უნდა შეწყვეტოდათ. „დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!”,- წერს ზურაბიშვილი. პარლამენტს 4 დეპუტატი გამოაკლდა, მათ მანდატი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს

მეტი...

პარლამენტს 4 დეპუტატი გამოაკლდა, მათ მანდატი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს

ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და კახა ჯუჭავა – ეს ის ყოფილი დეპუტატები არიან, რომლებსაც პარლამენტმა მანდატი შეუწყვიტა. დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: kახაბერ კუჭავა – 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი; ბადრი ჯაფარიძე 77 – მომხრე; 38- წინააღმდეგი; შალვა ნათელაშვილი 79 – მომხრე; 28 – წინააღმდეგი; ელენე ხოშტარია 77 – მომხრე; 9 – წინააღმდეგი; ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. ამავდროულად, ელენე ხოშტარია თავად ითხოვდა მანდატის შეწყვეტას. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.…

მეტი...

ნათელაშვილს მანდატი ისე შეუწყვიტეს, პარლამეტში შესვლაც ვერ მოასწრო

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატი შეუწყვიტეს. ნათელაშვილი 7 თვის განმავლობაში საპარლამენტო სესიებს ერთხელაც არ დასწრებია, რადგანაც მან დეპუტატობაზე უარი განაცხადა. შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღის უკან მიიღო, თუმცა, არ დასცალდა. კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს არასაპატიო მიზეზებით საპარლამენტო სხდომების გაცდენას, ნათელაშვილს მანდატი ისე შეუწყვიტეს, მან სხდომათა დარბაზში შესვლაც ვერ მოასწრო. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, საუბარია გასული სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილ სხდომებზე. შალვა ნათელაშვილმა მან წინა სესიაზე 15 სხდომა გააცდინა, ხოლო 70 სხდომიდან კი არც ერთს დასწრებია. შალვა ნათელაშვილი კოვიდინფიცირებულია. აქედან…

მეტი...

„ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება“ – ბადრი ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტაზე

დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატის შეწყეტასთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი ამ წუთებში იხილავს, საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ გატყდება. „ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. ეს არ შეამცირებს ჩვენს სულისკვეთებას, ვერ დააზიანებს და არ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება, ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამ შემთხვევაში ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები, თუმცა ჩემთვის შინაარსობრივად ეს არაფერს არ ცვლის,…

მეტი...

მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იყო მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და გული ჰქონდა გაჩერებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას გამოკვლევები უტარდება. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ  

მეტი...

„თქვენი ლიდერი რომ ამხილეს რეფორმებისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებაში, მაგაზე პასუხები არ მოგვისმენია“ – თალაკვაძე

„იმეორებენ ბოლშევიკურ სლოგანს, რომ უმრავლესობა გამდიდრდა და ტელევიზიებიდან აქვთ ერთადერთი პროპაგანდა – ბიზნესიდან მოსულ დეპუტატებს მიადგებიან სახლში, მათ მშობლებს ზონდერებივით აწუხებენ და ზეწოლას ახდენენ ოჯახის წევრებზე და მერე ხალხს ეუბნებიან რომ ეს ადამიანები თითქოს პარლამენტში გამდიდრდნენ. ამას აკეთებს ხალხი, რომლსაც ერთი საკუთარი საჯარო მოხელე თუ თანამდებობის პირი არ დაუსჯია და არც ერთი კორუფციული საქმე არ გამოუძიებია, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით,  ყოფილ ხელისუფლებას არ გამოუძიებია საიდან აქვთ დაგროვილი ქონება მათ თანაგუნდელებს არც იმაზე გაუციათ პასუხი, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განკუთვნილი თანხების მითვისებაში…

მეტი...

უკრაინის რადა მიმართვას ავრცელებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტისთვის მიმართვის გაგზავნას. სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუცია ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება. ამასთან, რადას წევრები მიმართავენ გაერო-ს, ევროკომისიას, ეუთო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ასევე, უმაღლესი რადას წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაადასტურონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმონ რუსეთის ქმედებები. დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის…

მეტი...

მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ

ლუბლიანას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი მშენებლობის მაღალი სართულიდან ორი მუშა გადმოვარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, მათთა შეყვანილი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის, პაციენტი კონტაქტურია და ამ წუთებში გადის გამოკვლევებს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომლიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.  

მეტი...

გერმანიის კანცლერი რუსულ “პისიარზე” უარს ამბობს

„ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებული, მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს შეხვედრის ხასიათზე, მის შინაარსზე ან ხანგრძლივობაზე“, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი იმ ფაქტს, რომ ოლაფ შოლცმა პუტინთან შეხვედრამდე  “პისიარ” ტესტი არ გაიკეთა. შეგახსენებთ, 7 თებერვალს, მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის მაგიდასთან გაიმართა, რისი მიზეზიც ემანუელ მაკრონის მიერ რუსული „პისიარ“ ტესტი ჩატარებაზე უარის თქმა გახდა.

მეტი...

“სამინისტროს უწყებებში რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა უახლოეს სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ ყურადღება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა. „პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება, ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო…

მეტი...

„ძლიერი მიწისძვრა არ უნდა იყოს“ – პროფესორი „მედიაცენტ მთავართან“

ბოლო პერიოდში გახშირებულ მიწისძვრასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ძლიერი მიწისძვრა ხდება. „ჯავახეთი აქტიური რეგიონია. მიწისძვრა პერიოდულად აქტიურდება, ხოლო პერიოდულად დაწყნარებულია. იქ ყოველდღიურად უამრავი მიწისძვრა ხდება, რასაც ადამიანები ვერ გრძნობენ და მხოლოდ აპარატი აფიქსირებს. ერთი წლის განმავლობაში სოფელ „სამებასთან“  ასამდე მიწისძვრა მოხდა მაგნიტუდა 3 და ზევით. სუსტი მიწისძვრებიც რომ ჩავთვალოთ უკვე ასობით იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ გააქტიურება მოხდა ამ ზონის, რაც მერე დაგვირგვინდა ამ ძლიერი მიწისძვრით“ – განაცხადა სეისმოლოგმა „მედიცენტრ მთავართან“. მისი შეფასებით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის…

მეტი...

“როცა დავინახავთ, რომ რუსეთს ძალები გაჰყავს მერე დავიჯერებთ” – დიმიტრი კულება

„ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: ნუ დაიჯერებ იმას, რაც გესმის, დაიჯერე ის, რასაც ხედავ. როდესაც დავინახავთ, რომ რუსეთს ძალები გაჰყავს, დავიჯერებთ დეესკალაციას,“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ  ისაუბრა. მან  რუსეთის თავდაცვის უწყებას უპასუხა,  რომლის თანახმადაც, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შეიარაღებულმა ძალებმა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს. კულებას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აღიარებს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა. შეგახსენებთ, რომ მედიის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილს ბაზებზე აბრუნებს.    

მეტი...

საქართველო „ომიკრონის“ ვაქცინას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორც კი „ომიკრონზე“ ადაპტირებული ვაქცინა მზად იქნება, მას საქართველო მიიღებს. „ფაიზერთან“ ახალ ხელშეკრულებაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს. ვაქცინების მოწოდება პირველი კვარტლის ბოლოდან განახლდება. თუმცა, ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინი გვაქვს. როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა, ეს პირობაც გათვალისწინებულია, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

„15 თებერვალი ისტორიაში შევა დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ“ – ზახაროვა ომზე ქილიკობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინაში ომის დაწყების საარაუდო ტარიღთან დაკავშირებით ქილიკობს და სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს. „2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ. შერცხვენილები და განადგურებულები ერთი გასროლის გარეშე” – წერს ზახაროვა. შეგახსენებთ, რომ ზახაროვას პოსტი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის თარიღს ეხებდა, რომელიც სავარაუდოდ 15 თებერვალი უნდა ყოფილიყო. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლი, ჯეიკ სალივანის შეფასებით კი რუსეთი უკრაინაში  ნებისმიერ დროს შეიძლება შეირას, ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია.  

მეტი...

„ღირსების აყრა“ – სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე  სამადაშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას ღირსების აყრად აფასებს და ამბობს, რომ ეს უკანონობა ისტორიას დარჩება „მე, პირადად, საკუთარი ქვეყნის ღირსების არად მიმაჩნია ის, რაც ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით და ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რასაც აპირებთ რომ დღეს გააკეთოთ აქ, ამ დარბაზში და წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი. თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ და დღეს ამ დარბაზში ერთადერთ რამეს უნდა უპასუხოთ – მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წაართმევთ მანდატს…

მეტი...

“კვირის განმავლობაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, “ომიკრონის” ტალღის პიკს მიმდინარე კვირის განმავლობაში გადავალთ და დაიწყება შემთხვევების კლება.  მისივე თქმით, ეს პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს, რადგან ვირუსის შემთხვევების უმეტესობა “ომიკრონია”, რომელიც ყველაზე მეტად გადამდებია მოკლე პერიოდში. “ბოლო დღეების ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები – განსაკუთრებით რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე და სხვა დადებითობის მაჩვენებლები იკლებს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს. თუმცა, შესაძლებელია ეს გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო. დღეს ქვეყანაში 95% “ომიკრონია”,…

მეტი...

“სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის” – ამირან გამყრელიძე

„უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს. შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი, 50-დან 60 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღეს „ომიკრონის“ წინააღდეგ ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის  პირბადე და ვაქცინაცია, განსაკუთრებით მესამე, ბუსტერ დოზა.  ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარების ვალდებულება კიდევ დიდხანს არ გაუქმდება არც ღია და არც დახურულ სივრცეებში. “დღეს მწოლიარე…

მეტი...

წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილი ახალშობილის დედა დააკავეს

ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა  „ახალ რაიონში“ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსთან მოხდა.  მას შემდეგ, რაც მილი გაიჭედა, ადგილობრივებმა მის გასაწმენდად ხელოსანი გამოიძახეს და სწორედ მათ იპოვნეს ახალშობილის ცხედარი. საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს  

მეტი...

“ოპოზიციურ დეპუტატთა ადგილების შევსება აუცილებელია” – ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი ინიციატივა გააჟღერა, რის თანახმადაც, ისინი ოპოზიციური დეპუტატების ღია და პროპორციული სიებით შევსებას მოითხოვენ. დეკანოიძის თქმით, აუცილებელია ოპოზიციურ დეპუტატთა ადგილების შევსება, რადგან ბალანსი შენარჩუნებული იყოს. „მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვისთანაც ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს: ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება…

მეტი...

“90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება” – ბადრი ჯაფარიძე

“მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას, მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ჯაფარიძის განმარტებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება. “რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ, შესაბამისად, დაველოდებით კენჭისყრას. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, როგორც ჩანს, მათ განზრახული არც…

მეტი...

მძიმე პაციენტია 1 306 პირი

ქვეყანაში, ამ ეტაპზე კორონავირუსის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019-ია საიდანაც: 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 402, აჭარაში – 737, იმერეთში – 1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 486, აჭარაში – 155, იმერეთში – 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 41, იმერეთში – 26. 1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 – თბილისში, 305 – აჭარაში. 168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი,…

მეტი...

ბოლო 24 საათში ვირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა – 1 317, იმერეთი – 2 854, ქვემო ქართლი – 842, შიდა ქართლი – 970, გურია – 710, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 272, კახეთი – 1 229, მცხეთა-მთიანეთი – 446, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 130.

მეტი...

ვირუსით 19 049 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 531 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  33.7%. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.19%.  

მეტი...

თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

თიანეთის ყოფილი მერი, პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კორონავირუსს ებრძოდა და კლინიკაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო.

მეტი...

დიღმის მასივში ბინა იწვის

დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი  აფეთქების შედეგად გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შესაძლოა, აფეთქება ბუნებრივ აირს უკავშირდებდეს.

მეტი...

„დიახ ეს სიმართლეა“ – საფრანგეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე

საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება და სათანადო ვითარებას ელოდება. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რუსეთს უკრაინაში შესაჭრელად ყველფერი მზად აქვს. „კითხვაზე – არსებობს თუ არა შესაბამისი პირობები, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელონ, გიპასუხებთ, დიახ, ეს სიმართლეა“, – აცხადებს საფრანგეთის საგარეო მინისტრი. მისივე შეფასებით, ეს სამხედრო კონფლიქტი ყველა მხარისთვის საზიანო იქნება.  

მეტი...

საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს

ფოთში, გაჭედილი საკანალიზაციო მილის წმენდისას, ადგილობრივებს შემზარავი სურათი დახვდათ. მილში გაჭედილი იყო ახალშობილი, რომელიც სავარაუდოდ, „არასასურველი მშობიარობის“ შემდეგ გადააგდეს. შემთხვევა „ახალ რაიონში“ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსთან მოხდა.  მას შემდეგ, რაც მილი გაიჭედა, ადგილობრივებმა მის გასაწმენდად ხელოსანი გამოიძახეს. ადგილზე კი მას ეს მძიმე სურათი დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

აშშ უკრაინაში დარჩენილ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა სასწრაფოდ დატოვონ

ამერიკის შეერთებულ შტატებს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. პარალელურად, უკრაინაში დარჩენილ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა და ეს აუცილებლობით ახსნა. როგორც ბლინკენი განმარტავს, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი პერსონალის უსაფრთხოებაა, რაც მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. „უსაფრთხოების ეს ზომები არავითარ შემთხვევაში არ უთხრის ძირს ჩვენს მხარდაჭერას ან ერთგულებას უკრაინისადმი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს გულწრფელ ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას რუსეთის მთავრობასთან…

მეტი...

აშშ და ბრიტანეთი უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინაში შექმნილი ურთულესი ვითარება კიდევ ერთხელ განიხილეს. ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ შეიარაღებული აგრესიის შედეგად, ხანგრძლივი კრიზისი ექნება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ, მსოფლიოს. თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინას აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უწყვეტად ექნება. „შეხვედრაზე განიხილეს დიპლომატიური და ე.წ. შეკავების მცდელობა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ. ისინი ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. ასევე, განიხილეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობა და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ასევე, მზადყოფნას, რუსეთს მძიმე შედეგი დაუწესონ, თუ…

მეტი...

სეისმურად თბილისიც აქტიურია

ჯავახეთის ზეგანი და არა მხოლოდ ის, თბილისიც სეისმურად აქტიურია. 6.2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, გუშინ, კიდევ არაერთი მიწისძვრა დაფიქსირდა და ეპიცენტრი ისევ სოფელი სამება იყო. რატომ გააქტიურდა სეისმური ბიძგები, როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, კიდევ სად არის სეისმურად აქტიური ზონები და რამდენი მაგნიტუდაზეა გათვლილი თბილისი – ამ და სხვა საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარში“ 11:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ისაუბრებს. როგორც პროფესორი განმარტავს, ძლიერ მიწისძვრას ყოველთვის ახასიათებს პატარა ბიძგები, თუმცა, ის სიძლიერით პირველს ყოველთვის ჩამორჩება.  

მეტი...

5 ძირითადი სიმპტომი, რომელის „ომიკრონს“ ახასიათებს

კორონავირუსით რეინფცირების შემთხვევები საქართველოში საკმაოდ მაღალია. ვირუსით  ორჯერადად აცრილები და დამატებითი დოზით ვაქცინირებულებიც ინფიცირდებიან. როგორც პროფესორმა და ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტა, „ომიკრონს“ 5 ძირითადი გამოვლინება გააჩნია. „კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები სპეციფიკურია. ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს სამი-ოთხი დღის განმავლობაში; ძლიერი ყელის ტკივილი, რომელიც ყლაპვას უშლის ხელს; კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ერთი-ორი დღე); თავის ტკივილი; ბოლო ინფიცირებულებში ღებინების შემთხვევებიც დაფიქსირდა“ – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე თქმით, რეინფიცირება მაღალია და სამწუხაროდ, შესაძლოა გადატანიდან ერთი თვის შემდეგაც კი დაფიქსირდეს.

მეტი...