გერმანია უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღს აგზავნის

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინა 1000 ცალ  ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 „სტინგერს“ მაწვდის. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა უნდა გადარჩეს და უკრაინის დახმარება მათი მოვალეობაა.

მეტი...

რუსეთის ომს უკრაინასთან გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც აპროტესტებენ

საქართველოს პარალელურად, უკრაინას სოლიდარობის აქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ქართველები გერმანიაშიც შეიკრიბნენ და უკრაინას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს. „არა ომს“, „არა ძალადობას,“ „დიდება უკრაინას” არის მათი სლოგანი.  

მეტი...

რუსები საკუთარ ჯარისკაცებს მოძრავ კრემატორიუმებში წვავენ  

„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაში სპეციალური ტრაილერით  მოძრავი კრემატორიუმი ჩაიტანეს და სამხედროების გვამებს ადგილზე წვავენ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს, რომ რუსულ დანაყოფებს უკრაინაში რუსები კრემატორიუმებს აქტიურად იყენებენ. სამხედროების დაწვა კი იმისთვის სჭირდებათ, რომ მსხვერპლის რაოდენობის აღრიცხვა არ მოხდეს.  

მეტი...

კადიროვი ადასტურებს, რომ უკრაინაში მებრძოლები გაგზავნა

უკრაინელების წინააღმდეგ ომში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც ერთვება. მან დაადასტურა, რომ რუსეთის დასახმარებლად კიევში საკუთარი რაზმები გაგზავნა. კადიროვის თქმით, ჩეჩენმა მებრძოლებმა, აქამდე წარმატებით მოახერხეს უკრაინულ სამხედრო ობიექტებზე კონტროლის დამყარება ისე, რომ ადამიანური დანაკარგი არ განეცადათ. კადიროვი კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ამართლებს.  

მეტი...

ხვალ, ქართულ ეკლესიებში, უკრაინისთვის პარაკლისს გადაიხდიან

საქართველოს პატრიარქის გადაწყბეტილებით, საქართველოში უკრაინისთვის პარაკლისს გადაიხდიან. „უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ყველა ეკლესიაში ამა წლის 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნეს პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა. ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო. ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს” – ვკითხულობთ ილია მეორის მიმართვაში.  

მეტი...

ოკუპანტებმა ხარკოვში ავტობუსი დაცხრილეს

რუსი ჯარისკაცები სამოქალაქო პირებსაც არ ინდობენ და სისასტიკით უსწორდებიან. ბოლო ინფორმაციით, რომელიც უკრაინიდან ვრცელდება, ოკუპანტებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსი ხარკოვის ოლქში გადაადგილდებოდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, მძიმედ დაიჭრა 14 მგზავრი.

მეტი...

“ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამით ვიცავთ ევროპას“ – ზელენსკის მომართვა

ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტის მორიგი მიმართვა ვრცელდება, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს, მსოფლიოს და რუსეთს მიმართავდა აცხადებს, რომ უკრაინის დაცვით ისინი იცავენ ევროპას. „ვიგერიებთ  მტერს, ჩვენ მაგრად ვდგავართ. ჩვენ ქალაქებს ბავშვებს, ქვეყანას ვიცავთ. ქალაქები ჩვენი არმიის მიერ კონტროლდება. დამპყრობლებს სურთ, თავიანთ მარიონეტული მთავრობა დააყენონ, მაგრამ ჩვენ დავამსხვრიეთ მათი გეგმები.  დესანტები, ოკუპანტები  ურტყამენ ჩვენს სამოქალაქო ობიექტებს, ენერგეტიკულ ობიექტებს, ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ტექნიკა. სწორედ ის ბოთლები, რომელიც დატენილია ფეთქებადი ნივთიერებებით, სწორედ ისინი უნდა გამოვიყენოთ, მოგმართავთ ყველას, შეგვიძლია თავი დავიცვათ. ჩვენი სწრაფვაა ევროკავშირი. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია თავის დაცვა. ჩვენი ბრძოლა ჩვენი წარმატების საწინდარია. უკვე…

მეტი...

ყალბი „უკრაინელები“ – რუსები უკრაინელების ფორმაში

უკრაინაში სხვადასხვა ჯგუფებს აკავებენ, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო ფორმა აცვიათ, თუმცა, რეალურად რუსი ჯარისკაცები არიან. ფოტოზე ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია გამოსახული, რომლებიც ნიკოპოლშო დააკავეს. ოკუპანტები უკრაინელების ფორმებში.

მეტი...

შავი ზღვის ჩაკეტვისთვის ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს თხოვნის გაზიარებისა და შავ ზღვაში გასასვლელს ჩაკეტვისთვის მადლობას უხდის. „მადლობა ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვის მიმართულებით რუსული სამხედრო გემებისთვის გასასვლელის ჩაკეტვა და წონადი სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ზელენსკი.  

მეტი...

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა

BBC-ის ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ბოლო მონაცემებით, რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ჩეხეთმა ჩაკეტეს.

მეტი...

“ჩვენს მიწაზე 100 000 დამპყრობელი დგას და საცხოვრებელ კორპუსებს გვიბომბავენ”, – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას მსოფლიო ლიდერები უდგას გვერდით. “ვესაუბრე ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდა მოდის. მას ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს უკრაინა რუსეთის აგრესიას. ახლა 100 000-ზე მეტი დამპყრობელი იმყოფება ჩვენს მიწაზე. ისინი ისვრიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ინდოეთს მოვუწოდე აღმოგვიჩინოს პოლიტიკური მხარდაჭერა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. შევაჩეროთ აგრესორი ერთად!“- წერს ზელენსკი. პრეზიდენტის თქმით, დახამრება საბერძნეთმაც და შვეიცარიამაც აღმოუჩინეს უკრაინას, რისთვისაც ის დიდ მადლობას უძღვნის მათ.

მეტი...

“რუსული ჯარები კიევის ცენტრიდან 30 კილომეტრშია გამაგრებული”, – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალების დიდი ნაწილი ამჟამად კიევის ცენტრიდან 30 კილომეტრშია. ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებს, რომ დამიანური დანაკარგი მათი მხრიდან დიდი ალბათობით მძიმე და იმაზე დიდი იქნება, ვიდრე ისინი ამას ელიან ან აღიარებენ კრემლში. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად ადამიანური დანაკარგი რუსეთს ჯერ არ აქვს.

მეტი...

უკრაინულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების კოლონას რაკეტებით დაარტყეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების კოლონას რაკეტებით დაარტყეს – განადგურდა დაახლოებით 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა. მათივე ცნობით, რუსებზე თავდასხმა ჩერნიგოვის რაიონში, გოროდნიას მიდამოებში მოხდა. ჩერნიგოვის რაიონში, გოროდნიასთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს მტრის კოლონაზე. ხანძრის შედეგად რუსული არმიის ნაწილებმა დანაკარგი განიცადეს. მათ აქვთ პერსონალის დიდი დანაკარგი, ბევრია დაჭრილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

კიევში კომენდანტის საათის დასაწყისი შეიცვალა

კიევში „კომენდანტის საათის“ დაწყების დრო შეიცვალა. დღეიდან ის 17:00 საათიდან დაიწყება და დილის 8 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. აღნიშნული შეზღუდვა 28 თებერვლის დილამდე იმოქმედებს. “ყველა სამოქალაქო პირი, ვინც იქნება გარეთ “კომენდანტის საათის” მოქმედების დროს ჩაითვლება მტრის დივერსიული-დაზვერვითი ჯგუფის წევრად. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ვითარებას და არ გამოხვიდეთ გარეთ,”- განაცხადა კლიჩკომ.  

მეტი...

საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ ლარს უკრაინის დასახმარებლად გამოყოფს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. “სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.  

მეტი...

“რუსეთის გეგმა ჩემი დაჭერისათვის ჩავარდა”, – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის გეგმა მისი დაჭერისათვის, ჩავარდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი მის დაჭერას გასულ ღამეს აპირებდა. “რუსეთს ჩემი დაჭერის გეგმა ჰქონდა შემუშავებული, თუმცა მათი ეს მიზანი არ შესრულდა და გეგმაც ჩავარდა. უკრაინული ძალები ახლა აკონტროლებდნენ კიევს და მის გარშემო არსებულ მთავარ ქალაქებს”, -განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გააძლიერონ ზეწოლა პუტინზე, რათა მალე დასრულდეს ომი და ნაკლები ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს მას.

მეტი...

ჩინეთი რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის

უცხოური მედიის თანახმად, ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია. შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას. რუსული ESPO და Sokol მარკის ნავთობის შესყიდვის მომდევნო ეტაპი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. Urals მარკის ნავთობი კი რომლის ტრანსპორტირებაც შავი ზღვის პორტებიდან ხდება, ამ კვირაში დიდი ფასდაკლებით იყიდება.

მეტი...

რუსეთი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებებისას არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედებების შედეგად არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა. უკრაინული მხარე კი ასობით გარდაცვლილ რუს ჯარისკაცზე საუბრობს. უკრაინის ვიცე პრემიერმა „წითელ ჯვარს“ გარდაცვლილი რუსი სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. უკრაინეები თვლიან, რომ საჭიროა რუსეთმა იცოდეს, რამდენი სამხედრო პირია დაღუპული მათი მხრიდან.

მეტი...

“იტალია რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას მხარს დაუჭერს”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში ის დაარწმუნა, რომ SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. “ჩვენი სახელმწიფოების უკრაინისა და იტალიის ისტორიაში ახალი გვერდია. სულ ახლახან მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან.”, – ზელენსკი. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკვე სერიოზულად განიხილავენ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვას.

მეტი...

“მათ დაარტყეს საცხოვრებელი უბანს, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს”, – იგორ დოლგოვი

საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  რუსეთის ჯარმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. “უკვე მესამე დღეა რაც უკრაინა თავს იცავს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ბატონმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაიწყო მიმართვით უკრაინისა და მთელი მსოფლიოსადმი. ღამე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, გამოეყო 600 მლნ დოლარი დამატებითი სახსრების სახით უკრაინის დასახმარებლად. გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემოღებაზე”, – განაცხადა დოლგოვმა. მისივე თქმით, რუსეთის ჯარმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც სამშვიდობო მოსახლეობა ცხოვრობს. “მათ დაარტყეს საცხოვრებელი უბანს,…

მეტი...

“სოციალური ინფრასტრუქტურა ჩვენი სამიზნე არ არის”, – რუსეთი დასახლებული პუნქტების დაბომბვას უარყოფს

CNN-ის ინფორმაციით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შესახებ ინფორმაცია უარყო. რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, მათ ნამდვილად განახორციელეს სარაკეტო იერიში უკრაინაზე, მაგრამ სამიზნე მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო. “რუსეთის ფედერაციის შეიაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს შეუტია უკრაინაში არსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას საკრუიზო რაკეტების საშუალებით. ვიმეორებ, სამიზნე არის მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურა და არა დასახლებული პუნქტები ან სოციალური ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გენერალ მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მეტი...

ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, უკრაინის ქალაქ ხერსონში დაბომბვა დაიწყო

CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დილის 08:00 საათიდან ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, უკრაინის ქალაქ ხერსონში დაბომბვის ხმა ისმის. 11:00 საათისთვის ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უკრაინასთან აკავშირებს, კვამლში იყო გახვეული, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. CNN-ი იუწყება, რომ ტერიტორიის დაბომბვა გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ხიდზე ჯავშანტექნიკა შენიშნეს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ვის ეკუთვნის ტექნიკა.

მეტი...

“ჩვენ ეს შევძელით! დიპლომატია 24/7-ზე მუშაობას აგრძელებს”, – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ  კვიპროსმა დაადასტურა, რომ ის არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ. “ჩვენ ეს შევძელით! კვიპროსმა დაადასტურა, რომ ის არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24/7-ზე მუშაობას, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან”, – წერს კულება. შეგახსენებთ, საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Swift-დან რუსეთის გათიშვას მხარი გერმანიამ და იტალიამაც დაუჭირეს.

მეტი...

დაღუპულია მინიმუმ 198 უკრაინელი, მათგან სამი ბავშვია

Reuters-ის ცნობით, ამ დრომდე, სულ მცირე, 198 უკრაინელი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, 1115-მდე პირი დაშავებულია, რომელთა შორისაც 33 ბავშვია. ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს რიცხვი მოიცავს თუ არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას.

მეტი...

“ღამით, საომარი მოქმედებებისას დაშავდა 35 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია”, – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქში ღამის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. “ჩემო კიეველო მეგობრებო, გთხოვთ მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის დარჩით სახლებსა და თავშესაფრებში. არ გამოხვიდეთ გარეთ არავინ, მათ გარდა, ვინც მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში ან თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებთ. ჩვენ ვიცავთ კიევს”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მეტი...

“ვაგროვებთ არამალფუჭებად საკვებსა და მედიკამენტებს უკრაინისთვის”, – “დავითიანის” პრეზიდენტი კოტე სვანაძე “მედიაცენტრ მთავარში”(ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანის” პრეზიდენტი კოტე სვანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ გვაცნობს ინიციატივას უკრაინის დახამრებისათვის, რომელსაც “დავითიანი” ჩაუდგება სათავეში. “ხვალიდან თბილისის ყველა მოქმედი ტაძარი შეაგროვებს თქვენ მიერ მოტანილ არამალფუჭებად საკვებსა და პირველადი საჭიროების მედიკამენტებს. შემდგომ პროდუქტს “დავითიანი” დაახარისხებს. როგორც კი გზავნილი მზად იქნება, ჩვენ კავშირზე ვიქნებით უკრაინის საპატრიარქოსთანაც და საელჩოსთანაც,” – განაცხადა “დავითიანის” პრეზიდენტმა. კოტე სვანაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეძლებისდაგვარად უკრაინის დახმარებისაკენ. მისი თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობის გზავნილი იქნება. “ვისაც რისი საშუალება ექნება, კარგს იზამს, თუ მიიტანს თბილისის ნებისმიერ ტაძარში. აქცენტი არამალფუჭებად საკვებზე გააკეთეთ და არა ტანსაცმელზე. ძირითადად საკვები და მედიკამენტებია…

მეტი...

რუსეთის საჰაერო ძალებმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს

რუსეთის სარაკეტო შეტევა ამჯერად საცხოვრებელი კორპუსებისკენ მიემართა. რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინაში, ქალაქ კიევში, ლობანოვსკის პროსპექტზე მდგარ კორპუსს ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ვერ შეძლეს კიევის აღება და იერიშები ცალკეულ ადგილებზე მიაქვთ.

მეტი...

კიევის “დინამო” ომშია

რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი ვითარებების გამო, უკრაინას ძალიან ბევრმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა. კიევის “დინამოს” ფეხბურთელების გადაწყვეტილება კი საამაყოა. ფეხბურთელები არ აპირებენ კონფლიქტისთვის თავის არიდებას. მათ სურთ თავიანთი სამშობლო ბოლომდე დაიცვან.

მეტი...

15-ზე მეტი ქვეყნის მობილურმა ოპერატორმა უკრაინაში დარეკვა უფასო გახადა

15-ზე მეტი ქვეყნის მობილურმა ოპერატორმა უკრაინაში დარეკვა უფასო გახადა. მედიის ინფორმაციით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით აშშ-ის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, შვედეთის, ბალტიისპირეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ხორვატიის, სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვნის მობილურმა ოპერატორებმა მათი ქვეყნებიდან უკრაინაში დარეკვა უფასო გახადეს.

მეტი...

“შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვიში უკვე სიჩუმეა და საშინელი ღამე დასასრულს მიუახლოვდა”, – ვასილკოვიშის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ნატალია ბალასინოვიჩი ავრცელებს. მისი თქმით, შტურმი მოგერიებულია და ქალაქში თანდათან სიმშვიდე ისადგურებს. “ბრძოლები უკვე სრულდება. შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვიში უკვე სიჩუმეა და საშინელი ღამე დასასრულს მიუახლოვდა”, – განაცხადა მერმა. მისი განმარტებით, გუშინდელი დღის შემდეგ ქალაქის სამხედრო შენაერთებსა და აეროდრომებზე სარაკეტო იერიში იყო. ქალაქში გადმოდიოდა დესანტი. ვასილკოვი დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.

მეტი...

“ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს, პარტნიორთა იარაღი უკრაინისკენ მომავალ გზაზეა”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელინსკი Twitter-ზე უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს. საფრანგეთმა უკრაინას საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა. “დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო. ჩვენი პარტნიორების იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს”, – წერს ზელენსკი

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა ჯარისკაცებმა მელიტოპოლი აიღეს

უცხოური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში ქალაქი მელიტოპოლი აიღეს. მელიტოპოლი არის საშუალო სიდიდის ქალაქი, რომელიც მარიუპოლთან – უკრაინის საკვანძო პორტთან ახლოს მდებარეობს.

მეტი...

კორონავირუსით ბოლო 24 საათში 43 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 619 შემთხვევა, აჭარა – 371, იმერეთი – 1 019, ქვემო ქართლი -309, შიდა ქართლი – 427, გურია – 293, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 468, კახეთი – 402, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 67. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 104 568.

მეტი...

კორონავირუსით 6 236 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 926 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  18.38% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 598 172. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.93%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.

მეტი...

თეთრი სახლი უკრაინას 350 მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუწევს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა, გამოყოს $350 მილიონი, რათა დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. თეთრი სახლი უკრაინისთვის $350 მილიონიანი სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევისთვის მემორანდუმს აცხადებს. თეთრმა სახლმა დახმარების გაწევაზე მას შემდეგ გავარცელა განცხადება, რაც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მათ “კონკრეტული თავდაცვითი დახმარების გაწევა” განიხილეს.

მეტი...