მამაკაცი, რომელსაც მამამ დანა 30-ჯერ დაარტყა, გარდაიცვალა

47 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის უკან საკუთარმა მამამ დაჭრა, დღეს გარდაიცავალა. მისი 82 წლის მამა კი პატიმრობაშია. პაციენტი ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მას ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული ჰქონდა. როგორც მკვლელობაში ბრალდებული  82 წლის კარლო მეგრელიშვილი აცხადებს, ის წლების განმავლობაში შვილის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.  

მეტი...

“ივლისამდე 70% უნდა აიცრას” – ამირან გამყრელიძე

ე.წ. ბუსტერ დოზა ინფიცირებისგან არ იცავს, თუმცა, 80%-ით იცავს სიკვდილიანობისგან და მდგომარეობის გართულებისგან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ივლისამდე უნდა აიცრას, რომ ახალ-ახალ შტამებს ნაკლები ზიანი მოჰყვეს. „მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, პირველ ექვს თვეში, თუ გვინდა, რომ ჩვენ ომიკრონის ტალღა შევაჩეროთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ პანდემიიდან. დაცვა 80%-ზე მაღალია ინფიცირებისგან. ასევე, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს მესამე, ანუ „ბუსტერ“ დოზა“- აცხადებს  ამირან გამყრელიძე.  

მეტი...

იცავს თუ არა ვაქცინა ორსულებს დაინფიცირებისგან?! – ორსულთა ინფიცირება მზარდია

„ორსულებში  COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687 შეადგენს“ – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ანგარიშზე დაყრდნობით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, ხოლო ვისურუსის გავრცელების მხრივ თბილისი, იმერეთი და აჭარა ლიდერობს. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით  COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების  დღიური რაოდენობა პიკს სექტემბერ-ნოემბრის თვეში აღწევს.  სექტემბერში 40 ინფიცირებული, ნოემბერში 50 ინფიცირებული ორსული, ხოლო ორივე დოზით ვაქცინირებულ ორსულებში კოვიდით ინფიცირება, ფაქტობრივად არ ფიქსირდება. „ ასაკის მატებასთან ერთად, ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც…

მეტი...

„უკრაინას გადავცემდი რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არსებულ საფრთხესთან დაკავშირებით მორიგ გზავნილს ავრცელებს და ჩამონათვალს აკეთებს, რას გააკეთებდა უკრაინის დასახმარებლად. „რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში: 1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის; 2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს); 3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე; 4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს – ლონდონი, ვარშავა, კიევი; 5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ…

მეტი...

„ახალი ვაქცინები ახალ შტამებთან იქნება ადაპტირებული“ – თამარ გაბუნია

„ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამოიკვეთა, რომ “ბუსტერ” დოზა არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავებული ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ  განსხვავებული მახასიათებლები.  იქნება ადაპტირებულები ახალ შტამებთან მიმართებაში და გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში,“- აღნიშნა გაბუნიამ მედიასთან. მისივე თქმით, ოჯახის საავადმყოფოებში საწოლების საკმარისი მარაგია და ოჯახის ექიმებიც სრულ მზადყოფნაში არიან. „აქტიური შემთხვევები უკვე 190 000 აჭარბებს.  3000-მდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია. ოჯახის ექიმები ქვეყანაში 2000-ზე მეტია.  დღეს პროგრამაში ჩართულია ქსელის 60%,  ამას კიდევ ექიმების  დაემატება 15-20%“- განაცხადა გაბუნიამ.  

მეტი...

„რუსული საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ ევროპულ უსაფრთხოებას“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერის ქართულ ოლიტიკაში ერთ-ერთ პრობლემად კომპრომისზე წასვლას ხედავს. როგორც  საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან განაცხადა,  ქართველ პოლიტიკოსებს უჭირთ კომპრომისებზე წასვლა. „ქართველ პოლიტიკოსებში კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს. ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერისა და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია როგორც სისუსტის ნიშანი, ეს დასანანია.  რუსული აგრესია არის ის, რისი მიღებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვფიქრობ, რომ ქართველები ამას ოდესმე მიიღებენ და ვფიქრობ ძლიერი, ერთიანი და ცხადი მესიჯის დაფიქსირება არის აუცილებელი“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტში. მისივე შეფასებით, რუსეთისგან საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება. „ყველა…

მეტი...

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის კომპრომისის მიუღებლობა არსებობს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის წევრი სვენ მიქსერი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ საფუძველი არსებობდა, პარტიებს ერთიანი პოზიცია ჰქონოდათ. „საკმარისი საფუძველი არსებობდა, რომ პარტიები რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ. ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით.  საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ვითარება მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და სრული აღქმა არსებობს იმ ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობის, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“ – ასეთია ევროპარლამენტის მომხსენებლის – სვენ მიქსერის შეფასება.

მეტი...

საქართველოში 250-ზე მეტი პროდუქტი გაძვირდა

კომბოსტო – 213,8%-ით; ქლიავი –  55,8%-ით; მანდარინი – 30,7%-ით; კარტოფილი – გაძვირდა 30,7%-ით;  ლურსმანი –  53,3%-ით; თერმომეტრი – 43,1%-ით – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა და ნივთების, რომელტა ფასი საგრძნობლად გაიზარდა. გასული წლის იანვართან შედარებით პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასები 13.9 %-ით გაძვირდა. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ტრანსპორტი, სურსათი, უალკოჰოლო სასმელები, ბუნებრივი აირი, ელოქტროენერგია ეს იმ პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც…

მეტი...

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ინფლაციის დონემ 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13,9  პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად ფასების დონე 13.9 %-ით გაიზარდა. ირკვევა, რომ ქვეყანაში 263 დასახელების პროდუქტი გაძვირდა. გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტისა და მომსახურების  ჩამონათვალს, რომელიც გასული წლის  იანვართან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა. საცხოვრებელი წყალი, ელ. ენერგია,  ბუნებრივი აირი-44.8%-ით; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -16,2%-ით ( ბოსტნეული და ბაღჩეული 23. 3 პროცენტი; პური და პურპროდუქტები 20.5 პროცენტი, ზეთი და ცხიმი 19, 6 პროცენტი; შაქარი ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2 პროცენტი; ყავა, ჩაი, კაკაო, 7,8…

მეტი...

“ვისი ქონებაც მშპ-ს 5%-ს აღემატება, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა” – სააკაშვილმა ეკონომიკური ხედვები გამოაქვეყნა 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ეკონომიკური ხედვის თეზისები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების ხედვები და გადაჭრის გზები. სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის პროგრამაში 9 მიზანია გაერთიანებული, რომელიც მოიცავს: სასამართლო რეფორმას, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი; ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცი; დეოლიგარქიზაციის კანონი; ენერგეტიკული განვითარება; ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება;  ერთი გადასახადის პრინციპი; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, ლაზიკა; სოფლის მეურნეობა;  ქართული სილიკონის ველი. „ საქართველოში ადამიანები სიღატაკისგან, უიმედობისგან, უპერსპექტივობისგან, კორუფციის და ნეპოტიზმით შექმნილი გაუსაძლისი გარემოსგან და ზოგადად, მინიმალური საცხოვრებელი პირობების არქონის გამო – იტანჯებიან. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე მაღალმა…

მეტი...

ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერია განმარტებებს აკეთებს

თბილისის მერიის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერია ახალ შენობას აშენებს და იქ გადასვლას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრი მთავარი“ მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება. აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო,…

მეტი...

გორის კულტურის სახლში სუს-ი შევიდა, აღმოჩენილია ბიტკოინების ქარხანა

საჯარო უწყებაში, გორის კულტურის სახლში, არალეგალურად ​ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მერიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ბიტკოინების მაინერები სამსახურში ჰქონდა დამონტაჟებული. გამოყენებული ელექტროენერგიის  საფასურსაც სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა. კულტურის სახლში სპეცოპერაცია სუსმა ჩაატარა.  ყველა თანამშრომელი მოდულის შენობაში გადაიყვანეს.  სუს-ის ცნობით, ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს გამოკითხვა. “გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა,” – ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მეტი...

„ბავშვები კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ, თუ…“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ვირუსის  რა გართულებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბავშვების ჰოსპიტალიზაცია?! – ამ თემაზე  თსსუ-ის პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ  „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. როგორც პროფესორმა აღნიშნა,  კორონავირუსის  მართვის ძირითადი ცვლილება შეეხო ვაქცინაციას, ინკუბაციურ პერიოდს, გარკვეულ კლინიკურ მახასიათებლებს და ჰოსპიტალიზაციას. „ამ კრიტერიუმების დაფიქსირება აღწერს რა შემთხვევაში უნდა მოთავსდეს ბავშვი საავადმყოფოში. ეს კრიტერიუმები, პირველ რიგში ეხება ჯანდაცვის მუშაკებსა და სასწრაფო დახმარების რგოლს. ბავშვები, რომლებსაც  თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებები და თან არსებული ქრონიკული პათოლოგიები აქვთ და აგრეთვე  წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსის მართვა საავადმყოფოში უნდა გაგრძელდეს. დანარჩენი კი ეხება ტემპერატურას, კერძოდ, თუ სამ დღეზე მეტი…

მეტი...

ქორწილში სიძე-პატარძლის მხარე ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდა

გარდაბანში, ქორწილში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი სასტიკად არიან ნაცემები. შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა. დაშავებულთა მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ფიზიკურ ანგარიშსწორება სიძე-პატარძლის მხარეებს შორის მოხდა, თუმცა, რა იყო დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ამ ეტაპზე, კლინიკაში 4 დაშავებული იმყოფება. ერთ-ერთი, ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაში. როგორც ერთ-ერთი ნაცემი ქალბატონი ამბობს, ქორწილიდან როცა მოდიოდნენ, მას, მის შვილს, მეუღლეს და ბიძას სიძის ნათესავები გამოეკიდნენ, რომლებიც მთვრალები იყვნენ და უმოწყალოდ სცემეს. როგორც ქალი ყვება, მის ბიძას მანქანაც კი დააჯახეს.  

მეტი...

ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 102 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 543 შემთხვევა, აჭარა – 2 334, იმერეთი – 3 413, ქვემო ქართლი – 1 296, შიდა ქართლი – 1 115, გურია – 537, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 554, კახეთი – 851, მცხეთა-მთიანეთი – 472, სამცხე-ჯავახეთი – 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 87.

მეტი...

ერთ დღეში ვირუსით 23 664 ადამიანი დაინფიცირდა

aStopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 77 584 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 326 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.05%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 250 108. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.36%.

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩადის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული დასადასტურებლად, პრეზიდენტი დღეს კიევში ჩაფრინდება და კოლეგას შეხვდება. ერდოღანი კიევში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას დაესწრება. მხარეები, ასევე, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.  

მეტი...

„გარდაცვალების შემთხვევების გარდაუვალი მატება“ – თენგიზ ცერცვაძის გაფრთხილება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში პანდემიის სადავეების ხელიდან გაქცევის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ერთ-ერთი, ვაქცინაციის მინიმალური დონეა. „რაც შეეხება ფრაზას, რომ „პანდემიის სადავეები ხელიდან გაგვექცა“, არაერთგზის გვაქვს აღნიშნული, რომ იგულისხმება შემდეგი: ·         საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის დონე დაბალია ·         პირბადეების გამოყენება ძალიან დაბალია – მხოლოდ 30%, მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი 90%-ია. ·         ბოლო 4 თვის მანძილზე ქვეყანაში იმართება პერმანენტული ხალხმრავალი შეხვედრები და აქციები. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ახალი შემთხვევების ზრდას და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების გარდაუვალ მატებას. მაგრამ, ამ პირობებშიც კი სიტუაცია ნაკლებად…

მეტი...

„ვინც ამტკიცებს, რომ ექიმები ავადმყოფებს წირავენ, ფსიქიკურად შესამოწმებელია“ – თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენმა პოსტებმა ანგაჟირებული ექსპერტების, ჩასაფრებული ადამიანების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ დიდი გაღიზიანება, ღვარძლი და ბოღმა გამოიწვია“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ამ ადამიანების გასაგონად, სათაურით: „ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსი იყოს,“ მორიგ გზავნილს ავრცელებს. „იმათ გასაგონად, ვისაც ჯიუტად სჯერა, ან უფრო ზუსტად ძალიან უნდა, რომ სჯეროდეს, ან გამოიგონოს მაინც, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარადაა მიტოვებული, ხოლო ქვეყნის მთავრობა და ექიმები ძირითადად იმით არიან დაკავებული, რომ ჯანმრთელი ადამიანები COVID-ის სახელით მოკლან?!?! ხოლო 15,060 COVID გარდაცვლილი მთლიანად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს…

მეტი...

„პანდემიის სადავეები ხელიდან გაგვექცა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სწორედ დღევანდელ ვითარებაზეა ნათქვამი, რომ პანდემიის სადავეები ხელიდან გაგვექცა. „საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის დონე დაბალია,​ პირბადეების გამოყენება დაბალია, იმართება პერმანენტული ხალხმრავალი შეხვედრები და აქციები, რამაც ახალი შემთხვევების ზრდას ხელი შეუწყო. დიახ, პანდემიის სადავეები ხელიდან გაგვექცა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.  

მეტი...

ვირუსით გარდაცვალებულთა მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა

მსოფლიოში ვირუსის შემთხვევების 98% „ომიკრონის“ BA1-ის  ქვევარიანტზე მოდის. მსოფლიოში ახალ-ახალი ქვეშტამებიც ჩნდება, თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ისინი ნაკლებად საშიშია. მსოფლიოში, 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელში მექსიკა ლიდერობს. შემდეგ მოდის უკრაინა, შემდეგ იაპონია, ავსტრალია, ბოლივია, საქართველო და ტაილანდი. საქართველო გარდაცვალებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე პოზიციას იკავებს.

მეტი...

„ომიკრონს“ რეინფიცირების ყველაზე მაღალი უნარი გააჩნია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის,  თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მაღალია. როგორც ან „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, „ომიკრონი“ რეინფიცირებით ყველა სხვა არსებული შტამებისგან გამორჩეულია. „ის მონაცემები, რომელსაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. არის ერთადერთი სარწმუნო მონაცემი. „ომიკრონს“ გააჩნია რეინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი  უნარი ყველა სხვა ადრე არსებულ ვარიანტებთან შედარებით. ისიც ცხადია, რომ „ომიკრონს“ თავისი ქვევარიანტებიც აქვს. ლუგარის ლაბორატორია ამ მონაცემებს იძლევა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ომიკრონის მაღალი რეინფიცირების უნარს“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მეტი...