„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავის მხრივ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს და როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ანალიტიკას, დაზვერვის ინფორმაციას და  ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას. ერთი რამ მინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. სხვა ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები