პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს დაუდასტურა. პუტინი აღიარების დოკუმენტს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს. „რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს“ – ვკითხულობთ  ინფორმაციაში.  

მეტი...

ამერიკა უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანება ჯერ არ მოხდება

ამერიკის შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენმა თითქოს ის დაარწმუნა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეფერხებაზე. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე არანაირი გარანტია მიუცია. „გარწმუნებთ, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას“, – აცხადებენ თეთრს სახლში. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში „ხვალ“ არც მიიღებენ. პუტინის მტკიცებით, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში ჯერ არ მიიღებენ

მეტი...

ვლადიმირ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლად აღიარების საკითხს დღეს გადაწყვეტს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პუტინმა ისაუბრა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი იყო. მისი თქმით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. „დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერების მიმართვა რუსეთისადმი მათი სუვერენიტეტის აღიარებისა და სახელმწიფო სათათბიროს დადგენილების მოთხოვნით“, – განაცხადა პუტინმა. რეზოლუციას რუსეთის დუმამ მხარი უკვე დაუჭირა და პრეზიდენტს  აღიარების თხოვნით მიმართა.

მეტი...

პუტინის მტკიცებით, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში ჯერ არ მიიღებენ

„უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მისი განცხადებით, ამაში ის ჯო ბაიდენმა დაარწმუნა. როგორც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, უკრაინის ალიანში მიღების შემთხვევაში, საფრთხე იზრდება. „დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია… თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება“, – განაცხადა პუტინმა. პუტინი საფრთხეს იმაშიც ხედავს, რომ…

მეტი...

„მაქვს მიდრეკილებები ბიჭების მიმართ, ქალებისა მიმართაც, მაგრამ, უფრო მაქვს დაუოკებელი ლტოლვა მამაკაციდმი“ – ნაცემი მამაო

ერთი მამაოს მიერ ნაცემი მეორე მამაო – პიროსი მუმლაძე აღიარებს, რომ მას მამაკაცების მიმართ დაუოკებელი ფიზიკური ლტოლვა აქვს და ეს გახდა დაპირისპირების წინაისტორია. საუბარია სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ უმძიმეს კადრებზე, სადაც ერთი ანაფორიანი მეორეს სასტიკად უსწორდება. როგორც მამაო პიროსი ყვება, ის ადრეც სცემეს, გაპარსეს წვერი და გახადეს კაბა. მიზეზად კი ქუთაისში მომხდარ ფაქტს ასახელებს. „ქუთაისში ვიყავი, ბიჭები შემთხვევით გავიცანი, დასარჩენი რომ არ მქონდა ვუთხარი ერთი ღამე მათთან დავრჩენილიყავი. მეორე დღეს მე და მასპინძელი დავრჩით და სახლს ვალაგებდით და მომეწონა ეს ბიჭ. მე საერთოდ, მქონდა და მაქვს მიდრეკილებები ბიჭების მიმართ, ქალებისა…

მეტი...

მამაოების ფიზიკურ დაპირისპირებაზე და ცემაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შემზარავი კადრებზე, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია ანაფორიან პირზე, რომელიც მეორე ანაფორიან პირს თავს ესხმის, უწმაწური სიტყვებით აგინებს და უმოწყალოდ, ხელებითა და წიხლებით სცემს. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში. „შე ბო…ო, შენ დედას  შ…..ი“ – უმძიმესი კადრები, სისხლიანი დაპირისპირება მამაოებს შორის     

მეტი...

რამდენიმე წუთის უკან მიწისძვრა ისევ მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეციერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრ მოხდა. ეპიცენტრი ისევ  სოფელ სამებასთან იყო. მიძისძვრის სიმძლავრე კი  3.2 (ML) მაგნიტუდა.

მეტი...

ბრალდებული პრეზიდენტი უვადო შიმშილობას იწყებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღნიშული გადაწყვეტილების მიზეზი რეჟიმის მხრიდან მის მიმართ არსებული მიდგომაა. „ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. „ის, რაც ჩემს მიმართ ხდება, არის დაგეგმილი ინვალიდიზაციის მცდელობა“ – მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

„ჩემს შემთხვევაში, ინვალიდიზაცია ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, ამ წუთებში სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოდის. ის საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ინვალიდობისთვის იმეტებენ. „პენიტეციური დაწესებულების შიგნით ამ დაავადებების მკურნალობა არის შეუძლებელი. ისინი მე მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე და რას ნიშნავს ივალიდიზაცია? ინვალიდიზაცია ჩემს შემთხვევაში ნიშნავს მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების შეზღუდვას და ერთი სიტყვით, ინვალიდიზაცია ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ადგომა“ – აცხადებს ბრალდებული პრეზიდენტი. მან ციხეში ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმების შეშვება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეს იხილავს.  

მეტი...

„ის, რაც ჩემს მიმართ ხდება, არის დაგეგმილი ინვალიდიზაციის მცდელობა“ – მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში, თბილისი საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, დაგეგმილია მისი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. „ჩვენს წინაშეა არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და არა შიმშილით სიკვდილს შორის. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ბევრი არჩევანი. ჩემთვის ეს არის არჩევენი სამშობლოს დაკარგვასა და შიმშილით სიკვდილს შორის. ჩვენც გვაქვს არჩევანი კომფორტში ცხოვრების, მაგრამ მე მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი აქ.  ჩვენ ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ითხოვს სოციალურ შემწეობას. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ის არც ხდება ჩემს მიმართ ეს…

მეტი...

„არაქრისტიანული და ამორალურია“ – საპატრიარქო სასულიერო პირის ცემაზე

საქართველოს საპატრიარქო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ერთი სასულიერო პირი მეორეს ფიზიკურად უსწორდება, განცხადებას ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს. უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი. აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.…

მეტი...

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 16 საკითხი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვით, თბილისში, ასევე ონში, ბინათმესაკუთრეთა 9 ამხანაგობას, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 279 დევნილი ოჯახი (791 პირი), გადაეცა 53-მდე ფართი. ქონება წარმოადგენს საერთო სარგებლობის, არასაცხოვრებელ ფართებს და ისინი ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. საქართველოს მთავრობა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფის პროცესს აქტიურად გააგრძელებს. მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურების…

მეტი...

სააკაშვილის სასამართლოში მიიყვანეს, ეზოში კი აცია მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. სასამართლო სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. სასამართლოს პერიმეტრზე გაფენილია სხვადასხვა ბანერები და სააკაშვილის მხარდამჭერი ლოზუნგები. ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია. „ჯარისკაცის მინიმალური ხელფასი 3 000 ლარი“;  „250 00 სამუშაო ადგილი“ – ეს და სხვა ბანერები მხარდამჭერებმა სასამართლოს ეზოში გამოფინეს და ის სააკაშვილის მიერ შემუშავებული ეკონომიკური ხედვის დოკუმენტიდანაა ამოღებული. მხარდამჭერების თქმით, მათი ბრძოლა უწყვეტი იქნება. სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დაწყებულა.  

მეტი...

„რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის“ – ირმა ინაშვილი

„სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა,- ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ“ – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და მმართველ გუნდს მიმართავს. „ვფიქრობ, გასული ორი კვირა ძალზედ დამაფიქრებელია: ჯერ გერმანიის კანცლერი, შემდეგ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრნენ მოსკოვს. უნგრეთის პრემიერმინისტრიც მოსკოვში გახლდათ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსაუბარი შედგა, შემდეგ კი, აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა რუს ხალხს და რამდენიმე საგანგებო განცხადებაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ნატოს მოქმედი და ყოფილი გენერალური…

მეტი...

კარლ ჰარცელისთვის გაუგებარია,  რა არ მოუწონა უმრავლესობას მის განცხადებაში

​​ევრკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მის განცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის უკმაყოფილებას ვერ ხსნის. როგორც ევროპელი დიპლომატი განმარტავს, მან სწორედ ის თქვა, რაც რეალობაა. „ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხებოდა და მეორე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების ვადაზე ადრე შეწყვეტას. არ მესმის, რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეტყვით  მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია –  რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით“ – აცხადებს…

მეტი...

ეუთო/ოდირის დასკვნით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევი და არაკონსტიტუციური იყო   

„ეუთო/ოდირის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები“ – საქართველოს სახალხო დამცველმა დასკვნა გაასაჯაროვა რომელიც ეუთ/ოდირმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოადგინა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები. „2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით მიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირს). გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული…

მეტი...

„შე ბო…ო, შენ დედას  შ…..ი“ – უმძიმესი კადრები, სისხლიანი დაპირისპირება მამაოებს შორის     

სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმა მამაომ მეორე სასტიკად სცემა, თან, ცემის ვიდეო გადააღებინა. ნაცემია  მამაო როინ მუმლაძე, თავდამსხმელი კი ასევე მამაო  ილარიონ  გიგოლაშვილი.  კადრებში რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, კარგად ჩანს როგორ სასტიკად უსწორდება შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი  მამა როინ მუმლაძეს.  სცემს, მუშტებს ურტყამს და თან აგინებს. ნაცემი მამაო კი ეხვეწება, რომ თავი დაანებოს. როგორც ირკვევა, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ადრე, მამა როინს დაპირისპირება მოუვიდა  მამა შალვა კეკელიასთან, რომელსაც მამა როინმა პოლიციაში უჩივლა. ამჯერად, თავდამსხმელი მამა ილარიონი სწორედ ამაზე სთხოვს პასუხს მამა როინს და უყვირის, რატომ უჩივლა მამა შალვას.…

მეტი...

ვირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა – 378, იმერეთი – 601, ქვემო ქართლი – 219, შიდა ქართლი – 158, გურია – 165, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 245, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

მეტი...

ვირუსით 4 775 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 351 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  26.02%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 553 668. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.28% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.97%.

მეტი...

სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს ისევ ხმაური იქნება. ამჯერად, სასამართლო, ყოფილ პრეზიდენტის მიმართ 7 ნოემბრის საქმეზე არსებულ  ბრალდებებს განიხილავს. სხდომას ტავად ბრალდებული პრეზიდენტიც დაესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. პარალელურად, სასამართლოს ეზოში ბრალდებული პრეზიდენტის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გამართავენ. მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი. ბრალი  5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

„მოსიარულე ფსელი“ “საქონელი”, “ქუჩიდან მოთრეული”, “დედისგან მიტოვებული” – ბავშვთა სახლის თანამედროვე ისტორია

ფიზიკური დასჯა, საკვების თავზე დასხმა, მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია, ემოციური ზეწოლა, ძილისა და საკვების აკრძალვა, შიმშილი და სხვისი ჭამის ყურება, გაშიშვლება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ. რა ხდებოდა აღნიშნულ პანსიონატში, რა დასკვნა დაიდო შემოწმების შედეგად და რას ყვებიან აღსაზრდელები, „მედიაცენტრი მთავარის“ ჟურნალისტურ მოკვლევაში შეიტყობთ. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია შევიდა ძალაში, სავალდებულო გახდა ყველა იმ დაწესებულების ლიცენზირება, რომელიც ბავშვზე ზრუნვას ახორციელებდა. აღნიშნულის საფუძველზე ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა…

მეტი...

„რუსეთი მზადაა თავდასხმისთვის“ – ამტკიცებს ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებები განმუხტული არ არის და ისევ აქტიურია. ამერიკული მედიის ინფორმაციით რომელიც ადგილობრივ სადაზვერვო ძალებიდან ვრცელდება, რუსეთის კონვენციური ძალების 75% უკრაინისთვის დასარტყმელად მზადაა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსსული ძალები უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში არიან განლაგებულები. რაც შეეხება მათ საჰაერო ძალებს, ამერიკის ინფორმაციით, მობილიზებულია 35 ერთეული საჰაერო თავდაცვის ბატალიონი და  ასევე 500 ავიაგამანადგურებელი.

მეტი...

ამერიკა მზადაა, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი პირობით შეხვდეს   

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თანახმაა, საფრანგეთის ინიციატივა გაიზიაროს და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდეს. თუმცა, პირობა უცვლელია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პუტინი საბოლოოდ უარს იტყვის უკრაინაში შეჭრაზე. „მზად ვართ დიპლომატიისთვის. ასევე, მზად ვართ დავაწესოთ სწრაფი და მძიმე შედეგები, თუ რუსეთმა ომი აირჩია. ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ძალიან მალე განხორციელებისთვის,“- აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი. თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებისგან ინიცირებული სამიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.  

მეტი...