აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მწარმოებლები სანქციებში მოაქცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მილსადენის მწარმოებლებს სანქციები დაუწესა.

„დღეს მე დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ 10 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი გასული წლის სექტემბერში დასრულდა.

მსგავსი თემები