რუსეთთან რუბლით ვაჭრობას არც ბრიტანეთი აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის  განცხადებით, ბრიტანეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. პრემიერის ოფისის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ევროპულ ბაზარზე არსებულ ვითარებას სწავლობს და რუსეთში არც რუბლის ანგარიშიც გახსნას აპირებს. ანალოგიური განცხადება გერმანიამ და საფრანგეთმაც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც,  ხვალიდან ამოქმედდება ახალი სისტემა რუსული გაზის შისყიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუსულ ბანკში რუბლის ანგარიში უნდა გახსნან და გაზის საფასური ამ გზით გადაიხადონ. პუტინი კ აცხადებს, რომ თუ არ დაემორჩილებიან, გაზს არავის მიაწვდის. საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის დამორჩილებას არ აპირებს და რუსულ გაზზე უარისთვის ემზადება  

მეტი...

საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის დამორჩილებას არ აპირებს და რუსულ გაზზე უარისთვის ემზადება

ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, საფრანგეთი და გერმანია არ დაემორჩილება. საუბარია რუსული გაზის შესყიდვისთვის რუსულ ბანკში რუბლის ანგარიშის გახსნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მათ გაზს არ მიაწვდის. პუტინის გზავნილს საფრანგეთი და გერმანია უკვე გამოეხმაურა და ღიად დააფიქსირეს, რომ რუბლით ვაჭრობას არ აპირებენ. „ხვალ შეიძლება იყოს ისეთი ვითარება, რომ აღარ იქნება რუსული გაზი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მოვამზადოთ ამ სცენარებისთვის და ჩვენ ვემზადებით”, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებს“ ახალი სანქციები დაუწესა და აიძულებს ანგარიში რუბლში გახსნან

მეტი...

პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებს“ ახალი სანქციები დაუწესა და აიძულებს ანგარიში რუბლში გახსნან

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც  „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესს ეხება. „შავ სიაში“ მოხვედრილმა ქვეყნებმა რუსეთისგან გაზის შესაძენად რუსულ ბანკებში რუბლის ანგარიში უნდა გახსნან. „ვთავაზობთ კონტრაგენტების გასაგებ და გამჭვირვალე სქემას. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება ხვალიდან, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. თუ გაზის საფასურის გადახდა ახალი წესების შესაბამისად არ მოხდება, რუსული მხარე ამას ვალდებულებების შეუსრულებლობად ჩათვლის, რასაც დამატებით სანქციებს გამოიწვევს. „ჩვენ არავინ არაფერს უფასოდ არ გვაძლევს. არც ჩვენ ვაპირებთ, ქველმოქმედებით დავკავდეთ. ანუ, მოქმედი…

მეტი...

„რუსეთმა უნდა დაასრულოს უაზრო ომი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო არის ერთიანი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ცალსახაა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს უაზრო ომი. „რუსეთმა უნდა დაასრულოს უაზრო ომი, გამოიყვანოს თავისი ჯარები და კეთილი ნებით ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ნატოს ძირითადი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. ჩვენ დამატებით ათასობით ჯარისკაცი გადავისროლეთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ნატო არის ერთიანი და ძლიერი“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, რუსეთი არ ასრულებს იმ განცხადებებს, რასაც თავად ახმოვანებს და ძალების გადახალისებას ახდენს. „ველოდებით უფრო დიდ შეტევას, რომელიც მეტ ტანჯვას მოიტანს“ – სტოლტენბერგი რუსეთზე

მეტი...

„ველოდებით უფრო დიდ შეტევას, რომელიც მეტ ტანჯვას მოიტანს“ – სტოლტენბერგი რუსეთზე

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ტყუილია რუსეთის გადაწყვეტილება უკან დახევისა და უკრაინის გარკვეული წერტილებიდან ძალების გაყვანის შესახებ. „ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსული დანაყოფები არ გამოდიან უკრაინის ტერიტორიიდან. ისინი მხოლოდ პოზიციებს იცვლიან. რუსეთი ცდილობს, გადაჯგუფდეს და მიიღოს ახალი რესურსები, გააძლიეროს შეტევა დონბასის რეგიონში. იგივეს აკეთებს ის კიევსა და სხვა ქალაქებზე. შეიძლება ველოდოთ დამატებით შეტევას,  რომლებიც კიდევ უფრო დიდ ტანჯვას მოიტანს“ – განცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. „რუსეთი მუდმივად იტყუება“ – ნატოს გენერალური მდივანი

მეტი...

„რუსეთი მუდმივად იტყუება“ – ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებები გააკეთა, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი მუდმივად იტყუება და მისი სიტყვები სანდო არ არის. „რუსეთი მზად იყო, განეხორციელებინა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ მოვემზადეთ უარესისთვის ვიდრე იყო რუსთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მართალია მოვემზადეთ უარესისთვის, თუმცა, გვქონდა უკეთესის იმედი. ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ რუსეთის დიალოგში ჩასართველად, თუმცა, მოსკოვმა არაერთგზის გვითხრა უარი და საბოლოოდ, გადაწყვიტა შეეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისი შეფასებით, რასაც რუსეთი ამბობს, არასდროს ასრულებს. „ჩვენ  გავაძლიერეთ მხარდაჭერა და გავამაგრეთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინა.…

მეტი...

სანქციებში “მარიუპოლის ყასაბიც” მოხვდა – დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ სანქციებს აძლიერებს

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებში კიდევ რამდენიმე პირი მოაქცია. ამჯერად, დიდი ბრიტანეთის „შავ სიაში“ იმ მედიის წარმომადგენლები მოხვდნენ რომლებიც ომის პროპაგანდაში იყვნენ ჩართულები და ასევე, სამხედრო პირები. სანქციებში მოექცა ტელეწამყვანი სერგეი ბრილევი, Gazprom-Media-ს აღმასრულებელ დირექტორ ალექსანდრე ჟაროვი, RT-ის მმართველ დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი და Sputnik International-ის ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი.  ბრიტანეთში შესვლა ასევე ეკრძალება გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევს, რომელსაც „მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებენ. სანქციები სულ 14 პირს შეეხო. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განმარტებით, რუსეთის საინფორმაციო ომი ტყუილებზეა აგებული. „სანქციების ბოლო სერიის სამიზნეს წარმოადგენენ უსირცხვილო პროპაგანდისტები, რომლებიც ავრცელებენ პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს“, – განაცხადა ლიზ…

მეტი...

“ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, – ყოფილი სიდედრი სასამართლოზე

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. სასამარლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ სიდედრს მოუსმინა, რომელმაც მოსამართლეს იმ ძალადობრივი ფაქტების შესახებ მოუყვა, რომელსაც თითქოს ბასილაშვილი მის ქალიშვილს აყენებდა. როგორც მაკა სიმონიშვილმა განაცხადა, ბასილაშვილმა მისი ქალიშვილი სახლიდან ჩუსტებითა და ღამის პერანგით გააგდო. „ჩემი ქალიშვილი და ნიკოლოზი აღმაშენებელზე ცხოვრობდნენ. ჩვენთან, ფალიაშვილზე მოვიდა ნიკოლოზი, ძალიან გაბრაზებული, აგრესიული, ჩემ ქალიშვილზე ამბობდა, რომ უზრდელი იყო და ესწავლა, ვის როგორ ესაუბროს. ვიკითხე, რა ხდებოდა, შემეშინდა. განაგრძო ჩემი ქალიშვილის მისამართით ლანძღვა, დავაპირე ნელისთან დარეკვა, მკითხა, სად ვრეკავდი, ამაზე უარესი აგრესია დაემართა, დაიწყო ყვირილი,…

მეტი...

აფხაზეთი რუსეთთან შეერთებას არ გეგმავს, თუმცა, მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის “გარუსებას” ითვალისწინებს   

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ტაშს უკრავს „სამხრეთ ოსეთის“ გადაწყვეტილებას რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. როგორც შამბა აცხადებს, იგივე, აფხაზეთთან დაკავშირებით ვერ მოხდება, რადგანაც, კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს. „მსგავსი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არსებობს.  ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და საზოგადოებაში არ არსებობს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განწყობები. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება”, – განაცხადა მან. შამბას განცხადების პარალელურად, წელიწადზე მეტია, აფხაზეთში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის „გარუსებას“ ითვალისწინებს. კერძოდ,…

მეტი...

8 წლის ბავშვს მესამე ოპერაცია უტარდება, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ იაშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა, რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩატარდა. „ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ჩატარდა ჩარევა სისხლძარღვებზე, თეძოს ძვლებზე, ბარძაყზე და იგეგმება უროლოგიური ოპერაციის ჩატარებაც. მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   შეგახსენებთ, რომ შარტავას ქუჩაზე, ბავშვს მანქანა დღეს დილით დაეჯახა. ავარია თბილისში – მანქანა მცირეწლოვანს დაეჯახა  

მეტი...

ავარია თბილისში – მანქანა მცირეწლოვანს დაეჯახა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოტოზე ასახულია მომხდარი შემთხვევა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მეტი...

ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ვერ საუბრობს

შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთთან ომის დასაძლევად მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა, დამატებით, უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. როგორც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორი  ქეით ბედინგფილდი აცხადებს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვის სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს. „პრეზიდენტი ბაიდენი არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.  მუდმივ დისკუსიაში ვართ უკრაინასთან, თუ როგორ დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებზეც ამ მომენტში შემიძლია, ვისაუბრო“, – განმარტავს ქეით ბედინგფილდმა.

მეტი...

„რუსეთის მოქალაქეები უნდა ჩამოვიდნენ და სიამოვნება მიიღონ აფხაზეთში“ – მარგარიტა სიმონიანი

კრემლი  აფხაზეთში მედია ცენტრს ქმნის, რომელიც რუსულ პროპაგანდაზე იმუშავებს. აღნიშნული თემის მოსაგვარებლად, მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გაგზავნა. სოხუმში მედიაცენტრი გახსნის ცერემონია ოფიციალურად ჩატარდა და ის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსდა. როგორც ღონისძიებაზე სიმონიანმა და ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთის მოქალაქეები მეტ ინფორმაცის უნდა ფლობდნენ აფხაზეთზე და ის რუსებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში რუსეთთან დაკავშირებით ბევრი პოზიტიური ინფორმაცია გავრცელდეს  და მეტი დადებითი განწყობა გაჩნდეს და პირიქით, რუსეთის მოქალაქეები ჩავიდნენ აფხაზეთში. „მინდა, რომ აფხაზეთი ფართოდ გაიცნონ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობენ. ეს არის…

მეტი...

რუსეთთან მიერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმი ჩატარდება  

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რეფერენდუმისთვის ემზადებიან. ცხინვალი საოკუპაციო რეჟიმი ოფიციალურად ადასტურებს, რომ მოსახლეობა ითხოვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ა ეს რეფერენდუმითაც დადასტურდება. „რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“, – აცხადებს „პრეზიდენტის“ პრესმდივანი დინა გასიევა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ამის შემდეგ კი ცხინვალი საკუთარ თავს რუსეთის შემადგენლობაში განიხილავს. „რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“ – სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ელოდება

მეტი...

ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 745 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 21, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.    

მეტი...

ვირუსით 450 დამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 626   ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.9%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 648 264. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 624 993.    

მეტი...

უფასო ან ფასდაკლებული სერვისები რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში – როგორ მოვზიდოთ რუსები?!  

უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ  საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს ცენტრალურ ქუჩებზე მიმზიდველი და საინტერესო სერვისები ხვდებათ. პლაკატები, რომელიც სხვადასხვა, მარტივად შესამჩნევ ადგილზე გამოიფინა, მათ იმ სერვისებს უფასოდ ან მაქსიმალური ფასდაკლებით სთავაზობს, რაც აუცილებელია. ამისათვის კი საჭიროა, რუსეთის მოქალაქეებმა QR კოდი დაასკანერონ და ყველა მომსახურება მათ ტელეფონებში გაჩნდება. ეს არის ერთგვარი სატყუარა და ხრიკი, რომლის მიხედვითაც, რუსეთს მოქალაქეები საქართველოში რუსეთის აგრესიის შესახებ რეალურ ინფორმაციას მიიღებენ და ასევე, გაიგებენ რა სისასტიკეს ატრიალებს რუსეთი უკრაინაში. ბანერები, რომელიც ქუჩებშია განთავსებული, სხვადასხვა ფერისაა და მასში სხვადასხვა სერვისია შეთავაზებული. ასე მაგალითად: პლაკატზე აწერია, რომ სთავაზობენ ინფორმაციას გასაქირავებელი სახლების…

მეტი...

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა და მას სხვა სამსახურის მოძებნა ურჩია

პრეზიდენტმა ზელენსკი ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაწვეულია. მან დიპლომატიურ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი იმ მიზეზებზეც საუბრობს, არამც ელჩის გაწვევა გამოიწვია. პრეზიდენტმა, საქართველოსთან ერთად, ელჩი მაროკოდანაც გაიწვია. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ამ ელჩებმა ვერ მიაღწიეს იმას, რომ ქვეყნები სადაც არიან წარმოდგენილები, უკრაინას გვერდით დამდგარიყვნენ. „არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ საკუთარი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას. ასევე, დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით,…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.  მებრძოლს აეროპორტში ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დროშებითა და სანთლებით დახვდნენ. დავით გობეჯიშვილი 26 მარტს, ქალაქ ირპენში დაიღუპა. მისი გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქართველ მებრძოლს, სხვა მებრძოლების მსგავსად,  სამხედრო პატივით დაკრძალავენ. უკრაინა-რუსეთის ომში ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კიდევ ერთი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 19 მარტს გარდაიცვალა, საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩამოუსვენებიათ. მარიუპოლში  შექმნილი მძიმე ვითარების გამო, მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება. დავით გობეჯიშვილი დასვენებულია ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. დღის ბოლოს კი მას  ტყიბულში გადაასვენებენ კვირას დაკრძალავენ.

მეტი...

ომში ჩართული მხარეები მოლაპარაკებას 1 აპრილს გააგრძელებენ

უკრაინა-რუსეთის დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკება ხვალ, 1 აპრილს ვირტუალურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც უკრაინული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, სამუშაო ფორმატზე შეთანხმება უკვე არსებობს.  

მეტი...

უკრაინა ამერიკისგან 500 მილიონ დოლარს მიიღებს

თეთრი სახლი უკრაინითვის მორიგი ფულადი დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, უკრაინა აშშ-სგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით 500 მილიონ დოლარს მიიღებს. გუშინ, აღნიშნულ საკითხზე ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „ლიდერებმა განიხილეს, როგორ მუშაობს აშშ განუწყვეტლივ, რომ უკრაინის მიერ უსაფრთხოების სფეროში მოთხოვნილი ძირითადი დახმარება დააკმაყოფილოს. ასევე, განიხილეს, რა გავლენა იქონია კონფლიქტზე მიწოდებულმა შეიარაღებამ და რა შეიძლება გავაკეთოთ  პარტნიორებთან ერთად, უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად, რომ მათ დაიცვან თავიანთი ქვეყანა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.  

მეტი...

„რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“ – სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ელოდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პრეზიდენტი  აცხადებს, რომ მალე დადგება „ისტორიული დღე“ როცა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება. „ძვირფასო თანამოქალაქეებო! სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და მთელი მსოფლიო ახლა გარდამტეხ მომენტს განიცდის. რუსული სამყარო დღეს იცავს მათ ინტერესებს, ვინც მისი ერთგულია, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში. 2008 წელს  რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის. მადლობა, ძმებო და დებო. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ…

მეტი...

ოკუპანტები ახალგაზრდა ქალს რამდენიმე საათი აუპატიურებდნენ

ახალგაზრდა უკრაინელი ქალი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს, ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. როგორც უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, 33 წლის ქალი იხსენებს, რომ ოკუპანტებმა ჯერ მისი ქმარი მოკლეს, შემდეგ, ქალი იარაღის მუქარით აიძულეს, ტანსაცმელი გაეხადა. მას რუსი სამხედროები რიგრიგობით, რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ. მსხვერპლი ყვება, რომ მცირეწლოვანი შვილი ამ დროის განმავლობაში სხვა ოთახში იმალებოდა. როდესაც მოძალადეებმა დაიძინეს, დედა შვილთან ერთად სახლიდან ფეხით გაიქცა. მამის გარდაცვალების შესახებ ბავშვმა ამ დრომდე არაფერი იცის.  

მეტი...

ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს სანქციებს უკანონოს უწოდებს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი საკითხი, რასაც ლავროვი ჩინეთთან განიხილავს ამერიკისა და დასავლეთის სანქციებია და ჩინეთს დახმარებას სთხოვს. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს დასავლეთის სანქციები და მას  უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს. ჩინეთის საგარეო მინისტრი ვან ი ლავროვს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰოიში შეხვდა. „მინისტრებმა დეტალური გაცვალეს პოზიციები უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროგრესზე და კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესის დინამიკაზე“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა…

მეტი...

წალენჯიხის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, წალენჯიხის საკრებულოს წევრს – გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს, ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთ დაკავებულ პირებს კი გირაოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. კონკრეტულად კი, ნუნუ აბულაძეს 2000 ლარიანი გირაო,  დანარჩენებს კი 6000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გელა აბულაძე უდანაშაულოა და ის ბრალს არ აღიარებს. აბულაძეს თავდებში უდგებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები პარტია „საქართველოსთვის.“ კერძოდ: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი. ასევე, წალენჯიხის საკრებულოს წევრები. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი…

მეტი...

მარიუპოლში „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპანტებმა  ალყაში მოქცეულ ქალაქ-ნავსადგურ მარიუპოლში „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. სახალხო დამცველი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღოს. „ოკუპანტებმა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის შენობა მიზანში ამოიღეს. მტრის თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი გაუხსნეს შენობას, რომელზეც თეთრ ფონზე, წითელი ჯვარი იყო გამოსახული, რაც დაჭრილებისა და ჰუმანიტარული ტვირთის არსებობის შესახებ მიუთითებს. ეს რუსეთის არმიის მორიგი ომის დანაშაული. ერთადერთი, ვინც წითელი ჯვრით აღნიშნული შენობები და ავტომობილები დაბომბა, იყო ჰიტლერის ჯარები. მოვუწოდებ, მსოფლიო თანამეგობრობას, დაგმოს, ოკუპანტი ქვეყნის ბარბაროსული ქმედებებს“ – აცხადებს  დენისოვა.  

მეტი...

Energy Community სემეკს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. აღნიშნული შეთანხმება სემეკსა და Energy Community-ს შორის  დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა, სადაც ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს ახალმა ხელმძღვანელმა, არტურ ლორკოვსკიმ  და სამდივნოს სხვა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მნიშვნელობასა და როლს. სემეკში გამართულ Energy Community-ს სამდივნოს ახალი ხელმძღვანელის გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მათ ენერგეტიკული თანამეგობრობის წარმომადგენელებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ელექტროენერგეტიკისა და…

მეტი...

გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. მედიის ცნობით, კანცლერის პრესსპიკერს შტეფან ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტია შეიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს. შეგახსენებთ, რომ საუბარია, რა შემთხვევაში იტყვის უკირაინა ნატოს წევრობაზე უარს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გაეროს უშიშიროების საბჭოს წევრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან. გერმანია კი მეორე ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობას აცხადებს. ბრიტანეთი თანახმაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

მეტი...

რუსებმა ხერსონში უკრაინელი მღვდელი გაიტაცეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონში მღვდელი გაიტაცეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური, სერგეი ჩუდინოვიჩი ოთხშაბათს, დილის 8:30 საათზე ეკლესიიდან სამმა პირმა უცნობი მიმართულებით წაიყვანა. ადგილზე მყოფ მოქალაქეებს კი საბუთები და მობილურები, კერძოდ კი შეტყობინების გასაგზავნი სოციალური ქსელების პირადი ანგარიშები შეუმოწმეს. თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ვინაობა არ გაამხილეს და არც საბუთები წარადგინეს. “უკრაინსკაია პრავდას” განცხადებით, სერგეი ჩუდინოვიჩი ხერსონში მდებარე  ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეა.

მეტი...

პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს და უკრაინისგან დანებებას ითხოვს

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებებისა და კონკრეტული დადებითი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ისევ იმუქრება. როგორც პუტინი აცხადებს, მარიუპოლის მიმართულებით ცეცხლი მანამ არ შეწყდება, სანამ უკრაინელი ჯარისკაცები არ დანებდებიან. „რთული ჰუმანიტარული სიტუაციის გადასაჭრელად უკრაინელმა ნაციონალისტმა სამხედროებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი“, – ასეთია კრემლის გზავნილი.  

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი ნორვეგიას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს სთხოვს

ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტი ნორვეგიის მთავრობას შეიარაღებით დახმარებას სთხოვს და ჩამონათვალსაც კი უგზავნის, რა სჭირდება მას. „ჩვენ გვჭირდება ხომალდების საწინააღმდეგო სისტემები. ასევე, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშნიანი მანქანების საწინააღმდეგო სისტემები, რათა დავიცვათ ჩვენო თავისუფლება და თქვენი თავისუფლება. სანქციები ერთადერთი გზაა რუსეთის შესაჩერებლად, სანქციების პაკეტი ყოველკვირეულად უნდა იზრდებოდეს. მადლობელი ვარ, რომ თქვენ შეუერთდით ევროკავშირის სანქციებს, თუმცა, მინდა, კიდევ ერთი რამ გააკეთოთ. ევროპული კომპანიები არ უნდა ეხმარებოდეს მას, ვინც ათასობით ადამიანი გაანადგურა და გაანადგურა ქალაქები. კომპანიებმა უნდა შეაჩერონ რუსეთის შესაძლებლობები, გაანადგურონ მეზობლები. როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ მათ საზღვაო აღჭურვილობა, როდესაც ისინი…

მეტი...

„ევროპის კონტინენტის ბედი წყდება უკრაინის მიწაზე, უკრაინის ცასა და უკრაინის ზღვაში“ – ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტში  

„თავისუფლება უნდა იყოს აღჭურვილი უფრო მეტად იარაღით, ვიდრე ტირანია“ – უკრაინის პრეზიდენტი ამ წუთებში ნორვეგიის პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტი ნორვეგიას მადლობას უხდის დახმარებისთვის და მეტს ითხოვს, განსაკუთრებით კი შეიარაღებას. „რუსეთი ანადგურებს დემოკრატიას, ის ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს. ეს აგრესია ჩვენს საზღვრებს სცდება. ევროპის კონტინენტის ბედი ახლა წყდება უკრაინის მიწაზე,  უკრაინის ცასა და უკრაინის ზღვაში. ჩვენს ერთად უნდა დავდგეთ, რომ გავაჩეროთ რუსული აგრესია. მადლობელი ვარ თქვენი, კონკრეტული დახმარებისთვის, როგორც შეიარაღების თვალსაზრისით, ისე სხვა მიმართულებით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის ტირანიის წინააღდეგ. რუსეთი ახალ ძალებს აგზავნის ჩვენს გასანადგურებლად. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ომის შესაჩერებლად.…

მეტი...

„არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს“ – კრემლი

“კრემლი დადებითად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო თავისი წინადადებების კონკრეტული ფორმულირება” – აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. პესკოვი ეხმაურება მედიის განცხადებებს, რუსეთის უკრაინიდან გასვლის შესახებ და ამბობს, რომ მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებულები, რუსული მხარის პოზიცია კი ყველასთვის ცნობილია. „არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს. მთავარია , ემოციებისგან თავის შეკავება. მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებულები, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი, ის ლოგიკურია, გააჩნია გამჭვირვალე საფუძველი და ეს პოზიცია არ შეცვლილა“ – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

რუსეთი ყირიმთან დაკავშირებით უკრაინასთან ვაჭრობას არ აპირებს

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ყირიმი არის ის თემა, რომელიც არანაირ მოლაპარაკებას ექვემდებარება და ეს საკითხი დღის წესრიგში არც არასდროს დადგება. „ყირიმი რუსეთის ნაწილია. ეს საკითხი არ განიხილება. გამორიცხულია რუსეთის რომელიმე რეგიონის შემდგომი ბედი ვინმესთან განვიხილოთ“ – განმარტავს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც თურქეთში რუსულ-უკრაინულმა მხარემ იმსჯელა, სწორედ ყირიმი იყო. როგორც უკრაინული დელეგაციის წევრი –  მიხეილო პოდოლიაკი აცხადებს, ყირიმზე შეთანხმება ცალკე უნდა მოხდეს და არა ერთიან კონტექტსში და ამ თემაზე მსჯელობა მაქსიმუმ 15 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

მეტი...

უკრაინაში ცხედრებიც კი დანაღმეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ყველანაირ სისასტიკეზე მიდიან. პრემიერ-მინისტრის მოადგილის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, მტერმა ცხედრებიც კი დანაღმა. ადგლოვრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისა და სახლებში დაბრუნებისაგან. „ძალიან ბევრი ნაღმია ყველგან. დანაღმულია ცხედრებიც კი.  ვისაც უნდა ირპენში დაბრუნება, საკუთარ სახლში დარჩეს, თუ ასეთი არსებობს. ნ აქ ვპოულობთ დანაღმულ ცხედრებს. გეტყვით როდის იქნება შესაძლებელი დაბრუნება. რუსეთის უკან დახევაზე საუბარი ნაადრევია”- განაცხადა დენი სენკომ.

მეტი...

რატომ უჩივის მმართველი გუნდი პრეზიდენტს და რას ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოსგან?!

„ჩვენ განვაცხადეთ საჯაროდ, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ამ სარჩელის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, თუ როგორ უნდა განიმარტოს ესა თუ ის კომპეტენცია“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე იმ საკონსტიტუციო სარჩელთა დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება. აქვე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის დასჯას არავინ აპირებს. „არავის სჯის საკონსტიტუციო სასამართლო. ერთადერთი, რასაც გააკეთებს, ეს არის კომპეტენციის შინაარსის განმარტება. თუ ვინმეს აქვს მცდელობა კინკლაობაში ჩაგვითრიოს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ერთადერთი, რასაც მოვითხოვთ, ეს იქნება კონსტიტუციის სათანადო განმარტება“, – განაცხადა კობახიძემ. „პრეზიდენტმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია“ – მმართველი გუნდი ზურაბიშვილს…

მეტი...