გაფრთხილება მშობლებს – „ტიკ-ტოკზე,“ სასიკვდილო თამაში გამოჩნდა, გარდაცვლილია 80-ზე მეტი ბავშვი

სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ ახალი სასიკვდილო თამაში გამოჩნდა.  თამაშის მთავარი მიზანია სუნთქვის დიდხანს შეკავება და გონების დაკარგვა, რაც გულზე მოქმედებს და სიკვდილის მიზეზი ხდება. თამაში ძირითადად მოზარდებშია გავრცელებული. ეს არის გამოწვევა, რომელიც მოზარდებში ელვის სისწრაფით ვრცელდება. „გამარჯვებულია“ ის, ვინც სუნთქვას ყველაზე დიდხანს შეიკავებ, გონებას დაკარგავს და გაითიშება. ჟანგბადის უკმარისობით კი გულიც ჩერდება. მშობლებისთვის რამდენიმე მინიშნება არსებობს, თუ როგორ უნდა მიხვდნენ, რომ მათი შვილი ამ სასიკვდილო თამაშშია ჩართული.  ეს არის: დასიხლიანებული თვალები; კისერის მიდამოებში უცნაური კვალი; ძლიერი თავის ტკივილი; ორიენტაციის დაკარგვა.    

მეტი...

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა რუსეთს პასუხობს

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის აგრესიული პოლიტიკით უკრაინასთან მიმართებაში შეშფოთებას გამოხატავენ. 27 წევრი ქვეყანა კრემლს ერთიან წერის უგზავნის. ადრესატმა წერილი უკვე მიიღო, თუმცა, მისი შინაარსი, ამ ეტაპისთვის საჯარო არ არის. წერილს 27 ქვეყნის საგარეო მინისტრი აწერს ხელს. როგორც ევროკავშირში განმარტავენ, ერთიანი წერილის გაგზავნა  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გადაწყვიტა. „ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, – აცხადებს კომისიის პრეს-სპიკერი.

მეტი...

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – გორში გარდაცვლილი სამხედრო ოფიცერის გვამი იპოვეს

სოფელ ორთაშენში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესტაკადის ქვეშ ოფიცრის გვამი იპოვეს. ამ წუთებში, ადგილზე  სამართალდამცველები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. ოფიცერი სამხედრო ბაზასთან ახლოს იპოვეს. პერიმეტრი ყვითელი ლენტებითა შემოფარგლული. ის დაახლოებით 45 წლისაა. ოფიცრის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

მეტი...

„მუნჯის ყრუსთან საუბარი“ – სერგეი ლავროვი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელისა დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, კრემლის საგარეო მინისტრმა კომენტარი ჩვეული რიტორიკით გააკეთა და კოლეგასთან საუბარს მუნჯისა და ყრუს  შეხვედრას შეადარა „იმედგაცრუებული ვარ. მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის“ – ასეთია „დიპლომატი“ რუსი საგარეო მინისტრის შეფასება. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. „რუსეთი სხვა ქვეყნებს არ ემუქრება, ჩვენი მხრიდან მუქარა არსად გაჟღერებულა, პირიქით, აქეთ გვემუქრებიან“, – ასეთია კრემლის პოლიტიკა.  

მეტი...

1 ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებსა და მამიკოებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ამჟამინდელ ოპოზიციას მათი მმართველობის პერიოდს ახსენებს და მიუთითებს, რომ სწორედ მათ დროს ხდებოდა სახელმწიფო ქონების განიავება. „წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე. ფინანსდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების, მაგალითად, ბავშვების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან. მე ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა ჩემს მიმართ, ბიუჯეტიდან ფული რომ ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? მახსოვს ასევე საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის. ეს ძალიან მძიმე თემა იყო, როდესაც პირადი დაკმაყოფილების მიზნით ბიუჯეტი…

მეტი...

კარანტინის ვადები მცირდება – ვის შეეხება ცვლილებები?

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება იმ პირებისთის, რომლებიც სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში მუშაობენ, როგორიცაა: სამედიცინო დაწესებულებები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს პროკურატურის სისტემა; ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის…

მეტი...

“რესტორატორთა ასოციაცია” და პროფესორი მაკა ბულეიშვილი პაციენტების მართვაზე შეთანხმდნენ

“რესტორატორთა ასოციაციის” წევრები და მათი ოჯახის წევრები, კორონავირუსით ინფიცირების შემტხვევაში, სამედიცინო დახმარებას პროფესორ მაკა ბულეიშვილისაგან მიიღებენ. აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ და პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრეს. „რესტორატორთა ასოციაციის ინიციატივით, მივმართეთ ქალბატონ მაკას, რომ პირველადი დახმარება გაეწია იმ  ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთის, რომლებიც ჩვენი ასოციაციის წევრები არიან“- განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ოჯახის ექიმები ვეღარ ახერხებენ დაკავშირებას და მათი გუნდის წევრები, რომლებსაც დახმარება დასჭირდებათ გადამისამართდებიან ჯანდაცვის ექსპერტ მაკა ბულეიშვილთან და მის  გუნდთან. „ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღურად იზრდება, …

მეტი...

შალვა ნათელაშვილი მოდის – 1 მანდატი საკანონმდებლო ორგანოში

“ლეიბორისტმა“ შალვა ნათელაშვილმა, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი 1 მანდატი არ გააფუჭოს და პარლამენტში შევიდეს. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭოს მიიღო „პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს“ – აცხადებს ნათელაშვილი. ნათელაშვილი პარლამენტში მომავალ კვირას მივა და…

მეტი...

„ომი უკრაინაში კატასტროფული იქნება“ – ლავროვი-ტრასის შეხვედრა

ბრიტანეთი რუსეთს მორიგ გზავნილს პირისპირ შეხვედრაზე უგზავნის და მოუწოდებს, ხელი აიღოს „ცივი ომის“ რიტორიკაზე.  ეს განცხადება ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ბრიტანეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, ომის დაწყება კატასტროფული იქნება და ეს რუსეთმა კარგად უნდა გააანალიზოს. „ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრას. ეს არის რეალობა. ომი უკრაინაში კატასტროფული იქნება რუსი და უკრაინელი ხალხისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის“ – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე. ბრიტანელი საგარეო მინისტრი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ურჩევს,  დიპლომატიური გზა აირჩიოს.…

მეტი...

კიევში ტერაქტი მზადდებოდა, დამნაშავე ფაქტზე დააკავეს  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინაში  ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. დაკავებული ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გადაბირებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა დავალების შესრულებას გეგმავდა, კერძოდ კი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ასევე აშინებდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. კერძოდ, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა მათ საცხოვრებელ სახლებთან კიევში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გადაბირებული დამნაშავის მიზანი ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო. ის ასევე აგროვებდა ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების შესახებ, რომლებიც უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებოდნენ.

მეტი...

რა არის კორონავისუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზები – პროფესორი მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ კორონავირუსით გარდაცვალების ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვალება ძირითადად ორი მიზეზით ხდება. „ძირითადად, გარდაცვალების მიზეზი მაინც არის ან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია ან არის შემთხვევა, როდესაც პაციენტს აქვს ფონური, ქრონიკული დაავადებები. ადამიანების გარკვეულ კატეგორია უარს აცხადებს ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. ძირითადად მძიმე პაციენტები  ამბობენ უარს ჰოსპიტალიზაციაზე, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთმანეთს რჩევას აძლევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელონ მკურნალობა საავადმყოფოებში. რა თქმა უნდა, ეს იწვევს დაგვიანებულ მომართვიანობას და შემდგომში გარდაცვალებას. თუმცა, გარდაცვალების შემთხვევები, მაინც დელტა შტამთანაა დაკავშირებული“ – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა „მედიცენტრ მთავართან“.

მეტი...

“მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აღარ იქნება” – მამუკა მდინარაძე

“ახლა კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განსხვავებით რამდენიმე დღის წინანდელი სიტუაციისგან“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, იმის საპასუხოდ, კვლავ იგეგმება თუ არა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები. „5 დღის წინ, როდესაც მკითხეთ ნათია თურნავასთან დაკავშირებით, შემთხვევითი არ ყოფილა ჩემი პასუხი, სადაც მე არ გამოვრიცხე ეს ყველაფერი. გაგეცით ზოგადი პასუხი, რადგან არ მინდოდა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მესაუბრა. არც დავადასტურე და არც უარვყავი ეს ინფორმაცია. მაშინ გითხარით, რომ 200-300 შემთხვევიდან, რომელსაც ავრცელებთ, ერთი მართლდება ხოლმე და დაველოდოთ ეს ერთი გამართლდება თუ არა-თქო. ახლა გეუბნებით, რომ იმ 200-300-ში ერთი არ არის…

მეტი...

„მედპერსონალის ინფიცირება მაღალია, ექიმების საიზოლაციო ვადა 5 დღემდე მცირდება“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მედპერსონალის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას და პაციენტების მომსახურების გარეშე არ უნდა დარჩნენ. როგორც ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, დღეს, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მაღალია. „ვიცით, რომ სამედიცინო პერსონალისთვის საიზოლაციო ვადა შემცირდა, 5 დღე გახდა. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშეა სამედიცინო პერსონალი. არ უნდა შეიქმნას კლინიკებში მედპერსონალის დეფიციტი, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების შემთხვევაში. ცხადია, თუ 5 დღის შემდეგ სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, რა თქმა უნდა, პაციენტს ვერ მოემსახურება. რაც კლინიკურად ვნახეთ, ძალიან ბევრთან 5-6 დღიდან ხდებოდა პროცესის უკან დახევა.…

მეტი...

“სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე” – მდინარაძის საგანგებო განცხადება

„ ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ისეთ საკითზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც დღეს მოგიწვიეთ, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად  კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში“ -ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მდინარაძის თქმით, საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატების არასრული შემადგენლობის მიუხედავად სხდომის გახსნას. „საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33  დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან…

მეტი...

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა – ამოღებულია 1 კილომდე ”კოკაინი” და სხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით.…

მეტი...

„თუ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნება, შესაძლოა დაინვალიდდეს“ – მარიამ ჯიშკარიანი

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსამართლის დავალება შესრულდება, ვინაიდან, ერთი თვეზე მეტია ველოდებით მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, რათა მისი მდგომარეობა შევისწავლოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა“ – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მისი დაინვალიდება მოხდეს. „სააკაშვილს სჭირდება ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობა, რასაც ის არ იღებს ეს არის ძალიან საშიში გზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაინვალიდება. არანაირი პროგრესი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, და ამაზე პასუხი რა თქმა უნდა, უნდა აგოს პენიტენციურმა სამსახურმა“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.…

მეტი...

სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მიეცა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით. „გამოძიების პროცესში დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სრულადაა…

მეტი...

მძიმე პაციენტია 1 232 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 – ია, საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 472, აჭარაში – 771, იმერეთში – 1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 137, იმერეთში – 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 38, იმერეთში – 26. 1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 – თბილისში, 465 – აჭარაში. 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.…

მეტი...

ვირუსს 53 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა – 1 876, იმერეთი – 3 281, ქვემო ქართლი – 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია – 616, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 496, კახეთი – 1 101, მცხეთა-მთიანეთი – 450, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79.

მეტი...

ვირუსის 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 68 392  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 13 245   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  32.82% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 398 059. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.84%.

მეტი...

30 000-მდე რუსი ჯარისკაცი სამხედრო წვრთნებში ერთვება

კრემლი ჯარისკაცების გადამზადების ახალ ეტაპს იწყებს. ამჯერად, სამხედრო წვრთნებს რუსი ჯარისკაცები ბელორუსთან ერთად გაივლიან. ბელორუსისა და რუსეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელიც ჩაერთვება. დასავლეთი კრემლის აღნიშნულ ნაბიჯს მორიგ მზაკვრულ გეგმად აფასებს და არც ეეჭვებათ, რომ რუსეთი უკრაინაში იერიშის მისატანად ემზადება.

მეტი...

ჟირინოვსკი კლინიკაში გადაიყვანეს, ის 2 კვირა მალავდა რომ კორონავირუსი ჰქონდა

ვლადიმერ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია. რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, თითქმის 2 კვირა მალავდა რომ ვირუსის მატარებელი იყო და ვირუსს ავრცელებდა. აღნიშნულ ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს. პოლიტიკოსის ინფიცირების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მისი უახლოესი გარემოცვა ფლობდა. ჟირინოვსკი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში 2 თებერვალს გადაიყვანეს. მას „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა.

მეტი...

„ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია“ – ენტონი ფაუჩი

„თუ ხართ ჯანმრთელი, 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს სხვა დაავადებები, გამაძლიერებელი წამალი (ბუსტერი) შესაძლოა, მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ,”- აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი. მისი შეფასებით, დღევანდელი გადასახედიდან, კორონავირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია. „COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები სავარაუდოდ მალე წარსულს ჩაბარდება“ – აცხადებს ფაუჩი.

მეტი...

„მოვუფრთხილდეთ საწოლფონდს“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

დღეში 50 გარდაცვალება და 25 000-ზე მეტი ინფიცირება  – ამ ეტაპზე, ასეთია „ომიკრონის“ მზარდი სტატისტიკა. როგორც პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი აცხადებს, საჭიროა, როგორც საწოლფონდის, ისე მედპერსონალის გაფრთხილება. „ამ დროისათვის საწოლფონდი უზრუნველყოფს დაავადებულთა მკურნალობას და ამის რესურსი ინფიცირებულთა გაზრდის შემთხვევაშიც ექნება. მიუხედავად ამისა, საჭიროა მოვუფრთხილდეთ საწოლფონდს და დავიცვათ რეგულაციები“ – აცხადებ მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“. რა მდგომარეობა გვაქვს კლინიკური მართვის თვალსაზრისით, როგორის ინფიცირება ექიმებში – ამ და სხვა საკითხებზე პროფესორი მაკა  ბულეიშვილი 11:00 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს (პირდაპირი ეთერი: https://www.facebook.com/mcm.ge).  

მეტი...