„მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“ – პუტინი ზელენსკიზე

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის გზავნილზეც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის პროვოკაციებს არ პასუხობს. „მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“ – ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გამოიყენა. ზელენსკი კი მას ასე პასუხობს: „არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს. ვფიქრობ, ეს ჭკვიანურია. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და რუსებისთვის, რადგან ესკალაცია დამოკიდებულია ჩვენს მოთმინებაზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს, არამედ ვიქცევით ღირსეულად, ამიტომ მოთმინება,…

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას საბრძოლო ტექნიკით დაეხმარება

საფრანგეთის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა როგორც პრეზიდენტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მას და საფრანგეთის პრეზიდენტს  საერთო ხედვები გააჩნიათ უკრაინის, ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს  საფრთხეებთან და  გამოწვევებთან დაკავშირებით. „გვქონდა არსებითი და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები. პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი გამძლეობის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.  უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთის…

მეტი...

17 წლის მოზარდმა 29 წლის მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით მოკლა

17 წლის სკოლის მოსწავლეს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის კაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოზარდი მიმალვას შეეცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით მკვლელობა გუშინ, გვიან ღამე მარნეულის ცენტრში მოხდა. მათი ინფორმაციით, მამაკაცს ზურგიდან 5-ჯერ აქვს დარტყმული დანა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი ნასვამი იყო. სამართალდამცავების წინასწარი ინფორმაციით კი, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მეზობლები აცხადებენ, რომ ბრალდებებული და მოკლული ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურიდან ამ წუთებში სახლში გადაასვენეს.

მეტი...

ინფიცირებული ბრალდებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ვირუსი ციხეებში უკონტროლოდ ვრცელდება და სიტუაცია უმართავია. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება PCR ტესტირება ბრალდებულებში. „შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში კოვიდ-19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება ცილისწამებლური კამპანია, რომელიც საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება…

მეტი...

„მოსახლეობისთვის გადაბრალება, რომ არ იცავენ წესებს და ამიტომ ვრცელდება ვირუსი, არასწორია“ – გიორგი კამკამიძე

​იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე არსებული რეგულაციების არაეფექტურ კონტროლზე „მედიაცენტრ მთვართან“ საუბრობს და ამბობს, რომ უკონტროლობის მოსახლეობისთვის გადაბრალება არასწორია. „სახელმწიფო სხვანაირად არ მუშაობს, მას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები ამის მონიტორირების და გაკონტროლების, თუ არა ეს ნიშნავს, რომ მართვა არ არის და არის ქაოსია“ – განაცხადა კლინიკა „ნიუ ლაბის“ ხელმძღვანელმა, იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მედიკოსის შეფასებით, „მწვანე პასპორტების“ გაუქმებაც იმიტომ მოხდა, რომ ის ვერ პასუხობდა არსებულ გამოწვევებს. ,,მწვანე ბარათი“ გაუქმდა იმიტომ, რომ ის ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას.  ის რაც ვერ სრულდება შეიძლებოდა გაუქმებულიყო და ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედიაა ის, რომ ვერ…

მეტი...

ელექტროენერგიის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ სემეკი განცხადებას ავრცელებს

სემეკი მომხმარებლებს მიმართავს, სპეციალური განაცხადის ფორმა შეავსოს და ზედმეტად დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით კომპანიას ინფორმაცია მიაწოდოს. სემეკის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს  მოქალაქეებს, რომელთაც  2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს. სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, რომლის რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სამუშაო ჯგუფს.  ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ…

მეტი...

„მომდევნო ხუთ-ნახევარი წელი ექნება სააკაშვილს აზრების წასაკითხად“ – სოზარ სუბარი

დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც ის საუბრობს, რომ  კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება იმიტომ შეუწყვიტა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმები დაკლებოდა. მისი განცხადებით, სააკაშვილს მომდევნო ხუთი წელი ექნება აზრების წასაკითხად, რეალური გადაწყვეტილება კი მაშინ გამოჩნდება, როცა პარლამენტი შეიკრიბება. „სააკაშვილს შეუძლია აზრების წერა გააგრძელოს, ეს მისი საქმე იქნება უახლოესი, მინიმუ ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება პოლიტიკასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ადამიანი არის მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულზე, მაშინ…

მეტი...

რა შემთხვევაში შემცირდება იზოლაციის ვადა – თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟუნალისტებთან განმარტავს, თუ ვისთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი იზოლაციის ვადის შემცირება. გაბუნიას თქმით, იზოლაციის ვადა კვლავ რვა დღე დარჩება,  თუმცა იზოლაციიდან მეხუთე დღეს, თუ პირს არ დაუდასტურდა ვირუსი, ის შეძლებს პირბადის გამოყენებით დაუბრუნდეს ბიზნესაქტიურობას. „ჯერჯერობით უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა კვლავაც რჩება რვა დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, მაგალითად, იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა შეიძლება, გააგრძელოს ჩვეული ბიზნესაქტიურობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. მეტი აქცენტი…

მეტი...

კორონავირუსით 5 000-მდე ორსული დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვარში, კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა. „იანვარში, „ომიკრონის” აქტიური გავრცელებისას 4019 ორსული დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1 პროცენტი მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

„სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იგივე დარჩება  და  ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც არ შემცირდება“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ,,ომიკრონის“ სისუსტე არ გვაძლევს იმის საფუძველს , რომ ჯანდაცვის სისტემამ შეასუსტოს მიდგომები ვირუსთან მიმართებაში. მისი შეფასებით, რეგულაციების დაცვის აუცილებლობა ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი მექანიზმია და საწოლ-ფონდის მობილიზება და სისტემის მზადყოფნა მთავარი ნიშნულია ვირუსთან ბრძოლაში. ,,არის მასიური გავრცელება და მიუხედავად იმისა, როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი განახევრდა მსოფლიოში. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში 70-75 % შემცირდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და 90-95% შემცირდა სიკვდილიანობა. მაინც თუ გვექნება მნიშვნელოვანი ზრდა, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იგივე დარჩება იგივე და ასევე, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც არ შემცირდება. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები რომ შემცირდეს საწოლ-ფონდის…

მეტი...

“ხმალაძე, სადაც საჭიროა იქ მივა”-კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას, ფრაქციის სხდომაზე, სადაც უკანონო მშენებლობების საკითხზე ვიცე-მერი და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო დაბარებული, მაგრამ არ გამოცხადდნენ. მისივე თქმით დედაქალაქში არსებულ ყველა უკანონო მშენებლობას მოჰყვა სათანადო რეაგირება და “ნაციონალურ მოძრაობაში” ტყუიან. „ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან ბევრჯერ მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას” ცხვირ-პირში ამ ტყუილისთვის. ამას გადავწყვეტ მე. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პროექტს, რომელიც უკანონოდ ხორციელდება, რომ მას არ მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება, მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ვართ ის ადამიანები, პირადად მე ვარ ის…

მეტი...

„ეს არის პრეპარატის გასაღების მცდელობა“ – გიორგი კამკამიძე „რედმისივერზე“ „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის არაეფექტურობასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისეთი ეფექტური ვერ გამოდგა, როგორც წარმოდგენას ქმნიდნენ. უფრო მეტიც, როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, მიდის მისი გასაღება. „რემდმისევირი“ არ გამოდგა ისეთი პრეპარატი, როგორიც გათვლა იყო მწარმოებელისგან და სამეცნიერო საზოგადოებისგან. დღეისათვის რასაც ვხედავთ, ეს არის ამ პრეპარატი გასაღების მცდელობა, მარტო საქართველოში არა აშშ-შიც ასეა, სადაც შემუშავდა ეს პრეპარატი. ევროპის ქვეყნები ამ პრეპარატის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, ამ პრეპარატის არასასიამოვნო და მავნე შედეგები დამალულია. „რედმისივერს უკავშირდება დიდი სკანდალი იმისა, რომ დამალული…

მეტი...

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებს

“მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ” – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი…

მეტი...

„ინფიცირების აღმავლობა გაგრძელდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იგივე იქნება“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „ომიკრონის“ შემთხვევებსა და ახალი „საგაზაფხულო“ შტამის შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა გაცილებით დაბალია ვიდე დაინფიცირებულთა  რეალური მაჩვენებელი. იმუნილოგმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა აღნიშნა, რომ მისი ეფექტურობიდან გამომდინარე ახლო მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ ინფიცირებულთა ზრდას. „ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში 95%-მდე შემცირდა სიკვდილიანობა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საწოლფონდისა და მზადყოფნის საჭიროება იგივე ნიშნულზე რჩება“ – განაცხადა მან „მედიაცენტრ მთავართან“. „ფაქტიურად არ არის ბარიერები ვირუსის გავრცელების კუთხით. შესაბამისად, გვაქვს აღმავლობა და ეს გაგრძელდება. ის ციფრები, რაც გვაქვს, მხოლოდ ნაწილია იმ რეალური ვითარებისა, ვიდრე რეალურად…

მეტი...

პოლიციამ 3 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „1978 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1973 წელს დაბადებული ა.ყ. და 1986 წელს დაბადებული ა.გ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის არიან დაკავებული. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე…

მეტი...

„ვინც საქართველოს პრეზიდენტის თმის გათეთრებაში მიიღო მონაწილეობა, არ გაიხარებს“ – მაია ორჯონიკიძე

“არ გაიხაროს არცერთმა,  ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა შენი თმების გათეთრებაში,პრეზიდენტო…“ – ამ სიტყვების ავტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძეა, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა პოსტი. „არც გაიხარებს არასდროს-წყეულიმც იყოს აწ და მარადის! თუ ჯოჯოხეთი არსებობს-ჩაიწვას იმ ჯოჯოხეთში! ცრემლები მახრჩობს და სირცხვილი მწვავს-როცა ვაცნობიერებ,რომ ამ ბოროტების აღლუმის თანამედროვე ვარ!!!“სააკაშვილის თავისუფლება არ უნდა იყოს პრიორიტეტული საკითხი” ხომ?!! ვერ ხედავთ შუბლისძარღვგაწყვეტილებო,რომ კაცი ნელი სიკვდილით კვდება-ვერ ხედააავთ?!!! და ამის მთქმელს ვინც “აპრავებს” და არ იმჩნევს-ის მთქმელზე უარესია,რადგან ესაა საუკუნის დანაშაულში თანამონაწილეობა!!!” – წერს მაია ორჯონიკიძე.

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1228 შეადგენს

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686-ია. აქედან: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 437, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 258. მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში – 469, აჭარაში – 150, იმერეთში – 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 43, იმერეთში – 29. 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 – თბილისში, 490 – აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ…

მეტი...

ვირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა – 2 187, იმერეთი – 3 382, ქვემო ქართლი – 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია – 657, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 114, მცხეთა-მთიანეთი – 697, სამცხე-ჯავახეთი – 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 138.

მეტი...

კორონავირუსით 24 616 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 251 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 24 616  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 221  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  33.61% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 350 454. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 28.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.86%.

მეტი...

პუტინი ისევ იმეორებს, რომ ნატოს გაფართოება არ უნდა მოხდეს

კრემლში ისევ ჯიუტად იმეორებენ, რონ ნატოს გაფართოება არ უნდა მოხდეს. აღნიშნული გზავნილი ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა. „რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე“ – ასეთია პუტინის მორიგი და უცვლელი გზავნილი. „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ აღმოსავლეთით ახალი წევრებით ნატო-ს გაფართოების. ჩვენთვის საერთო საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, მაგრამ ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას არ შეესაბამება… ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ან საქართველოს ალიანსში მიღებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით, არაერთხელ გვაქვს…

მეტი...

რატომ შეუჩერეს სასწრაფოდ ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება?! – მიხეილ სააკაშვილის განმარტება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის პირად „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი კომიტეტის მიერ ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა. სააკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა ჯაფარიძეს უფლებამოსილება იმიტომ შეუჩერა, რომ  წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა. აქვე მან განმარტა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მტრის საამებლად ძალადობა ისტორიული სირცხვილია. „სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა. ივანიშვილს და “ოცნებას” ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო.…

მეტი...

„ზელენსკი იმ ყვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართან 125 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება“ – მაკრონი-პუტინის შეხვედრა

„მე ვეტყვი პრეზიდენტ ზელენსკის, ისევე, როგორც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმებებს პროგრესის მიღწევა შეუძლია. ამაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ხვალ ვისაუბრებ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. შეგახსნებთ, რომ პუტინი-მაკრონის შეხვედრა გუშინ გაიმართა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, პრეზიდენტი ზელენსკი დღეს იმ ქვეყნის პირველი პირია, რომლის საზღვართან 125 000 რუსი სამხედრო იმყოფება. როგორც მაკრონი აცხადებს, უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება. „საფრანგეთი გააგრძელებს მის ძალისხმევას ნორმანდიულ ფორმატში კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის. მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭიროებს ინტენსიურ დისკუსიას, რომელიც ერთად გვექნება“, – აღნიშნა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

მეტი...

„გპირდებით, ჩვენ ამას შევძლებთ“ – ჯო ბაიდენი რუსეთს ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს – ოლაფ შოლცს შეხვდა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და უკრაინის საზღვართან საომარი მოქმედებებისთვის მზადება იყო. ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ რუსეთი უკრაინის საზღვარს გადალახავს და შეჭრას შეეცდება, გაზსადენს საფრთხე დაემუქრება. „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რაც ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარისკაცები კვლავ გადაკვეთენ ქვეყნის საზღვარს, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება. ჩვენ მას დავასრულებთ“, – განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამერიკა ამას შეძლებს.  

მეტი...

„ომიკრონის“ შტამი მზარდია – იმუნოლოგი “მედიაცეტრ მთავარში” 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 26 000-სს აჭარბებს. აქედან 90%  „დელტა“ შტამია. მედიკოსები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დომინანტი გახდა. რა გამოწვევების წინაშე დგას კლინიკური სექტორი, ველოდებით თუ არა ე.წ. გაზაფხულის შტამს, რატომ გაჩნდა უნდობლობა „რედმისიერის“ მიმართ – ამ და სხვა საკითხებზე 11:40 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე  ისაუბრებს (პირდაპირი ეთერი: https://www.facebook.com/mcm.ge)  

მეტი...

„ვფიქრობთ, კიდევ ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა“ – თენგიზ ცერცვაძე

„ხუმრობა ხომ არ არის, რომ “რემდესივირი” ამბულატორიულ ავადმყოფებში 87%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 20-62%-მდე ამცირებს დამძიმების და სიკვდილობის რისკებს“ – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  და კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ექიმთა პოზიციებს, როლებიც მის არაეფექტირობაზე საუბრობენ. როგორც ინფექციონისტი აცხადებს,  მსგავსმა დაუფიქრებელმა და გაუაზრებელმა განცხადებებმა პაციენტები დააზარალა და ბევრის სიცოცხლეც წაიღო. „ძალიან მოკლედ გავიმეორებ ძირითად არგუმენტებს “რემდესივირის” ეფექტიანობაზე: “რემდესივირი” პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული (Approved) FDA-სა და EMA-ს მიერ COVID-19-ის სამკურნალოდ, მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტებს უკეთეს შემთხვევაში აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვები (ე.წ. Emergency use…

მეტი...

დაპირისპირება ექიმებში „რედმისივერის“ აკრძალვა-არაკრძალვის გამო

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „რედმისივერის“ გამოყენების გამო, ექიმები ერთმანეთს ისევ სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის პოზიცია, რომ „რედმისივერი“ უეფექტოა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისთვის არასერიოზულია. თენგიზ ცერცვაძე  აცხადებს, რომ მსგავსი გზავნილების გავრცელება არაფრით შეიძლება და არავითარი საფუძველი არსებობს, რომ ქვეყანაში „რედმისივერის“ გამოყენება აიკრძალოს. „ბატონმა გიორგი კამკამიძემ ა.წ. 2 თებერვალს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ტრადიციულად გამოდის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების წინააღმდეგ ერთი იმიტომ, რომ, მისი აზრით, „რემდესივირი“ უეფექტოა?! და მეორე იმიტომ, რომ „რემდესივირს“ თითქოს თეორიულად შეუძლია გამოიწვიოს COVID-ით ავადმყოფების ორგანიზმში არსებული ლატენტური ჰერპესვირუსების (მათ შორის პოტენციურად ონკოგენურის) რეაქტივაცია. მიმაჩნია, რომ ამ…

მეტი...